კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მულტინაციონალური სატელეკომუნიკაციო კომპანია HUAWEI ქართულ საცალო ბაზარზე შემოვიდა

 

სატელეკომუნიკაციო ტექნიკის მწარმოებელი კომპანია  Huawei ქართულ საცალო ბაზარზე ოფიციალურად შემოვიდა. კომპანია  მომხმარებელს მაღალი ხარისხის სმარტფონებსა და მედიაპადებს ექსკლუზიურად  „ალტას“ მაღაზიათა ქსელში შესთავაზებს. 

 შესაბამის ორმხრივი თანამშრომლობის მემორანდუმს 27 ნოემბერს ,,რადისონ ბლუ ივერიაში” HUAWEI-ის საქართველოს წარმომადგენლობის გენერალურმა დირექტორმა დუ ლირონგმა და „ალტას“ გენერალურმა დირექტორმა ირაკლი კაკაბაძემ მოაწერეს ხელი. მემორანდუმის გაფორმებასთან ერთად, ღონისძიებაზე HUAWEI-ის იმ პროდუქტების პრეზენტაციაც გაიმართა, რომლებიც უკვე 28 ნოემბრიდან იყიდება.

 კომპანია Tbilisi Huawei Technologies Co-ს გაყიდვებისა და მარკეტინგის დირექტორის  ვახტანგ ცაგარელის განცხადებით, HUAWEI საქართველოს ბაზარზე 2001 წლიდან წარმატებულად ოპერირებს და ნაყოფიერი თანამშრომლობა აკავშირებს სატელეკომუნიკაციო და ფიჭური კავშირგაბმულობის სფეროში მოღვაწე ავტორიტეტულ ქართულ კომპანიებთან. ამჯერად კომპანია საცალო ბაზრის ათვისებას მობილური ტელეფონებისა და მედიაპადების საშუალებით იწყებს და მომხმარებელს შეღავათიან ფასად უმაღლესი ხარისხისა და შესაძლებლობების პროდუქციას წარმოუდგენს.

„მოხარულები ვართ, რომ ქართულ სამომხმარებლო ბაზარზე შემოვდივართ ისეთი წარმატებული კომპანიის მეშვეობით, როგორიც „ალტაა“. ქართველი მომხმარებელი მომთხოვნია მაღალი ხარისხის მობილური ტელეფონების მიმართ, რომელიც ფასითაც მისაღები იქნება. ჩვენ გადავჭერით ხარისხისა და ფასის პრობლემა, ამიტომ, მომხმარებელს თავისუფლად შეუძლია, გვენდოს. HUAWEI ჩინური ბრენდია, რომელიც მსოფლიომ აღიარა, როგორც მაღალი ხარისხის ტექნიკის მწარმოებელი. სტატისტიკის უკანასკნელი მონაცემებით, სატელეკომუნიკაციო ბაზარზე კომპანია პირველ, ხოლო სმარტფონების გაყიდვებში მსოფლიოში მესამე ადგილს იკავებს. ჩვენ ვთანამშრომლობთ თითქმის ყველა ქართულ მობილურ და ფიქსირებული ქსელების ოპერატორებთან. ვფიქრობ, 11-წლიანმა გამოცდილებამ გაამართლა და ქართულ ბაზარზე ჩვენი ნიშა დავიმკვიდრეთ,“ – აცხადებს თბილისში HUAWEI-ის გენერალური დირექტორი დუ ლირონგი.

კომპანია მომხმარებელს სთავაზობს 5 სახეობის სმარტფონს ანდროიდის ბაზაზე ყველა საფასო სეგმენტისთვის და, ასევე, 7-ინჩიან  მედიაპადებს.

„ალტას“ მენეჯმენტის ინფორმაციით, HUAWEI მყარი და სანდო რეპუტაციის ბრენდს წარმოადგენს, რაც ორმხრივი თანამშომლობის წარმატების საწინდარი იქნება. „ალტაში“ მიაჩნიათ, რომ კონკურენტუნარიანი ფასები და მაღალი ხარისხი საქართველოს საცალო ბაზარზე HUAWEI-ის პროდუქციას მალე მოუტანს პოპულარობას.

„მნიშვნელოვანია, რომ პირველებს მოგვეცა საშუალება, საცალო ბაზარზე ჩვენი მაღაზიების მეშვეობით წარმოგვედგინა ისეთი ავტორიტეტული ბრენდი, როგორიცაა HUAWEI და ეს ყველაფერი „ალტას“ 15 წლის იუბილეს დაემთხვა. გარდა იმისა, რომ მომხმარებელს ახალ, მაღალხარისხიან პროდუქციას ვთავაზობთ, ასევე, გავანებივრებთ სხვადასხვა აქციითაც. პირველ საინტერესო აქციას მომხმარებელი უკვე საახალწლოდ მიიღებს. დარწმუნებული ვართ, რომ საცალო ბაზარზე HUAWEI ისეთივე წარმატებული იქნება, როგორც 2001 წლიდან საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზარზე იყო,“ – აღნიშნა  „ალტას“ გენერალურმა დირექტორმა  ირაკლი კაკაბაძემ.

 

скачать dle 11.3