კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„ენა“ თუ „ქცევა“?!

ანუ, ვინ ვის უშლის ცხვირში თითის შეყოფას

 

რაკი დასავლურ მარაქაში გარევა გადავწყვიტეთ (ან კი როგორ არ გადავწყვეტდით, როდესაც არჩევანი მარტივია – ან რფ-სთან ერთად ევრაზიულ კავშირში, ან ევროპა-აშშ-სთან ერთად ევროკავშირსა და „ნატოში“), თითოეული სიტყვის აწონ-დაწონაც  გვიწევს. ოღონდ, არც უმისობაა, რომ ეს ჩვენი სულზე უტკბესი დასავლელი პარტნიორები შიგადაშიგ რაღაცნაირად შერჩევითად განიცდიან ხოლმე ჩვენს ამა თუ იმ ქმედებასა თუ გამონათქვამს, თუმცა, რაღა ჩვენსას, უფრო – ჩვენი პოლიტიკოსებისას.

განსაკუთრებულად უმცირესობებისადმი მიძღვნილ თემებზე ნერვიულობენ, მათ შორის, გამორჩეულად, თუკი საქმე სექსუალურ უმცირესობებს ეხება. ჰოდა, რაკი ასეთი სკურპულოზური დაკვირვების ქვეშ ვიმყოფებით, პოლიტიკოსების არათუ მიმდინარე, წარსულ დროში გამოთქმული მოსაზრებებითაც ინტერესდებიან. ამ დაინტერესების პროცესში კი რამდენიმეს, მათ შორის, ხალხის რჩეულს, „ოცნებელ“ ქ-ნ კობახიძეს ისიც გაუხსენეს, რომ ორიოდე წლის წინათ არცთუ მიმსალმებელი დამოკიდებულება გამოუმჟღავნებია ჰომოსექსუალებისადმი.

ერთი სიტყვით, ჰომოფობიური აქცენტების გამოვლენა მეტად აქტუალური თემა გახდა. თუმცა, აქვე გეტყვით, რომ საქართველოს კანონმდებლობა მთლად მკაცრადაც არ არეგულირებს ამ საკითხს და, მეტსაც გეტყვით, მაგალითად, აშშ-ში ევროპისგან განსხვავებული მიდგომაა და, თუკი მყისიერ საფრთხეს არ შეიცავს, ვისაც რა გაგიხარდებათ, ის შეიძლება, უწოდოთ და ვინც გაგიხარდებათ, ის მოუკითხოთ. მეორე მხრივ, სავსებით ბუნებრივია, რომ სიძულვილის ენა დასაგმობია, მაგრამ, არც ის მგონია ნაკლებად დასაგმობი, როდესაც სახელმწიფო მოხელეთა ხელფასები 125-ლარიან პენსიას მინიმიუმ 20-ჯერ, მაქსიმუმ კი 100-ჯერაც აღემატება (ვითომ, რით არ არის ეს სიძულვილის ქცევა?!). თუმცა, ჩვენს დასავლელ მეგობრებს ჯერჯერობით „ქცევაზე“ მეტად „ენა“ აინტერესებთ.

ჩვენთან როგორც არ უნდა იყოს, გამოკვლევის თანახმად, გერმანიაში ჰომოფობიის დონე საკმაოდ მაღალია. ამ ქვეყნის ყოველი მეხუთე მოქალაქე (ანუ, მოსახლეობის 20 პროცენტი) ეჭვით უყურებს ჰომოსექსუალურ კავშირებს, დაახლოებით, 26 პროცენტისთვის მიუღებელია ერთსქესიანი ქორწინებები, ხოლო 14 პროცენტს ჰომოსექსუალიზმი ამორალობად მიაჩნია. იმ მარტივი მიზეზით, რომ ჩვენს ქვეყანაში ამგვარი კვლევა არავის ჩაუტარებია, რთული სათქმელია, რით ვჯობივართ ან ჩამოვრჩებით ჩვენს გერმანელ პარტნიორებს, სამაგიეროდ, იბადება რიტორიკული კითხვა, აი, იმ ანეკდოტის პათოსით, მშობლებს შესწრებული შვილი რომ ჩივის: ესენი მიშლიან მე ცხვირში თითის შეყოფასო?!

 

скачать dle 11.3