კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა მიზნით დაიწყო სიგარის მოწევა ერნესტო ჩე გევარამ და რისგან შედგებოდა მისი რეცეპტით დამზადებული „მოლოტოვის კოქტეილი”

 

იგი ყველაზე ცნობილი რევოლუციონერია რევოლუციონერთა შორის, რომელიც მილიონობით ადამიანისთვის კერპი გახდა და ერთ-ერთი ყველაზე ტირაჟირებული ისტორიული პირია, რომლის სახე ტატუირებებსა და მაისურებზე დატანილი სურათის სახით მსოფლიოს ყველა ქვეყანაშია პოპულარული. 45 წელი გავიდა ერნესტო ჩე გევარას მკვლელობიდან, მაგრამ მისი თაყვანისმცემლებისთვის ის მუდამ ცოცხალია.

* ერნესტოს შორეული წინაპარი იყო პერუს ვიცე-მეფე, გენერალი ხოსე დე ლა სერნა – ეინოხოსა.

* ბავშვობაში ერნესტო ჩე გევარას მოიხსენიებდნენ თიკუნით „ტეტე,” რაც თარგმანში „გოჭს” ნიშნავდა. მოგვიანებით, მას, იმ პერიოდში, როცა ის რაგბის თამაშობდა, „ბურვაკს” ეძახდნენ. ერნესტოს მეგობრები იხსენებდნენ, რომ გუნდში ის ყველაზე აზარტული მოთამაშე იყო, რომელსაც მუდამ თან დაჰქონდა ინჰალატორი. „ბურვაკს” კი იმიტომ ვუწოდებდით, რომ მუდამ ბინძური იყო – ასთმის გამო მას წყლის შიში ჩამოუყალიბდა და თითქმის არ იცავდა პირადი ჰიგიენის წესებსო.

* სკოლაში შესვლიდან პირველი ორი წლის განმავლობაში ერნესტო ჩე გევარა სახლიდან ვერ ახერხებდა გასვლას, რადგან, ყოველდღიურად ჰქონდა ასთმური შეტევები და სახლის პირობებში უწევდა სწავლა. ბრონქული ასთმის პირველი შეტევა მას 2 წლის ასაკში მოუვიდა და სიცოცხლის ბოლომდე აწუხებდა.

* ერნესტო არგენტინაში იყო დაბადებული, კუბის შესახებ კი პირველად 11 წლის ასაკში გაიგო, როდესაც ბუენოს-აირესში ჩავიდა ცნობილი კუბელი მოჭადრაკე კაპაბლანკა. 

* ერნესტო გატაცებული იყო ჭადრაკითა და კითხვით. პირველი წიგნი მან 4 წლის ასაკში წაიკითხა. მისი ოჯახის ბიბლიოთეკაში 1 000-მდე წიგნი ინახებოდა.

* ერნესტო ჩე გევარას ძალიან უყვარდა პოეზია და თავადაც წერდა ლექსებს.

* მას ბავშვობიდან უყვარდა ტექნიკური საგნები, განსაკუთრებით – მათემატიკა, თუმცა, ექიმობაზე შეაჩერა არჩევანი.

* ერნესტო ჩე გევარა გატაცებული იყო რაგბით, ფეხბურთით, ცხენოსნობით, გოლფითა და პლანერიზმით.

* პირველად გაზეთებში მისმა სახელმა არა რევოლუციასთან, არამედ მოპედით მოგზაურობასთან დაკავშირებით გაიჟღერა. ჩე გევარამ მოპედით ოთხი ათასი კილომეტრი დაფარა და თითქმის მთლიანად შემოიარა სამხრეთ ამერიკის კონტინენტი.

* ერნესტოს ძალიან უნდოდა, რომ კეთრით დაავადებული სამხრეთამერიკელებისთვის ემკურნალა ალბერტ შვეიცერის მსგავსად, რომელიც მისი ბავშვობის დროინდელი კერპი იყო.

* 1940-იან წლებში ერნესტო ჩე გევარა ბიბლიოთეკარად მუშაობდა.

* სამხრეთ ამერიკაში მეორედ მოგზაურობაში  ერნესტო თავის მეგობართან,  ბიოქიმიის დოქტორ ალბერტო გრანადასთან ერთად იმყოფებოდა. მოგზაურობის პერიოდში ისინი სხვადასხვა ადგილებში მუშაობდნენ, რათა საკუთარი თავი შეენახათ: რეცხავდნენ ჭურჭელს რესტორნებში, რადიომიმღებების შეკეთებით იყვნენ დაკავებულნი მაღალმთიან სოფლებში, გლეხებს ეხმარებოდნენ მიწათმოქმედებაში, კურნავდნენ ღარიბ გლეხებს, შავ მუშებად და ტვირთის გადამზიდავებადაც მუშაობდნენ.

* კოლუმბიაში ყოფნის პერიოდში იქაურმა პოლიციამ საეჭვოდ ჩათვალა ერნესტოსა და ალბერტოს დაღლილი იერი და ისინი დააპატიმრა. მაგრამ, პოლიციის განყოფილების უფროსი ფეხბურთის მოყვარული აღმოჩნდა და როდესაც შეიტყო, რომ დაკავებულები არგენტინელები იყვნენ, იმ პირობით გაათავისუფლა, რომ ადგილობრივ გუნდს გაწვრთნიდნენ ფეხბურთში. ერნესტო ჩე გევარასა და ალბერტო გრანადას გაწვრთნილმა გუნდმა რაიონულ ჩემპიონატში პირველი ადგილი დაიკავა და გუნდის ქომაგებმა მადლიერების ნიშნად მწვრთნელებს თვითმფრინავის ბილეთები უყიდეს ბოგოტას მიმართულებით.

* ბოგოტაში ჩასული ჩე გევარა და გრანადა კოლუმბიურმა პოლიციამ კვლავ დააპატიმრა და მხოლოდ იმ პირობით გაათავისუფლა, რომ მყისიერად დატოვებდნენ ქვეყნის საზღვრებს.

* ერნესტო ჩე გევარას არ ჰქონდა სურვილი, რომ არგენტინის ჯარში გაევლო სავალდებულო სამსახური, ამიტომ ცივი აბაზანის მიღებით მან ასთმის შეტევა გამოიწვია და ამ გზით აარიდა თავი მსახურობას. სამედიცინო შემოწმებაზე ის ჯარისთვის უვარგისად ცნეს.

* ჩე გევარა გატაცებული იყო უძველესი კულტურების შესწავლით. ის ხშირად დადიოდა ძველი ინდური ცივილიზაციების ნანგრევების სანახავად და მათ შესახებ არსებულ ისტორიას ეცნობოდა.

* ერნესტო ბურჟუაზიული ოჯახიდან იყო და ჰქონდა საშუალება, რომ საუკეთესო კლინიკებში ემუშავა, თუმცა, მუდამ ცდილობდა, რომ არგენტინის ყველაზე მიუვალ ადგილებში მისულიყო და ღარიბი მოსახლეობისთვის გაეწია სამედიცინო დახმარება.

* 1954 წლის 17 ივნისს ჰონდურასიდან გვატემალის ტერიტორიაზე განხორციელდა არმასას შეიარაღებული დაჯგუფების შეჭრა. დაიწყო გვატემალის დედაქალაქის დაბომბვა და არბენსას ხელისუფლების მომხრეების მასობრივი დახვრეტა. ერნესტო ჩე გევარა იმ პერიოდში ითხოვდა, რომ გაეგზავნათ ბრძოლებში მონაწილეობის მისაღებად და მოუწოდებდა გვატემალელებს, შეექმნათ პარტიზანული რაზმები.

* „ჩემთან შედარებით, იგი მოწინავე რევოლუციონერი იყო”, – იხსენებდა ფიდელ კასტრო.

* სიგარის მოწევა ერნესტო ჩე გევარამ კუბაში დაიწყო, რადგან, სიგარის კვამლის გამო კოღოები აღარ ეკარებოდნენ.

* 1957 წლის 5 ივნისს ფიდელ კასტრომ ჩე გევარას 75 მებრძოლისგან შემდგარი კოლონა გამოუყო  და კომანდანტეს წოდება მიანიჭა. კუბური რევოლუციის პერიოდში კომანდანტე ამბოხებულთა შორის უმაღლესი სამხედრო ჩინი იყო და ერნესტოსთან ერთად, ამ წოდებას ატარებდნენ: ფიდელ კასტრო და კამილო სიენფუეგოსი.

* 1950-იანი წლების დასაწყისში ჩე გევარა წერილებს „სტალინ II-ის“ ფსევდონიმით აწერდა ხელს.

* მარქსისტული აზროვნების მქონე ჩე გევარა ხშირად აკრიტიკებდა სოციალისტურ ქვეყნებს – საბჭოთა კავშირსა და ჩინეთს და ბრალს იმპერიალისტურ ზრახვებში სდებდა.

* ჩე გევარას ეგრეთ წოდებული „მოლოტოვის კოქტეილის” საკუთარი რეცეპტი ჰქონდა. ასაფეთქებელის შემადგენლობაში, სხვა ნივთიერებებთან ერთად,  შედიოდა: 1/3 ბენზინი და 1/4 ზეთი.

* ერნესტო ჩე გევარა ბოლივიის არმიის სერჟანტმა მარიო ტერანამ დახვრიტა. მან კენჭისყრით მოიპოვა უფლება, რომ პირველს ესროლა რევოლუციონერისთვის. სროლა ისე უნდა განხორციელებულიყო, თითქოს ჩე გევარა ბრძოლაში დაიღუპა.

* ლათინური ამერიკის მოსახლეობის დიდმა ნაწილმა სიკვდილის შემდეგ ჩე გევარა წმიდანად გამოაცხადა.

* კუბაში განხორციელებული ყველა ფულადი რეფორმის შემდეგ ჩე გევარას გამოსახულება მუდამ რჩება 3 პესოს ბანკნოტზე.

* ჩე გევარას ცნობილი ფოტო რევოლუციური მოძრაობების მთავარ სიმბოლოდ ითვლება მსოფლიოში. კუბელი ფოტოგრაფის, ალბერტო კორდას გადაღებული კადრი 1960 წლით არის დათარიღებული. მოგვიანებით ირლანდიელმა მხატვარმა ჯიმ ფიცპატრიკმა ფოტოდან შავ-თეთრი პორტრეტი შექმნა, რომელსაც თანამედროვეები მაისურებზე ბეჭდავენ ან ტატუს სახით იხატავენ სხეულზე.

 

скачать dle 11.3