კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სახელგატეხილები

„ობლის ბამბაც ჩხრიალებსო“

 

მე არ ვიცი, არის თუ არა „ქართული ხალხური მარგალიტები“ დასავლური წამყვანი პრესის მესვეურ-ჟურნალისტთა სამაგიდო წიგნი (მაგალითად, „მოყვარეს პირში უძრახეო“), თუმცა, ფაქტია, რომ ერთობ კრიტიკულად შეხვდნენ ამ ჩვენი ახალი ხელისუფლების ქმედებებს. იმ მარტივი მიზეზით, რომ ჩვენებური მოსახლეობისთვის  ისედაც ცნობილია ხალხური სიბრძნეები (თუნდაც სამაგიდო წიგნი არ იყოს), მათ შორის, ისიც, რომ „სახელის გატეხას თავის გატეხა ჯობია“, ნაწილმა ამ დასავლურ მედიაკრიტიკაში ყოფილი ხელისუფლების კვალი დაინახა (რაკი ფიარის ოსტატები არიან, არ გაუჭირდებოდათო).

გაუჭირდათ თუ მიეშველნენ, ფაქტია, რომ დასავლური მედიის ნაწილმა განგაშის ზარს შემოჰკრა  – ნაშუქურალში დემოკრატია საფრთხეშიაო (საფრთხეში კი, მათი აზრით, იმ მიზეზითაა, რომ ყოფილ მაღალ-მაღალსკამიანებს აპატიმრებენ). აი, მე რომ მკითხოთ, აწ უკვე წყალგაუსვლელად აშკარაა, რომ საქართველოში არათუ დემოკრატია, საერთოდაც მისი არსებობა იყო საფრთხეში, როდესაც 2008 წელს ბუქარესტის სამიტზე მაპი რაა, ისიც არ დაგვანახვეს, რითაც რფ-ს ჩვენთვის შემოსატევად მწვანე შუქიც აუნთეს. ხოლო ამის შემდეგ ერთმანეთს (რფ და სრულიად დასავლეთი) ისე დაუტკბნენ, დღე-დღეზე რფ-ის ტერიტორიაზე „ნატოს“ სამხედრო ბაზას გახსნიან.  მაგრამ, რაკი მე არავინ მეკითხება და, ვეჭვობ, მხოლოდ იმის გამო, რომ განვითარებად ქვეყანას წარმოვადგენ, კვლავ დასავლურ გამოცემებს დავუბრუნდები. ისინი, ბუნებრივია, უარყოფენ, რომ მათ კრიტიკაში ჩვენი ყოფილი ხელისუფლების ძალისხმევა იკვეთება, ხოლო, თუ გავიხსენებთ, რომ 2003 წლიდან აქამომდე სრულიად ცივილიზებული სამყარო ისე ხმაშეწყობილად გვაქებდა (ჩვენს ადგილას ბაღის აღსაზრდელებსაც კი შეეფაკლებოდათ ღაწვები უხერხულობისგან) და, ზედაც, დავამატებთ, რომ, საბოლოოდ, მათ მიერ შერქმეული „დემოკრატიის შუქურის“ საპატიო წოდება ვერ გავამართლეთ, შესაძლოა, ეს კრიტიკა იმის ნიშანიც იყოს, რომ ნამდვილ შუქურად აღმოვბრწყინდეთ?! ოღონდ, როგორც უნდა იყოს, ყავლი კვლავ არ გასდის ჭეშმარიტებას – „ობლის ბამბაც ჩხრიალებსო“.   

 

скачать dle 11.3