კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ორმაგი დემოკრატია

 აკვანნარწევნი და ნაკლულები

 

გასულ კვირას დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ქვეყნის პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდა, ჩამოყალიბდნენ ქვეყანაში მედიის საქმიანობის მომავალი რეგულირების შესახებ. ზოგადად კი, პარლამენტარიზმის აკვანში მედიის საქმიანობაში ჩაურევლობის ტრადიცია არსებობს (არ იარსებებდა და ვერც პარლამენტარიზმის აკვანი დაერწეოდათ).  

ახლა კი ბ-ნი კამერონი აცხადებს, რომ ამჟამად მოქმედი მედიის რეგულირების სისტემა, ანუ ჩაურევლობა მიუღებელიაო.

ეს აზრი კი პრემიერ-მინისტრს იმ სკანდალმა უკარნახა, როდესაც გაირკვა, რომ ბრიტანელი ჟურნალისტები უსმენდნენ არა მხოლოდ პოლიტიკოსებს, დიდი ბრიტანეთის ლამის ყველა ცნობილ ადამიანს (და მერე რა, რომ, რაც იქ სკანდალია, იქ, სადაც ახლა ვარწევთ დემოკრატიას, ცხოვრების წესია?!).

კამერონის ამ ინიციატივას უკმაყოფილება თვით მის თანაგუნდელებში მოჰყვა, ვინაიდან, ბრიტანელ პოლიტიკოსთა უმეტესობას მიაჩნია, რომ სახელმწიფოს არაფერი ესაქმება მედიის საქმეებში.

დღესავით ნათელია, რომ, რაკი პარლამენტარიზმის გამოზრდა მოახერხეს, ამ პრობლემასაც მოხერხებულად გადაჭრიან, თუმცა, ის კი თვალშისაცემია, რომ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ეს ინიციატივა არც ერთ დასავლურ ქვეყანას არ დაუგმია (სავარაუდო მიზეზით, რომ ეს ბრიტანეთის საშინაო საქმეა). 

მეორე მხრივ, მაგალითად, ავსტრალიაში, 20 სექტემბერს მიიღეს დადგენილება, რის მიხედვითაც, ყველა მუსლიმანმა, რომლებსაც შარიათის კანონებით სურთ ცხოვრება, უნდა დატოვოს ავსტრალია. მეტი დამაჯერებლობისთვის მოვიხმობ ციტატას ავსტრალიის თავდაცვის მინისტრის განცხადებიდან: „ადამიანებს, რომლებსაც არ უნდათ, იყვნენ ავსტრალიელები, არ უნდათ ავსტრალიური ღირებულებებით ცხოვრება და ამ ღირებულებების გაგება, შეუძლიათ, წაეთრიონ“. უფრო მეტიც, თავდაცვის მინისტრი აცხადებს: „ჩვენ მოგვბეზრდა, რომ ჩვენი ქვეყანა მუდმივად უნდა ღელავდეს იმის გამო, ხომ არ ვაბრაზებთ ჩვენს ქვეყანაში მცხოვრებ სხვა კულტურის წარმომადგენლებს. … თუ გინდათ აქ ცხოვრება, ისწავლეთ ჩვენი ენა. ავსტრალიელების უმეტესობას სწამს ღმერთის. ფაქტია, რომ ქრისტიანმა ქალებმა და კაცებმა შექმნეს ეს ქვეყანა ქრისტიანული პრინციპებით. თუ ღმერთის არსებობა შეურაცხყოფას გაყენებთ, წადით სადმე სხვაგან, იმიტომ, რომ ღმერთი ჩევნი კულტურის ნაწილია.“

ბუნებრივია, ავსტრალიური სახელმწიფო შეუწყნარებლობაში არავის დაუდანაშაულებია, ისევე, როგორც არც დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი მედიაზე ზეწოლაში. ამის გათვალისწინებით კი, როდესაც თითოეულ სიტყვას გვიკონტროლებენ (მე ვიტყოდი, სუნთქვის რიტმსაც), ჩნდება ეჭვი; ვითომ, სახეზე გვაწერია რუხი ნივთიერების ნაკლებობა?!

 

скачать dle 11.3