ბავშვთა სადღესასწაულო ცენტრი – „დისნეის ფართი“
ყველაზე პოპულარული და მხიარული საბავშვო ცენტრი თბილისში
აქ დისნეის ზღაპრულ სამყაროში მოხვდებით... მიკი და მინი.. დაგი და გუფი, მონსტრი და კონკია, მაკქვინის მანქანა და უჰ, რამდენი კლოუნი!!! აქ ყველა პოპულარული გმირია, რომლებიც პატარებს ყველაზე მეტად უყვართ... ისინი ამ ცენტრში უკვე ხუთი წელია, „ბინადრობენ” და იუბილარ პატარებსა და მათ მეგობრებს დაუვიწყარ დღესასწაულებზე ეპატიჟებიან. ამიტომაცაა, რომ ბავშვთა გასართობი და დაბადების დღეების ცენტრი „დისნეის ფართი” თბილისში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია. ცენტრს არსებობის ხუთწლიანი ისტორია აქვს. ამ ხუთი წლის განმავლობაში ბავშვებისთვის რეკორდულად ბევრი, ათასობით წვეულება მოეწყო. აქ იდეალური გარემოა იმისთვის, რომ პატარებს მხიარული და ხალისიანი განწყობა მხოლოდ ერთი დღეს კი არა, დიდხანს, ძალიან დიდხანს გაჰყვეთ.
„დისნეის ფართში” თავის სამყაროს ყველა პოულობს – თვით ყველაზე პატარებიც კი... პირველი სტუმრები, როცა აქ მოვიდნენ ერთი წლისანი იყვნენ, ახლა უკვე ხუთი წლის იუბილეს აღნიშნავენ მათთვის საყვარელ და ნაცნობ გარემოში. ცენტრი იღებს პატარებს ერთი წლიდან 12 წლამდე. თუმცა, მოზრდილი ბავშვებისთვის აქ განსხვავებული პროგრამაა. პატარებს კი მათთვის ყველაზე მთავარი, საუკეთესო გართობა, გარანტირებული აქვთ – გართობა, სასრიალოები, ინდივიდუალური და გუნდური თამაშები, დისკოთეკა დიჯეისთან ერთად, ცეკვა და სიმღერა.
„დისნეი ფართს” პატარა სტუმრებისთვის სამი სახის მენიუ აქვს: 15, 18 და 23-ლარიანი ღირებულების პაკეტები. სასურველი პაკეტის არჩევანი შეიძლება მენიუს ინტერპრეტაციით. განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებს გემრიელი და მაღალი ხარისხის საკვები, რაზეც ცენტრის დირექცია განსაკუთრებულად ზრუნავს. ყველა მენიუში შედის გართობა სრული პროგრამით, მინიმუმ, სამი ანიმატორით. 40 ფოტოსურათით დისკზე, მსურველთათვის ცენტრი გთავაზობთ ვიდეოგადაღების სერვისსაც. „დისნეის ფართში” გათვალისწინებულია ყველაფერი – ლამაზ ინტერიერს ემატება სრული კომფორტი: გათბობა თუ კონდიცირება, რეგულარულად იწმინდება ჰაერი ცენტრის ორსართულიან, 220 კვადრატულ ფართზე, სადაც განთავსებულია მინი-კლაბი, ბავშვებისთვის ყველაზე თავბრუდამხვევი გასართობებითა და დაუვიწყარი სიურპრიზებით. აქ ყველა იუბილარ სტუმარს და მის მეგობრებს ელის.
მაშ ასე, აღნიშნეთ თქვენი პატარებისთვის დაუვიწყარი დღესასწაულები, დაბადების დღეები „დისნეის ფართში”, თავად დარწმუნდით, რომ აქ თქვენი შვილების ყველაზე სანუკვარი ზღაპრები „ასრულდება“...
ცენტრის მისამართია: შარტავას ¹-¹6 (სააკაძის მოედანზე) დაწვრილებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ ტელეფონებზე: 215-23-23; 599 11-53-91.