კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ადვოკატი გირჩევთ

 

კითხვა: გთხოვთ, განმიმარტოთ: მას შემდეგ, რაც პიროვნებას ცნობენ ბრალდებულად, რა ვადაშია სავალდებულო წინასასამართლო სხდომის გამართვა და შესაძლებელია თუ არა უკვე ჩანიშნული წინასასამართლო სხდომის ვადის გაგრძელება?

პასუხი:  განგიმარტავთ, რომ წინასასამართლო სხდომა უნდა გაიმართოს პირის დაკავებიდან (თუ ის არ დაუკავებიათ, ბრალდებულად ცნობიდან) არაუგვიანეს 60 დღისა. მხარეს უფლება აქვს, სასამართლოს მიმართოს დასაბუთებული შუამდგომლობით აღნიშნული ვადის გონივრულ ვადამდე გაგრძელების ან შემცირების შესახებ, რის თაობაზეც უნდა აცნობოს მეორე მხარეს. მეორე მხარე უფლებამოსილია, საკუთარი მოსაზრებები წერილობით წარუდგინოს სასამართლოს შუამდგომლობის წარდგენიდან 3 დღის ვადაში. ამ ვადის გასვლის შემდეგ სასამართლო შუამდგომლობას განიხილავს ზეპირი მოსმენის გარეშე. მიღებული გადაწყვეტილება არ საჩივრდება.

კითხვა: გთხოვთ, მაცნობოთ, უფლებამოსილია თუ არა მოსამართლე, არ დააკმაყოფილოს პროკურორის შუამდგომლობა საპროცესო შეთანხმების დადების თაობაზე და რა შედეგი დგება ამ შემთხვევაში?

პასუხი: გაცნობებთ, რომ სასამართლო უფლებამოსილია, სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის შესახებ შუამდგომლობის განხილვის შედეგად  მიიღოს გადაწყვეტილება სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის ან საქმის პროკურორისთვის დაბრუნების თაობაზე.

კითხვა: გთხოვთ, მაცნობოთ, საპროცესო შეთანხმების დადების შემთხვევაში, სასამართლო მხოლოდ ბრალდებულის აღიარებით ჩვენებას ითვალისწინებს თუ, საჭიროა სხვა მტკიცებულებების წარდგენაც?

პასუხი: გაცნობებთ, რომ, მოსამართლის მიერ საპროცესო შეთანხმების დასამტკიცებლად მხოლოდ ბრალდებულის მიერ ბრალის აღიარება არ არის საკმარისი, საპროცესო შეთანხმება უნდა დამტკიცდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილია უტყუარი მტკიცებულებანი პირის ბრალის დასადასტურებლად, ხოლო მოთხოვნილი სასჯელი კანონიერია. ამ შემთხვევაში სასამართლოს გამოაქვს განაჩენი სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის შესახებ შუამდგომლობის პროკურორის მიერ წარდგენიდან 15 დღის ვადაში.

კითხვა: მაინტერესებს, შეუძლია თუ არა ზოგადად მოსამართლეს,  საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის დროს წარმოდგენილ საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ შუამდგომლობაში ცვლილებების შეტანა და რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ მოსამართლე არ ეთანხმება საპროცესო შეთანხმების პირობებს და სურს  მასში ცვლილებების შეტანა?

პასუხი: განგიმარტავთ, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს ბრალის დამადასტურებელი საკმარისი მტკიცებულებანი ან დაადგენს, რომ შუამდგომლობა სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის შესახებ წარდგენილია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა დარღვევით, ის საქმეს უბრუნებს პროკურორს. სასამართლო პროკურორისთვის საქმის დაბრუნებამდე მხარეებს სთავაზობს, შუამდგომლობის სასამართლო განხილვისას შეცვალონ საპროცესო შეთანხმების პირობები, რაც შეთანხმებული უნდა იყოს ზემდგომ პროკურორთან. თუ სასამართლოს შეცვლილი პირობებიც არ აკმაყოფილებს, ის საქმეს უბრუნებს პროკურორს. სასამართლო უფლებამოსილია, საპროცესო შეთანხმებაში ცვლილებები შეიტანოს მხოლოდ მხარეთა თანხმობის შემთხვევაში. 

კითხვა: გთხოვთ, მაცნობოთ,  აქვს თუ არა უფლება ბრალდებულს, უარი თქვას მასთან გაფორმებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცებაზე და ბრალდებულის უარის შემთხვევაში საჭიროა თუ არა ასევე ადვოკატის თანხმობაც?

პასუხი: გაცნობებთ, რომ  ბრალდებულს უფლება აქვს, სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანამდე, ნებისმიერ დროს თქვას უარი საპროცესო შეთანხმებაზე. უარის განცხადებას არ სჭირდება ადვოკატის თანხმობა, ხოლო განაჩენის გამოტანის შემდეგ საპროცესო შეთანხმებაზე უარის თქმა დაუშვებელია.

კითხვა: გთხოვთ, განმიმარტოთ, როგორ გადაწყდება საკითხი, თუ ბრალდებული მისცემს აღიარებით ჩვენებას მხოლოდ იმის გამო, რომ მასთან გაფორმდეს საპროცესო შეთანხმება, შესაძლებელია თუ არა, ამ დროს  მისი აღიარება გამოყენებული იქნეს შემდგომ მტკიცებულებად საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე უარის თქმის შემთხვევაში?

პასუხი: განგიმარტავთ, რომ, მოცემულ შემთხვევაში, თუ სასამართლო გააუქმებს საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ სასამართლოს განაჩენს ან ბრალდებული თვითონ განაცხადებს უარს საპროცესო შეთანხმებაზე, დაუშვებელია ბრალდებულის მიერ მიცემული ჩვენების მის საწინააღმდეგოდ გამოყენება.

კითხვა: გთხოვთ, განმიმარტოთ, რა შემთხვევაშია შესაძლებელი, ბრალდებული ან მსჯავრდებული სრულად გათავისუფლდეს სასჯელისგან?

პასუხი: განგიმარტავთ, რომ ბრალდებულისა და მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან სრულად გათავისუფლების საფუძველი შეიძლება იყოს ბრალდებულსა (მსჯავრდებულსა) და საქართველოს მთავარ პროკურორს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება განსაკუთრებული თანამშრომლობის შესახებ. კერძოდ, განსაკუთრებულ შემთხვევაში, როდესაც ბრალდებულის ან მსჯავრდებულის საგამოძიებო ორგანოებთან თანამშრომლობის შედეგად  ირკვევა დანაშაულის ჩამდენი თანამდებობის პირის, ანდა, მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩამდენი პირის ვინაობა და მისი უშუალო ხელშეწყობით  იქმნება ამ დანაშაულის გახსნისთვის არსებითი პირობები, საქართველოს მთავარ პროკურორს უფლება აქვს, სასამართლოს მიმართოს შუამდგომლობით ბრალდებულის პასუხისმგებლობისგან ან სასჯელისგან სრულად გათავისუფლების ან მსჯავრდებულის სასჯელის გადახედვის შესახებ. 

კითხვა: მაინტერესებს, რა კრიტერიუმებითა და ინტერესებით უნდა ხელმძღვანელობდეს უფლებამოსილი თანამდებობის პირი, როდესაც განსაკუთრებული თანამშრომლობის შესახებ დებს მსჯავრდებულთან საპროცესო შეთანხმებას?

პასუხი: განგიმარტავთ, რომ განსაკუთრებული თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების დადებისას, საქართველოს მთავარმა პროკურორმა უნდა გაითვალისწინოს საჯარო ინტერესი, მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი ქმედების სიმძიმე და ბრალეულობის ხარისხი. მსჯავრდებულის შემთხვევაში, ასევე, დამატებით მხედველობაში მიიღება სასჯელის მოუხდელი ვადა. შეთანხმება იდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა დანაშაულის გახსნა ცალსახად განპირობებულია ზემოაღნიშნული თანამშრომლობით  და ამ დანაშაულის გახსნის საჯარო ინტერესი აღემატება პირის პასუხისგებაში მიცემის ან მისთვის სასჯელის დაკისრების ან მის მიერ სასჯელის მოხდის ინტერესს.

 

скачать dle 11.3