კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„ფორბსის” რომელი მილიარდერები ისხდნენ ციხეში და რა ბრალდებით დააკავეს ინდოელი მილიარდერი ვიჯაი მალია

 

კრიმინალურ სამყაროში არსებობს ტერმინი  „კანონიერი ქურდი”, რაც უმაღლესი რანგის კრიმინალს ნიშნავს. ამ ტერმინის გამოყენება თავისუფლად შეიძლება „ფორბსის” რამდენიმე მილიარდერის მიმართ, თუმცა, მცირე შესწორებით – „კანონიერი მილიარდერი”. საუბარია იმ მილიარდერებზე, რომლებმაც კანონს გადააბიჯეს და ჩვეულებრივ დამნაშავეებად იქცნენ. 

ვიჯაი მალია (ინდოეთი) – 1 მილიარდი დოლარი

 ინდოელი მილიარდერი „ქინგფიშერ ეირლაინსის” და „ფორმულა 1-ის“ გუნდის – „ფორს ინდიას” მფლობელი ვიჯაი მალია 2012 წლის 12 ოქტომბერს დააპატიმრეს. მალიას აეროპორტებთან დაკავშირებული გადასახადების გადაუხდელობა ედება ბრალად და საერთო ჯამში თანხა 2 მილიონ დოლარს აჭარბებს. საუბარია ჰაიდერაბადის საერთაშორისო აეროპორტზე, რომლის მიმართაც მალიას კომპანიას ვალი დაუგროვდა. გარდა ამისა, მალიას წინააღმდეგ რამდენიმე სარჩელს მისი კომპანიის თანამშრომლები ამზადებენ, რადგან, ბოლო რამდენიმე თვეა მილიარდერი მათ კუთვნილ ხელფასს არ უხდის. ამბობენ, რომ მალიას ფინანსური პრობლემები აქვს. ამჟამად, 2012 წლის მონაცემებით, მალიას „ფორბსის” რეიტინგში 1 153-ე ადგილი უკავია, თუმცა, სავსებით მოსალოდნელია, რომ მომავალი წლის რეიტინგში იგი აღარ ვიხილოთ.

გი ვილდენშტაინი (საფრანგეთი) – 5-10 მილიარდი დოლარი

ცნობილი გალერისტის ანტიკვარის ქონება სხვადასხვა მონაცემით 5-10 მილიარდ ევროს შეადგენს, თუმცა, მას ამ უზარმაზარმა კაპიტალმაც ვერ უშველა, რომ თავი დაეღწია მართლმსაჯულებისგან. 2011 წელს ვილდენშტაინს ბრალად წაუყენეს მოპარული ნივთების შენახვა, კერძოდ, საუბარია ორ ფერწერულ ტილოზე, რომლებიც 20 წლის განმავლობაში ითვლებოდა დაკარგულად და ვილდენშტაინის ხელოვნების კვლევით ცენტრში აღმოჩნდა. 2012 წელს კი მილიარდერს ახალი ბრალდება წაუყენეს – გადასახადების გადახდისგან თავის არიდება (სახელმწიფოს მიმართ ვალი 250 მილიონი დოლარი). ვილდენშტაინი ამ ყველაფერს „უბრალო გაუგებრობას” უწოდებს.

ჰანს კრისტიან რაუზინგი (დიდი ბრიტანეთი) – მემკვიდრეობით ბაბუისგან, „ტეტრა პაკის” დამფუძნებლისგან, ჰანს რაუზინისგან მას  10 მილიარდი დოლარი ეკუთვნის.

ათმილიარდიანი კაპიტალის კანონიერი მემკვიდრე ჰანს კრისტიან რაუზინგი სასამართლოს წინაშე რამდენიმე ბრალდებით წარდგა: ავტომობილის მართვა ალკოჰოლისა და ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ და გარდაცვლილი მეუღლის ნეშტის დაკრძალვის ხელის შეშლა. რაუზინგი ორი თვის განმავლობაში ინახავდა გარდაცვლილი მეუღლის სხეულს სარდაფში, რადგან, მისი თქმით, უჭირდა საყვარელ ადამიანთან განშორება. ამჟამად რაუზინგს გადავადებული აქვს სასჯელის მოხდა და იგი დროის უმეტეს ნაწილს სარეაბილიტაციო კლინიკაში ატარებს.

ალფრედ ტაუბმანი (ამერიკის შეერთებული შტატები) – 2,9 მილიარდი დოლარი

„სოტბის” აუქციონის ყოფილი მფლობელი ალფრედ ტაუბმანი აუქციონების ფალსიფიცირების ბრალდებით 9 თვე იჯდა ციხეში. 2007 წელს ტაუბმანმა გამოსცა ავტობიოგრაფიული წიგნი, სადაც დეტალურად წერს აუქციონების მოწყობაზე, ციხეში გატარებულ პერიოდსა და მილიარდებზე. საგულისხმოა, რომ ციხიდან გათავისუფლების შემდგომ ტაუბმანმა მოახერხა კაპიტალის დაბრუნება, ამჟამად იგი  ფლობს 25 სავაჭრო მოლს ამერიკის 16 შტატში და, ასევე, ხელოვნების ნიმუშების ძვირფას კოლექციას.

რობერტ ალენ სტენფორდი (ამერიკის შეერთებული შტატები) – 2,2 მილიარდი დოლარი 2008 წლის მონაცემებით

2011 წელს ანტიგუასა და ბარბუდას კუნძულების რაინდის ტიტულის მფლობელს, მილიარდერ რობერტ ალენ სტენფორდს ფინანსური „პირამიდის“ შექმნისა და თაღლითობისთვის სასამართლომ 110 წელი მიუსაჯა. თავდაპირველად პროკურატურა სტენფორდისთვის 230-წლიან პატიმრობის ვადას მოითხოვდა, თუმცა, ადვოკატების დახმარებით, სტენფორდს „მხოლოდ” 110 წლის „გატარება მოუწევს“ ციხეში. მისი თაღლითობის მსხვერპლი 21 მეანაბრე გახდა, რომლებსაც მან, საერთო ჯამში, 7 მილიარდი დოლარის ზარალი მიაყენა. სტენფორდი 2009 წელს დააპატიმრეს და სასამართლო 2 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. იგი დღემდე არ მიიჩნევს თავს დამნაშავედ.

რაჯ რაჯარატნამი (ამერიკის შეერთებული შტატები) – 1,3 მილიარდი დოლარი 2009 წლის მონაცემებით

ჰეჯ-ფონდ „გალეონის” დამფუძნებელი რაჯ რაჯარატნამი ამერიკულმა ფედერალურმა ბიურომ 2009 წელს დააკავა და ბრალად უკანონო ინსაიდერული გარიგებებისგან სარგებლის მიღება წაუყენა. გამოძიების ვერსიით, რაჯარატნამმა 2003-2009 წლებში უკანონოდ მოიპოვა ინფორმაციები კომპანიებიდან „გუგლი”, „ინტელი,” „ჰილტონ ჰოტელსი” და გარიგებების დროს გამოიყენა, რამაც მას 63 მილიონი დოლარის მოგება მოუტანა. ინდური წარმოშობის მილიარდერი ციხეში 11 წელს გაატარებს, თუმცა, თავდაპირველად პროკურორი მისთვის უმაღლეს სასჯელს, პატიმრობის 200 წელს მოითხოვდა.

ჩეი ტე ვონი (სამხრეთ კორეა) – 2,1 მილიარდი დოლარი

სამხრეთ კორეაში სიდიდით მესამე კონგლომერატის SK Group-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ, ჩეი ტე ვონმა, 2003 წელს შვიდი თვე გაატარა ციხეში. მილიარდერს ბრალად ედებოდა თაღლითობა. ციხიდან გათავისუფლების შემდეგ ვონი კვლავ ჩაუდგა სათავეში კომპანიას. საინტერესოა, რომ ვონი არ არის ერთადერთი სამხრეთკორეელი მილიარდერი, რომელსაც პრობლემები ჰქონდა კანონთან. სხვადასხვა დროს თაღლითობაში ბრალი ედებოდათ კომპანია „ჰიუნდაი მოტორსის” მფლობელს, ჩუნ მონ კუს და „სამსუნგ ელექტრონიქსის” დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეს – ლი კუნ ჰის.

აჰმედ ეზზი (ეგვიპტე) – 1,5 მილიარდი დოლარი

2012 წლის 4 ოქტომბერს ქაიროს უმაღლესმა სასამართლომ უმსხვილესი ეგვიპტური მეტალურგიული კომპანია „ეზ სტილის” მფლობელი აჰმედ ეზზი დამნაშავედ ცნო ფულის გათეთრებაში, უკანონოდ სახელმწიფო ქონების მითვისებასა და მაქინაციების გზით გამდიდრებაში. ეზზის შვიდწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს და, ამასთან ერთად, მას სახელმწიფოს სასარგებლოდ 3,3 მილიარდი დოლარის გადახდა დაევალა. საინტერესოა, რომ ეზზის საქმიანობის წინააღმდეგ სამართალდამცველებს კითხვები ჯერ კიდევ ჰოსნი მუბარაქის პრეზიდენტობის პერიოდში გაუჩნდათ, თუმცა, ანტიმონოპოლიურმა სამსახურმა ეზზი იმ მომენტში „დროებით” გადაარჩინა.

მარკ რიჩი (ამერიკის შეერთებული შტატები) – 2,5 მილიარდი დოლარი

კომპანია „მარკ რიჩი ენდ კოს” დამაარსებელი მარკ რიჩი 1983 წელს ამერიკულმა თემიდამ დამნაშავედ ცნო ირანული ნავთობით უკანონო ვაჭრობასა და გადასახადების გადახდისგან თავის არიდებაში. იმ მომენტისთვის რიჩის უკვე დატოვებული ჰქონდა შეერთებული შტატების საზღვრები და თავს შვეიცარიას აფარებდა. 2001 წელს, მაშინ ჯერ კიდევ მოქმედმა პრეზიდენტმა ბილ კლინტონმა მარკ რიჩი შეიწყალა, თუმცა, მილიარდერი დღემდე ერიდება სამშობლოში დაბრუნებას – შვეიცარიაში უფრო კომპორტულად გრძნობს თავს.

უილიამ კოჰი (ამერიკის შეერთებული შტატები) – 4 მილიარდი დოლარი

მილიარდერ უილიამ კოჰს საკუთარი კომპანიის თანამშრომლებმა უჩივლეს და, როგორც ჩანს, „ოსბოუ კარბონის” მფლობელს საკმაო დროის გატარება მოუწევს ციხეში. საქმე ადამიანების გატაცებასა და მათთვის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას ეხება. საქმე ჯერჯერობით ძიებაშია და დაზუსტებით უცნობია, რეალურად დამნაშავეა თუ არა კოჰი.

 

скачать dle 11.3