კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რით მოიჭრეს „ლეიბორისტებმა“ უკან დასახევი გზა და რატომ იქნებიან დანარჩენი პოლიტიკური პარტიები ზედმეტნი, თუკი „ნაციონალები“ „ოცნების“ ალტერნატივა იქნებიან

ნებსით თუ უნებლიეთ, ისე მოხდა, რომ ქართულ პოლიტიკურ სცენაზე ორად-ორი პოლიტიკური ძალა დარჩა –  „ოცნების“ უმრავლესობა და „ნაციონალური“ უმცირესობა. ვითარება უჩვეულოა, რადგან ჩვენი ქვეყანა რეგისტრირებული პოლიტიკური პარტიების რაოდენობითაც გამოირჩევა და პირველ ოქტომბრამდე არც მოქმედი პარტიების სიმცირეს უჩიოდა. თუმცა ჯერჯერობით მათი აბსოლუტური უმრავლესობა (იმის მიუხედავადაც, რომ ზოგიერთი მათგანი ერთ ან, უკეთეს შემთხვევაში, ორ პოლიტიკურ პერსონასთან ასოცირდება) გაყუჩებულია. არადა, თუ ფიარტექნოლოგებს ვერწმუნებით, ნებისმიერ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც პოლიტიკური სიცოცხლის გაგრძელება სურს, წინასაარჩევნო კამპანია 2 ოქტომბერსვე უნდა დაეწყო (მათ შორის, არა მხოლოდ 2013 წლის საპრეზიდენტო და 2013 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის, არამედ თვით 2016 წლის მორიგი საპარლამენტო არჩევნებისთვისაც). რატომ ჩაიმალნენ პოლიტიკურ მოვლენათა ფსკერზე პირველ ოქტომბრამდე ერთობ აქტიური ქართული პოლიტპარტიები და ამის გათვალისწინებით, როგორია მათი პოლიტიკური მომავალი. თემას ფსიქოლოგ რამაზ საყვარელიძესთან ერთად განვიხილავთ.

 

– სად გაუჩინარდნენ ძირითადი ორის გარდა დანარჩენი პოლიტიკური პარტიები? რატომ აიღეს პაუზა „ლეიბორისტებმა“, „მემარჯვენეებმა“, ედპ-მ, „ახალგაზრდა დემოკრატებმა“, თორთლაძის პარტიამ თუ სხვებმა?

– ამ ცხოვრებაში უფუნქციოდ დარჩენილი ადამიანი თავსაც კი იკლავს ხოლმე... პარტიების რაღაც ნაწილს ფუნქცია ჰქონდა, კერძოდ, მათ „ნაციონალების“ მიერ შექმნილ სისტემაში ოპოზიციის ფუნქცია ჰქონდათ. დღეს ასეთი სისტემა აღარ არსებობს და მათ, თუ შეიძლება, ითქვას, ფუნქცია დაკარგეს.

– „ლეიბორისტები“, „მემარჯვენეები“,  ედპ თუ სხვები მანამდეც ხომ არსებობდნენ?

– თითოეულმა პარტიამ სხვადასხვა ეტაპი გაიარა. თითქმის ყოველთვის მათ რაღაც ფუნქცია ჰქონდათ. მაგალითად, ჩვენ გვახსოვს, რომ „ახალმა მემარჯვენეებმა“ თოფაძის პარტიასთან ერთად „ნაციონალების“ პარლამენტში გასვლაც კი მოახერხეს. რადგან ამ პარტიებს საზოგადოებაში ჰქონდათ მრეწველობის აღორძინების, მემარჯვენე ორიენტაციის ხალხის მობილიზაციის ფუნქცია, ისინი საზოგადოებამ ამ ფუნქციის გამო პარლამენტში აირჩია. შემდეგ მათ რეალურად ვერ მოახერხეს ამ ფუნქციის რეალიზება. უფრო ადრე, იმავე „მემარჯვენეებს“ ჰქონდა შევარდნაძესა და „მოქალაქეთა კავშირთან“ დაპირისპირების ფუნქცია. ასე რომ, რამდენიმე ტიპის ფუნქცია გაიარეს და ამ ბოლო ეტაპზე, ხალხის აღქმით, მათ უკვე „ნაციონალების“ პოლიტიკურ სისტემაში იპოვეს თავიანთი ფუნქცია. ასე მოუწია ბევრს და ამდენად, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებიდან ჩამოშორებასთან ერთად, ხალხმა მოიშორა ყველა ის პარტია, რომლებიც სტრუქტურის ნაწილები იყვნენ. მათ შორის აღმოჩნდა თქვენ მიერ ჩამოთვლილი პარტიებიც. მე არ ვარ იმის მსაჯული, სწორი იყო თუ არა საზოგადოებრივი აღქმა, მაგრამ მათ ვეღარ შეიძინეს ახალი ფუნქცია.

– ერთია, რომ საზოგადოებამ ჩამოაშორა ისინი ხელისუფლებას, მაგრამ მეორე საკითხია, თავად ეს პარტიები რატომ გაემიჯნენ ამ ეტაპზე პოლიტიკურ ცხოვრებას.

– გარკვეული თვალსაზრისით, ალბათ, დაეთანხმნენ საზოგადოებას.

– ცოტა უცხო არ არის ამგვარი ქცევა ქართული პოლიტიკისთვის?

– არ არის გამორიცხული, რომ ზუსტად ვერ შევაფასოთ მოვლენები, რადგან მცირე დროა გასული. ამას იმიტომ ვამბობ, რომ ჯერ მხოლოდ ერთი თვეა გასული და შეიძლება, ეს პარტიები ელიან ახალი ფუნქციის პირობებს. ასეთი ფუნქციის პირობები ერთგვარად იკვეთება ქრისტიან-დემოკრატების მოქმედებებში. ისინი მეტ-ნაკლებად აქტიურობას ეწევიან.

– გულისხმობთ მათ აქტიურობას თბილისის საკრებულოში?

– აქტიურობას საკრებულოში, შეხვედრებში მონაწილეობას და თან, იმავდროულად ცდილობენ, იყვნენ ერთნაირ დისტანციაზე ორივე მხარისგან.

– თუმცა ცოტათი მაინც უფრო „ოცნებისკენ“ იხრებიან.

– სულ „ნაციონალებისკენ“ ხომ ვერ იქნებიან გადახრილი?! ამიტომ მგონია, რომ ანალოგიური ტიპის ნიშას ელოდებიან სხვა პარტიებიც: გნებავთ, „ნაციონალების“ მხრიდან დაშვებულ შეცდომებს, მაგრამ უფრო, ალბათ, „ოცნების“ მხრიდან დაშვებულ შეცდომებს, რომ ამაზე ჰქონდეთ რეაქცია და ამ რეაქციით მიიპყრონ მომავალი ამომრჩევლის ყურადღება.

– აქვთ შანსი?

– რა თქმა უნდა, აქვთ.

– რა გაძლევთ ამის ფიქრის საფუძველს?

– გარკვეული შანსი აქვთ, რადგან ანალოგიურ შანსს ცდილობს, მოეჭიდოს თვითონ „ნაციონალური მოძრაობა“: იყოს მთავარი კრიტიკოსი.

– ამიტომაც ვიკითხე, აქვთ თუ არა შანსი-მეთქი. „ოცნებას“ გამკრიტიკებელი უკვე ჰყავს „ნაციონალების“ სახით. ასე რომ, ეს ნიშა დაკავებულია.

– „ოცნების“ კრიტიკა სხვადასხვა პოზიციიდანაა შესაძლებელი. „ნაციონალები“ კრიტიკისას პოლიტიკურ ნიშანზე აკეთებენ აქცენტს, დაჭერებს ვგულისხმობ და აღსანიშნავია, რომ ამ კრიტიკაში მათ მხარს არ უბამს არც ერთი ოპოზიციური პარტია, მაგრამ, სამაგიეროდ, უკვე გაჩნდნენ „ოცნების“ სხვა მხრივ მოკრიტიკეები. კიდევ უფრო მეტ სიმკაცრეს მოითხოვენ „ოცნებისგან“ როგორც მოქმედებებში, ისე სიტყვებში და იმ გადაწყვეტილებებში, რომლებსაც სამართალდამცველები იღებენ.

– ესენიც „ოცნებისკენ“ იხრებიან?

– „ოცნებაზე“ უფრო მკაცრი პარტიის ნიშა უფრო თავისუფალია და შანსია, რომ ეს ნიშა ვინმემ  დაიკავოს. „ოცნებას“ აქვს ეს პრობლემა იმიტომ რომ ხანდახან მას ეტყობა მოდუნებული სტილი, მისგან კი სხვა რამეს ელიან. ამდენად, ეს შეიძლება, წამგებიანი იყოს და გააჩინოს იმის საფუძველი, რომ ნებისმიერმა დაიკავოს ეს ნიშა, თუნდაც, „ლეიბორისტებმა“. 

– მაგრამ „ლეიბორისტებს“ ყოველთვის ჰქონდათ ენაკვიმატად მოლაპარაკეთა ნიშა. ძირითადად, ისინი სიტყვიერ აქტივობას ეწეოდნენ და არა –  რეალურს.

– ეს არის სიტყვიერი აქტივობა, რომელიც რეალური ვერ იქნება, რადგან ისინი არ არიან ხელისუფლებაში, მაგრამ გამორიცხული არ არის, ეს სიტყვიერი ნაკადი მიიმართოს უშუალოდ „ოცნებაზე“ თავდასხმისთვის, იმ მოტივით, რატომ არ ხარ უფრო აგრესიულიო. „ოცნების“ მიმართ კრიტიკულ მოსაზრებებს გამოთქვამენ საზოგადოებრივი ორგანიზაციები, რომლებიც რომელიმე პოლიტიკურ პარტიასთან არ ასოცირდებიან,  იმ მიმართულებით, თუ რატომ არ მუშაობს „ოცნება“ უცხოეთთან უფრო მეტად და რატომ ითმენს ისეთ კრიტიკულ შენიშვნებს, რომლებსაც, მათი აზრით, არ იმსახურებს საქართველო და ასე შემდეგ. ასე რომ, რაღაც ტიპის პასიურობის გამო გაჩნდა ბრალდებები „ოცნებისადმი“. ეს ყველაფერი კი მომავალში შეიძლება ნოყიერი ნიადაგი აღმოჩნდეს არსებული პოლიტიკური ძალების რეანიმაციისთვის ან ახალი პოლიტიკური ძალის შექმნისთვის.

– თუმცა რადიკალიზმის მოთხოვნა უფრო „ოცნების“ წისქვილზე არ ასხამს წყალს?

– გარკვეული თვალსაზრისით მომგებიანია, იყო პაპზე უფრო კათოლიკე და ასეთი მოკრიტიკეები შეიძლება, აღმოჩნდნენ პაპზე უფრო კათოლიკენი. ყოველ შემთხვევაში, ეს ნიშა დასაკავებელია.

– სხვა ნიშა არ არის?

–  ფაქტია, რომ „ნაციონალების“ ინტერესების დამცველი ფიგურები დღეს არ ჩანს. სხვა ინტერვიუებშიც მითქვამს და გავიმეორებ: მკაფიო ფაქტი იყო, რომ ახალაიას მხარდამჭერ მიტინგზე მხოლოდ ერთი თბილისელი მივიდა, ფაქტობრივად, უპრეცედენტო იყო იმ რაოდენობის ხალხი, რადგან ნებისმიერი ოპოზიციური პარტია ამაზე მეტ ხალხს აგროვებს. ამ ფონზე სულ რომ რეალურადაც უჭერდეს მხარს, არც ერთი პოლიტიკიური ფიგურა ასეთი პარტიის მხარდასაჭერად ხმას არ ამოიღებს.

– თუ სწორად გავიგე, გაყუჩებული პოლიტპარტიების მომავალი აქტივობა იმაზეა დამოკიდებული, რა პოზიციას დაიკავებენ ხელისუფლებასთან მიმართებაში.

– რადგან წამყვანი პოლიტიკური ძალა „ოცნებაა“, უნდა ველოდოთ, რომ მათთან მიმართება იქნება განმსაზღვრელი.

– კოალიციაში გაერთიანებულია რამდენიმე პოლიტიკური პარტია, მათ შორის, თითოკაციანებს რომ უწოდებენ, ისეთებიც. ისეთებიც, რომლებიც დამოუკიდებლად ვერ იგებდნენ არჩევნებს. ეს ნიშნავს, რომ ამ პარტიებმა სწორი არჩევანი გააკეთეს?

– და შეასწრეს გადახურულში სხვა პარტიებს.

– სადაც მათ ოთხი წელი მაინც ექნებათ თავის გამოსაჩენად და დივიდენდების დასაგროვებლად როგორც პირადი, ისე პარტიული ბიოგრაფიისთვის.

– ალბათ, ნიშნავს, ისევე, როგორც, მაგალითად, „მემარჯვენეებს“ ცოტა ხანს რომ დაეცადათ, მგონი, ისინიც აღმოჩნდებოდნენ ამ გაერთიანებაში. ამდენად, გეთანხმებით, რომ ამ მხრივ, არის დასწრების ფენომენი.

– მკითხველს გავახესნოთ, აქ ლაპარაკია იმ ჯგუფში მონაწილეობაზე, რომელიც წინა ხელისუფლებასთან ერთად შეიქმნა საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისთვის, რომელშიც შვიდი სუბიექტი იყო გაერთიანებული. სხვათა შორის, იმ ჯგუფში იყვნენ „მრეწველებიც“?

– მათ შემდეგ დატოვეს ეს მოლაპარაკებები, „ნაციონალების“ შეთავაზებულ პირობებს ხელი მოაწერეს ქდმ-მ და „მემარჯვენეებმა“. ასე რომ, ასეთი საბედისწერო ნაბიჯი რომ არ გადაედგათ, „მემარჯვენეებსაც“ ვიხილავდით კოალიციაში. ფაქტობრივად,  იმ მომენტამდე „მემარჯვენეებს“ რამე შუალედური ნაბიჯი არ გადაუდგამთ, მაგრამ ამ ნაბიჯის შემდეგ შეიტანეს ეჭვი მათ ოპოზიციონერობაში. ეს ნაბიჯი რომ არ გადაედგათ, მისაღები იქნებოდნენ ივანიშვილისთვის. რაც შეეხება „მრეწველებს“: მათ მკვეთრად „ნაციონალებისკენ“ მიმართული ნაბიჯი არ გადაუდგამთ და ამიტომ გადასვლა ადვილი იყო. ამას გარდა, „მრეწველებს“ მანამდე კარგა ხანს ჰქონდათ ურთიერთობა საკუთრივ ივანიშვილთან და არ იყო გასაკვირი მათი პოზიცია მისადმი.

– გამოვიდა, რომ დავით გამყრელიძე, როგორც პოლიტიკოსი შეეწირა თავისივე პარტიის შეცდომას?

– გამყრელიძემ განაცხადა, რომ მიდის პოლიტიკიდან და ამით აღიარა შეცდომა.

– პირადად მე ყველაზე მეტად მიკვირს „ლეიბორისტების“ დუმილი. თქვენ იფიქრებდით, რომ მათ ასე ჩუმად ყოფნა შეეძლოთ?

– სიჩუმე ისეთი რამაა, რომ ამას დიდი ძალისხმევა არ სჭირდება, მაგრამ მათ ძალიან მწყობრად თანმიმდევრული პოზიცია დაიკავეს ივანიშვილის კრიტიკაში.

– თვით „ნაციონალებზე“ უკეთესიც? 

– არ ჩამოუვარდებოდნენ, თუ არ სჯობდნენ და ამან შეასრულა ის როლი, რომ, ფაქტობრივად, უკან დასახევი გზა მოიჭრეს და შემდეგ უკვე ძალიან ძნელია ხოლმე რიტორიკის კარდინალური შეცვლა. არ ვიცი, რამდენად იძულებულნი იყვნენ, რომ ეს რიტორიკა ჰქონოდათ, მაგრამ ფაქტია, რომ იმ რიტორიკიდან დღევანდელი რიტორიკისკენ გადმოსვლა ცოტა გაუჭირდებათ.

– ეს დუმილი ხსენებულ პარტიებზე უარყოფითად აისახება თუ პირიქით, მათი ეს დუმილი მათთვისვე იმუშავებს?

– თუკი ახლო ისტორიას გადავხედავთ, ვნახავთ, რომ დუმილის ძალიან დიდი პერიოდი ჰქონდა ზვიად გამსახურდიას. კომუნისტებმა იგი დაიჭირეს.

– გამოგვადგება ეს მაგალითი? მაშინ საბჭოთა კავშირის ნგრევაზე იყო საუბარი, ეს არ არის თვისებრივად განსხვავებული ვითარება.  

– რატომ იყო თვისებრივად განსხვავებული?! მოსახლეობისთვის ის მაინც მისაღები გახდა, თუმცა ბევრი მისი ახლობლისთვის, ძველი დისიდენტებისთვის მიუღებელი იყო გამსახურდია სწორედ იმ პერიოდის აღიარების გამო და არავის ეგონა, რომ მოსახლეობა შემდეგ მას ისევ გაჰყვებოდა, მაგრამ აქ როლი შეასრულა ისეთმა ფაქტორმა, რომელიც მეხსიერებას აქრობს, ანუ დრომ და ის აღიარება დავიწყებას მიეცა. ანალოგიურად, ამ შემთხვევაშიც, ბევრი რამ შეიძლება, მიეცეს დავიწყებას ამ პარტიების მოღვაწეობიდან და შეიძლება, დადგეს დრო, რომ ისევ გამოჩნდნენ და მათი გამოჩენა ესიამოვნოთ კიდეც.

– თქვენი აზრით, 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ეს ორი იჭიდავებს თუ ამის პოტენციალი ჯერჯერობით პაუზააღებულ პარტიებსაც აქვთ?

–  პაუზა ასე ხანმოკლე ვერ იქნება. ნახევარწლიანი პერიოდი მაინც იქნება საჭირო, მინიმუმ, რომ მათ ამოღებულ ხმას ვიღაც გამოეხმაუროს.

– მაგრამ ეს მაინც ესწრება 2013 წლის ოქტომბრისთვის, როდესაც ჩვენი კონსტიტუციის ძველი რედაქციით დანიშნულია მორიგი საპრეზიდენტო არჩევნები.

– როდესაც მოგახსენეთ, გააჩნია სიტუაციას-მეთქი, ის ვიგულისხმე, რომ გააჩნია, რა ხარისხით დაგროვდება უკმაყოფილება და მეორე, რამდენად აქტიური იქნება „ნაციონალური მოძრაობა“. თუ „ოცნების“ ალტერნატივად საზოგადოებისთვის ალტერნატივად დარჩა „ნაციონალური მოძრაობა“, მაშინ ეს პარტიები ზედმეტნი იქნებიან, ხოლო, თუ „ნაციონალები“ცოტა ხნით გაჩუმდებიან, მაშინ ამ პარტიებს შესაძლოა, მეორე სუნთქვა გაეხსნათ.

– ამ პარტიების ყოფნა-არყოფნა „ოცნებისა“ და „ნაციონალების“ შეცდომებზეა დამოკიდებული?

– მე ვიტყოდი, ქცევაზე. დავიწყებას დრო სჭირდება, საშლელის ფუნქციას მეხსიერებაში დრო ასრულებს.

– მაშინ, როგორც ჩანს, მათ მოემის რჩევა გამოადგებათ „თეატრიდან“: „შეეცადე არ ჩამოვარდეს პაუზა, ხოლო, თუ ეს მაინც მოხდა, გაჭიმე ის, რაც შეიძლება, დიდხანს“.

 

скачать dle 11.3