კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა ვერ აპატია დოდოშკა ხურცილავამ ია ფარულავას და რა ხდებოდა კადრს მიღმა მათი სკანდალის დროს

 „იმედის“ „დღის შოუს” წამყვანი დოდოშკა ხურცილავა გადაცემის დახურვის შემდეგ ძველ ცხოვრებაში დაბრუნდა – სატელევიზიო ტაიმაუტი საყვარელი  საქმით გადააქვს და უკვე აღარც  იმ  სკანდალური დაპირისპირების დეტალებს მალავს, რაზეც ადრე არ საუბრობდა – დაპირისპირება ია ფარულავასთან, რომელიც თვეების განმავლობაში გრძელდებოდა, მაყურებლისთვის შეუმჩნეველი იყო, თუმცა, ამ სკანდალს თავისი გაგრძელება  გადაცემის დახურვის შემდეგაც ჰქონდა.    

 

– რას საქმიანობთ  „ტელეიმედზე“ „დღის შოუს” დახურვის შემდეგ?

– დავბრუნდი ძველ ცხოვრებაში, რომელიც ჩემთვის საინტერესო და მომხიბვლელია. მყავს კერძო მოსწავლეები, მაქვს ხელოვნების ისტორიის  გაკვეთილები ქორეოგრაფიულ სკოლაში, სადაც წლების წინ მე თავადაც ვსწავლობდი. იქ თითქმის არაფერი შეცვლილა – ისეთივე პაწია, სიფრიფანა გოგონები დარბიან ირგვლივ,  რომლებიც გაჩერდებიან დერეფანში და ულამაზეს რევერანსს მოგიძღვნიან. ეს ძალიან სასიამოვნო ემოციების წყაროა. პარალელურად, ჩემს კოლეგებთან ერთად ვმუშაობ ხელოვნების ლექსიკონზე – ეს საქმე მიგდებული მქონდა. ეს არის  დიდი პროექტი, რომლისთვისაც  მე ვამზადებ ბალეტის, მუსიკის, ცირკისა და სახალხო თამაშობების განყოფილებებს.      

– ტელევიზიის ნოსტალგია არ დაგეწყოთ?

– კი, მომენატრა. „იმედის“ „დღის შოუში” ორი წელი და ორი თვე ვიმუშავე, თუმცა, ტელევიზიასთან მე ძველი კავშირები მაქვს – დღემდე მიყვარს ტელეკომპანია „მზე”,  სადაც  ვმუშაობდი. ტელევიზია ძალიან საინტერესო საქმეა,  სულ ჰამლეტის როლი რომ გქონდეს ნათამაშები, შეიძლება, ისე პოპულარული ვერ გახდე, როგორი პოპულარულიც გაგხადოს ეკრანმა. ეს არის საუკეთესო საშუალება კარგი იდეების რეალიზებისთვის, აქტიური საქმიანობისთვის. კვლავ  სიამოვნებით გავაგრძელებ მუშაობას ტელევიზიაში,  თუ  მიმიწვევენ.  ეთერმა,  როგორც ჩანს,  მონატრება იცის.  

– საკმაოდ ხმაურიანი სკანდალით დასრულდა თქვენი ურთიერთობა „დღის შოუს” წამყვანთან, ია ფარულავასთან. როდის დაიწყო  თქვენი დაპირისპირება?

– ეს არ ყოფილა  დაპირისპირება,  პირიქით, მე მლანძღავენ „ფეისბუქით“, რაზეც მე პასუხს არ ვცემ.  მე არ  მაქვს რეაგირება მის ქმედებებზე, მე ახლაც მხოლოდ თქვენს შეკითხვებს ვპასუხობ.  ია ფარულავასთან არანაირი ურთიერთობის სურვილი არ მაქვს, მისი ტელეფონის ნომერიც კი წავშალე ტელეფონიდან და ასე „გავაქრე” ჩემი ცხოვრებიდან (იცინის). ხომ შეიძლება, სოციალური ქსელიდან წაშალო მეგობარი? ეს ქალი ჩემი მეგობარი არ ყოფილა და, რა მოხდება, თუ მობილურიდან წავშლი?! მინდა, გითხრათ, რომ მე არ მაქვს „ფეისბუქი“,  ჩემი სახელით არის დარეგისტრირებული ჩემთვის უცნობი ადამიანი, რომელსაც ვთხოვ, რომ ჩემი სახელით ნუ აკეთებს იმას, რასაც აკეთებს. მე ადამიანებთან პირადი კონტაქტი და კომუნიკაცია მირჩევნია, ასეთი კონტაქტები ყოველთვის მქონდა საზოგადოების საკმაოდ  ფართო სპექტრთან. მე ურთიერთობის ეს „ფორმატი” მირჩევნია სოციალურ ქსელს.  რაც შეეხება  ურთიერთობას ჩემსა და ია ფარულავას შორის, ეს არასდროს ყოფილა რაიმე სახის ურთიერთობა,  რომელიც შეიძლებოდა გასცდენოდა გადაცემის ფორმატს.  მე იმ ასაკში ვარ, იმ ადამიანების გარდა, ვისთანაც ვმეგობრობ, ახალ მეგობრებს არ ვეძებ; ცოტა „დახურული” ადამიანიც ვარ, მაგრამ, არ მიყვარს დაუნდობელი ადამიანები.  ჩემი აზრით, იასგან  დაუნდობელი საქციელი იყო, როდესაც გადაცემიდან წასვლის წინ, ჩვენ, მე და ნანიკოს გვითხრა: ახლა თქვენი გადაცემის დასამარება დაიწყებაო. ეს განგვიცხადა იმიტომ, რომ, იმ პერიოდში „რუსთავი 2-ის“  ეთერში  „შუა დღე”  დაიწყო, თვითონ კი გადაცემიდან მიდიოდა.  ჩვენ დაძაბულები ვისხედით საგრიმიოროში, როდესაც იამ ეს გვითხრა, თან, ისეთი ნასიამოვნები და გაღიმებული სახე ჰქონდა... მან აბსოლუტურად არ იფიქრა ჩვენზე, რადგან, მას ჰქონდა სხვა გადაცემა, ჩვენ კი – არა. ასე იქცევიან დაუნდობელი ადამიანები, თუმცა, რამდენიმე თვის შემდეგ ის ისევ ჩვენთან დაბრუნდა, რადგან, „ყოფილი ცოლების კლუბის” დახურვის შემდეგ, როგორც ჩანს, სამსახური  ვერ იშოვა.  მე ისეთი ადამიანი ვარ, თუ  რამე არ მომეწონა,  ავდგები და კატასავით წავალ, ჩხუბს არ დავიწყებ, მაგრამ, იმას არ ვმალავ, რომ იმ დღეს საკუთარ თავზე კონტროლი დავკარგე, უმძიმესი რეაქცია მქონდა. ასეთი რამ იშვიათად მემართება, ცივი ხმით ვყვიროდი, მთელი ტელევიზია მაწყნარებდა, წამლებს მასმევდნენ.  ია არის ადამიანი, რომელიც ვერ იგებს, როდესაც სხვას შეურაცხყოფას აყენებს; ვერ ხვდება, რომ ადამიანს ღირსება შეულახა. მე, ზოგადად, ვფიქრობ, რომ, როდესაც ადამიანს ღირსება არ აქვს, არც სხვის ღირსებას უფრთხილდება. მე იას შესახებ  მაღალი წარმოდგენა არასდროს მქონია,  ჩვენ ადრეულ წარსულში გვქონდა ზედაპირული ურთიერთობა,  როდესაც ის სწავლობდა თეატრალურ ინსტიტუტში,  მე კი აქ ვმუშაობდი. პირველად მაშინ გადაიკვეთა ჩვენი გზები და ახლა – ამ გადაცემაზე მუშაობის დროს.           

– მას შემდეგ, რაც ის კვლავ დაბრუნდა გადაცემაში,  როგორ გაგრძელდა თქვენი თანამშრომლობა,  რა ხდებოდა კადრს მიღმა, გადაცემის კულისებში?

–  მე იასთან აბსოლუტურად არაფერი აღარ მქონდა საერთო, სალამსაც აღარ ვეუბნებოდი. ჩვენი კონტაქტი ხდებოდა „ვიორსტკაზე”, გადაცემის მომზადების პროცესში. იას  გვერდით მუშაობა  ყოველთვის მძიმე იყო, სხვადასხვა ეტაპზე პრობლემაც სხვადასხვანაირად იდგა. მე ძალიან კომფორტულად ვგრძნობდი თავს, როდესაც ეთერში იჯდა ნიკა წულუკიძე, ნიჭიერი და  კულტურული  ადამიანი; არაჩვეულებრივი პერიოდი იყო, როდესაც ეთერში იჯდა  სალომე კასრაძე. იას  დაბრუნების შემდეგ ჩვენ კიდევ შვიდი თვე ვიმუშავეთ ერთად და, მე ჩემი რესურსებით ვახერხებდი, რომ ეს არ ეგრძნო მაყურებელს. სპექტაკლში, შეიძლება, რომეო და ჯულიეტა  ითამაშონ ისეთმა მსახიობებმა,  რომლებიც ერთმანეთს ვერ იტანენ. სამსახური არის სამსახური, რომელსაც პირადი ურთიერთობები  არ უნდა შეეხოს.  მე აბსოლუტურად არაფრად მიმაჩნდა ეს ადამიანი, ჩემთვის სულერთი იყო, რას ამბობდა ის და როგორ, მას ნაკლებად გამოსდიოდა ამის დაფარვა და, ცდილობდა, „ეკბინა” ჩემთვის, მაგრამ, იცით, რა?! მე საკმაოდ გამობრძმედილი ვარ და, ისიც ხდება, რომ, ადამიანები ვინც ჩემს კბენას ცდილობენ, კბილებს იმტვრევენ.  ჩემზე ჯერ არავის არაფერი უთქვამს,  არ ყოფილა შემთხვევა გადაცემაში, რომ  მე შემრცხვენოდა საკუთარი საქციელის, ბოდიში მომეხადა და ახსნა-განმარტება დამეწერა, მაგრამ, იყო ისეთი შემთხვევები, როდესაც რეკავდნენ ტელეკომპანიაში და აგინებდნენ როგორც ხელმძღვანელობას, ასევე, გადაცემის წამყვანს, რის გამოც მეც ძალიან ცუდად მიგრძნია თავი.  

– თუ გადაცემა აღდგება ძველი ფორმატით, თქვენ ისევ ერთად იმუშავებთ?

– არა. არსებობს სიტყვები, რომლებსაც, როცა ეტყვი ადამიანს, იმის იქით არანაირი ურთიერთობა აღარ შეიძლება. მე ვთქვი, რომ იას გვერდით ჯდომა არის უღირსობა და ჩემს სიტყვებს უკან არ წავიღებ. შეიძლება, მკითხველმა იფიქროს, აქამდე სად იყავიო, მაგრამ, მე ადრეც ვთქვი: „იმედში” ჩემი მუშაობა განპირობებული იყო იმით, რომ იმ დროს ძალიან სერიოზული ოჯახური პრობლემა გვქონდა, რომელიც სასიკეთოდ გადაიჭრა, სულ რაღაც, ორი დღის წინ. მაშინ  ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარებისთვის დააკავეს ჩემი ძმისშვილი. მე  ჩემი იდიოტური დაბნეულობის გამო, ამას წინათ ვთქვი, რომ ის  შენახვა-გასაღების  გამო დააკავეს-მეთქი, თუმცა, ეს ასე არ ყოფილა.  ჩემი ძმისშვილის დაკავების დროს ჩვენ დაგვჭირდა საბანკო სესხის  აღება, რომ გადაგვეხადა გირაოს თანხა. ჩვენს ოჯახში ისეთი ტრაგედია იყო, რაღაც გზა უნდა გამოგვენახა, ამიტომ,  საჭირო გახდა, მომეძებნა  დამატებითი ფინანსური შემოსავალი. მაშინ მე ვიდექი ჩემი ძმის გვერდით, ახლა კი, როდესაც მე არ მაქვს ისეთი შემოსავალი, როგორიც მქონდა, ის დგას ჩემ გვერდით – ასეა ჩვენი ცხოვრება.        

– „იმედთან” დაკავშირებით პოზიციის შეცვლის გამო, საზოგადოების კრიტიკის ობიექტად იქეცით.

– ორმა ადამიანმა, ვისთანაც ვიყავი სტუდიაში სტუმრად, ჩემი აზრით, არაკორექტული შეფასებები გააკეთეს. მე მაშინაც ვთქვი, რომ ვიყავი სასოწარკვეთილი ცხრა წლის განმავლობაში, რომ ქვეყანა არ იდგა სწორ გზაზე. ამას 2003 წელს მივხვდი. ადამიანი, რომელიც ბაბუინს უწოდებდა  თანამოქალაქეებს, ვინც მის  მიტინგებს არ ესწრებოდნენ,  დემოკრატიას ვერ ააშენებდა,  ამიტომაც, არასდროს ვმჯდარვარ მის ნავში, იმ ადამიანებისგან განსხვავებით, ვისაც თავი ლერმონტოვი ჰგონია და ჩვენი დროის გმირებზე წერენ პასკვილებს, არასდროს არავის ნავში არ ვყოფილვარ და არც ვაპირებ ჯდომას. მე ჩემი საკუთარი ნავი მაქვს და, თუ ნავი არ მექნება, სხვებისგან განსხვავებით, ცურვაც ვიცი. შეიძლება, დიდ ღელვაში მოვხვდე, მაგრამ არასდროს მამა არ ჩამიტოვებია წინა ნავში და თვითონ შემდეგ ნავში არ გადავმხტარვარ იმ იმედით, რა იცი, რა იქნება, ეგებ მამამ მიშველოს. 

– როგორც ჩანს, ახლა ძალიან დიდი ღელვის პერიოდი გაქვთ. საით მიცურავს ეგ ნავი?

– მე უკვე იმდენი ხნის ვარ, რომ, ვხვდები ყველაფერს. ადამიანები ცდილობენ, შენც ისეთ ჭუჭყიანად წარმოგაჩინონ, როგორც თვითონ არიან და ამიტომაც თხზავენ ათას რამეს. მე არავისთან არ  მაქვს ბოდიში მოსახდელი.   ხან რა გვიწოდეს ინტელიგენციას, ხან – რა, მაგრამ, ესეც გადავიტანეთ. ხან „ჩარეცხილები“ ვიყავით, ხან – „ვაი შენს პატრონს“, მაგრამ, ამასაც გავუძელით.  საბედნიეროდ, გვერდით მყვანან ადამიანები, ვისაც ვუყვარვარ და მათთან ერთად კარგად  ვგრძნობ თავს, ასე რომ, ჩემი ნავი თავის ნავსაყუდელს ყოველთვის პოულობს.        

 

скачать dle 11.3