კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ მოიყვანა ბევრი რამის აზრზე ირინა ბაირამაშვილი და ვისი ცოლი იქნება ის საბოლოოდ

უნიჭიერესი მომღერალი ირინა ბაირამაშვილი საზოგადოებამ „ჯეოსტარიდან“ გაიცნო, თუმცა‚ ამის შემდეგ ირინას საკმაოდ დიდი პაუზა ჰქონდა. სწორედ ამიტომ გადაწყვიტა მან პროექტ „ახალ ხმაში“ მონაწილეობის მიღება და, რაც მთავარია‚ საზოგადოების წინაშე განსხვავებული სახით წარდგა. 

 

ირინა ბაირამაშვილი: „ახალ ხმაში“ ჩემს გამოჩენას საზოგადოება სხვადასხვანაირად შეხვდა, ზოგი გაღიზიანდა კიდეც. სხვათა შორის‚ ჩემმა დამაც მითხრა, ჩემი და რომ არ იყო‚ შეიძლება, მეც გავღიზიანებულიყავი, რადგან, ასე თუ ისე, საზოგადოება გიცნობსო. იქიდან გამომდინარე, რომ დიდი და ცუდი ტაიმ-აუტი მქონდა, თავს ცუდად ვგრძნობდი, ვფიქრობდი, რომ საზოგადოებას ჩემი თავი კარგად ვერ გავაცანი. „ჯეოსტარმა“ ბევრი რამ მომცა, მაგრამ, საკუთარი თავის რეალიზება ბოლომდე ვერ მოვახერხე. ამიტომაც, არ მინდა, „ახალ ხმაში“ დამემართოს ის‚ რაც „ჯეოსტარში“ დამემართა, მაგრამ‚ ზუსტად ვიცი, რომ ეს აღარ მოხდება.

– რა დაგემართა?

– დავიღალე, რაღაცეების შემეშინდა. თან‚ ორივე პროექტი ერთმანეთისგან განსხვავდება – „ახალ ხმაში“ უფრო მეტი თავისუფლება მაქვს. უფრო თავდაჯერებული ვარ. თან‚ მაშინ ეს ჩემთვის პირველი პროექტი იყო, მაშინ ვიწყებდი ყველაფერს და ძალიან ცუდად გავჩერდი, ისე არა, როგორც საერთოდ ვჩერდები ხოლმე. ხომ შემეძლო, სიმღერა ჩამეწერა, მაგრამ, რადგან „ჯეოსტარის“ შემდეგ არაფერი ხდებოდა, ამიტომ, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში დავიწყე მუშაობა ახალგაზრდულ საქმეთა წამყვან სპეციალისტად. ძალიან ძნელია, როცა გაქებენ, უყვარხარ ხალხს, შენ კი ამ დროს ზიხარ და მუშაობ საგარეჯოში. ხედავ‚ შენი მეგობრები იქ გამოდიან, აქ გამოდიან, გული გწყდება, ფიქრობ‚ ეს რატომ დაგემართა. სიმღერას ვიყავი საშინლად მონატრებული, თუმცა‚ მყავდა ჩემი ბენდი და ზაფხულობით ვმღეროდი ხან ბათუმში, ხან – ქობულეთში. როდესაც „ახალი ხმის“ რეკლამები გადიოდა, ჩემმა დამ მითხრა, არ გინდა, მონაწილეობა მიიღოო? მე უარი ვუთხარი: ცნობილი სახე ვარ, აქ კიდევ, ახალ ხმას ეძებენ, ამიტომაც არ მინდა მონაწილეობა-მეთქი და წავედი ქობულეთში სამუშაოდ. ყოველდღე ვმღეროდი და ხმა საშინლად გაუბედურებული მქონდა... ასეთ სიტუაციაში დამირეკეს „იმედიდან“ – ქასთინგზე მოდით, თქვენი მონაცემები მოგვეწონაო. თურმე‚ ჩემს დას გაუგზავნია ჩემი მონაცემები და მოკლედ, ასე „გამიჩალიჩა“. არადა‚ საერთოდ არ ვიყავი ამისთვის მზად, ხმაც ცუდ მდგომარეობაში მქონდა. ერთი სიტყვით‚ გადაღლილი, გადამწვარ-გადაბუგული, ჩახლეწილი ხმით ჩამოვედი თბილისში. წავედი ქასთინგზე, მაგრამ, ისეთ ცუდ ხმაზე ვიყავი, ეჭვიც არ მეპარებოდა, რომ არ ამირჩევდნენ. თან‚ წესიერად არ ვიცოდი, ვინ იყო ჟიურიში, რა ხდებოდა. ორი სიმღერა ვიმღერე: ერთი ქართული სიმღერა იქვე მოვიფიქრე და მეორე – არეტა ფრანკლინის სიმღერა ვიმღერე.  დავემშვიდობე და ვუთხარი: მაპატიეთ, ხმაზე ვერ ვარ-მეთქი. გამიყვანეს‚ ინტერვიუ ჩაწერეს და მითხრეს, აუცილებლად დაგირეკავთო. ისევ წავედი ქობულეთში და ვფიქრობდი, ალბათ‚ არ დამირეკავენ, არ მოვეწონე-მეთქი. ორი კვირის შემდეგ დამირეკეს: ჰოლანდიელმა მოისმინა თქვენი ნამღერი, თქვენ ახალი ხმა ხართ და მობრძანდითო. გული თუ არ გამისკდებოდა‚ არ მეგონა. ქობულეთში ვიყავი ისევ, ხმაც ისევ საშინელ მდგომარეობაში მქონდა, ბრეკეტები მეკეთა – მოკლედ, ერთი, სასაცილო, მახინჯი გოგო ვიყავი. ჩამოვედი საგარეჯოში, ხმა დავასვენე, ფორმაში მოვედი და მივედი „ახალ ხმაში“. სხვათა შორის‚ ჩემს ცხოვრებაში რაც სპონტანურად ხდება, ყველაფერი კარგად გამოდის, რაც დავგეგმე – კარგი არაფერი მოხდა. ასე სპონტანურად მოვხვდი ამ პროექტში.

– ბრმა ქასთინგზე ჟიურის ყველა წევრი აღაფრთოვანე, საბოლოო ჯამში კი ნინო ჩხეიძე აირჩიე, რამაც დათო ფორჩხიძის გაბრაზებაც გამოიწვია და ბოდიშიც მოუხადე. 

– ეს ამბავი აქამდე არსად მომიყოლია. სანამ ეს პროექტი დაიწყებოდა, მანამდე გამოცხადდა კონკურსი „ჩემი თვალით დანახული ანაკლია“. თუ დაწერდი ტექსტსა და მუსიკას და გაიმარჯვებდი, მერე დათო ფორჩხიძე გააკეთებდა მასზე არანჟირებას. იმ დროს ანაკლიაში ვიყავი და მეგობრებმა მითხრეს, მოდი, „ვიღადაოთ“ და გავაკეთოთო. არ არის მაინცდამაინც პოპულარული პროექტი. არ ვწერ ხოლმე, მაგრამ, ბოლოს დავწერე. ეტყობა‚ კაციშვილმა არ შეიტანა კონკურსში პროექტი, მხოლოდ მე შევიტანე, რადგან, დამირეკეს და მითხრეს: შენმა სიმღერამ გაიმარჯვა, მაგრამ, როდის ჩაწერთ, ამას შეგატყობინებთო. ამის მერე გავიდა ოთხი თვე და საერთოდ დამავიწყდა ეს პროექტი. ნახე, როგორი დამთხვევები მოხდა: სანამ „ახალი ხმიდან“ დამირეკავდნენ, წინა დღეს დამირეკა დათო ფორჩხიძემ: გამარჯობა, დათო ვარ‚ ფორჩხიძე. ვაჟაზე ვარ. შეგიძლია, მოხვიდე, რომ შენი სიმღერა გავაკეთოთ, მერე აღარ მცალიაო. ქობულეთში ვიყავი, ამიტომ, ვუთხარი: არ მცალია, მოდი აღარ გვინდა ეს ამბავი-მეთქი. მაგრამ, მერე, „ახალი ხმიდან“ რომ დამირეკეს, დავურეკე დათოს: მოვდივარ თბილისში და ბარემ ჩავწერ-მეთქი. მოკლედ მივედი დათოსთან, გავიცანი და მითხრა: გიცნობ, „ჯეოსტარში“ არ „მევასებოდი“, ახლაც არ „მევასებიო“ – ტიპია‚ რა‚ ასეთი. ბატონო დათო-მეთქი, რომ ვუთხარი, ასე ნუ მომმართავო. მოკლედ‚ გავიცანი და თან ვუთხარი: ხვალ რაღაც ქასთინგზე გავდივარ და მერე ისევ ქობულეთში ვბრუნდები-მეთქი. გგულშემატკივრობ, ძალიან კარგ ხმაზე ხარ, ასეთი არ მახსოვხარო. ისიც არ ვიცოდი „ახალ ხმაში“ დათო თუ იყო. მეორე დღეს‚ ქასთინგის შემდეგ დავურეკე: არ ვიცი‚ ამიყვანეს თუ არა, მაგრამ, ცუდად ვიმღერე-მეთქი. და, იცი, რას მეუბნება? მიდი, გაარკვიე, ამ პროექტში დათო ფორჩხიძე ხომ არ არის ჟიურიშიო. სულ ავიბენი და დავიბენი, ასე მეგონა‚ ცივი წყალი გადამასხეს. ამის შემდეგ მე და დათო დავმეგობრდით. სანამ პროექტი დაიწყებოდა, მთელი ორი თვის განმავლობაში მქონდა მასთან ურთიერთობა, ფსიქოლოგიურად მომამზადა, მიპატრონა, იცოდა, რომ მას ავირჩევდი. ხან მეუბნებოდა, ძალიან ძლიერი გუნდი მეყოლება და ვფიქრობ, აგირჩიო თუ არაო. ხან მეუბნებოდა – კარგი გოგო ხარო; მოკლედ, ცოტა დამაბნია. ბრმა ქასთინგის მერე თქვა: ეტყობა, ბოლომდე ვერ მოვიპოვე ირინას ნდობაო. არ იყო ასე, არც მისი ჯგუფის შემშინებია, უბრალოდ‚ ამ პროექტში მე სხვა რაღაც მინდოდა.

– რას გულისხმობ?

– მე არ მინდოდა სწავლა, მე მინდოდა სწორი პროდიუსინგი და, თვალი რომ გადავავლე, ეს ყველაზე მეტად ნინო ჩხეიძეში დავინახე. ამიტომაც‚ ბოლო წამს მივიღე ეს გადაწყვეტილება. ბოდიშიც მოვუხადე დათოს, რადგან, ასეთი ცუდი რამ გავუკეთე. მისთვის მადლობის მეტი არაფერი მეთქმის. დღეს ჩვენ იდეალური ურთიერთობა გვაქვს და მე მას არაფერს დავუკარგავ. მაგრამ, ეს პროექტია, კონკურსია და, ის გავაკეთე, რაც ჩემთვის უკეთესი იყო. თან, დათოს ბოლომდე არ ვიცნობდი: ხან მეუბნებოდა, ვერ გიტანო, ხან მეუბნებოდა, „მევასებიო“, – მოკლედ, ავიჭერი, ვეღარ ვიგებდი ვერაფერს, ძალიან დამაბნია. არასდროს მინანია ნინოს არჩევა, ძალიან კარგი მეგობარი და ჯიგარი ადამიანია, შეგნებული და საოცრად სწორად აზროვნებს. ძალიან ბევრი რამის აზრზე მომიყვანა, რადგან, ეს ადამიანი სწორად აფასებს ბევრ რამეს, ზრუნავს ჩვენზე, შვილებივით ვყავართ და, ამიტომაც, ყველა „დედას“ ვეძახით. მთავარია, ჩვენ ვუთხრათ, რა გვინდა და ყველაფერს აკეთებს. 

– რინგიც გარკვეული გამოწვევა იყო შენთვის.

– სხვათა შორის‚ არავის უნდოდა რინგზე ჩემთან დადგომა. ამის გამო გავნაწყენდი, მაგრამ, თიკო აღმოჩნდა გაბედული გოგონა და ძალიან კარგი პარტნიორობა გამიწია. შრომისმოყვარე, ჭკვიანი და კარგი გოგონაა, ნინომ დამიყენა და, ჩემი აზრით‚ კარგი დუეტი გამოგვივიდა. ახლა წინ მელოდება „ლაივები“, ესემესები და აქ გამოიკვეთება ლიდერი. ხალხს ჩემ მიმართ ერთადერთი პრობლემა აქვს – ცნობილი სახე ვარ, მაგრამ, ამ პროექტში მხოლოდ მე არ ვარ ასეთი. თან‚ „ახალ ხმაში“ ირინა სხვა ირინაა, აბსოლუტურად განსხვავდება ჯეოსტარელი ირინასგან. მინდოდა‚ ხალხისთვის დამენახვებინა, რომ ირინა არ მღერის მხოლოდ სიმღერას „მდინარე ხიდის ქვეშ“, ხიდის ქვეშ კი არ დავრჩი, მაღლა ამოვედი უკვე. თუ ასეთი ცნობილი სახე ვიყავი, რატომ არავის ვახსენდებოდი? ერთ ცნობილ გადაცემაშიც კი არავის მივუწვევივარ, არსად არ მეძახდნენ. ეს ჩემი ბრალიც იყო, რადგან, არ ჩავწერე ახალი სიმღერები, მაგრამ, ამასაც იმიტომ არ ვაკეთებდი, რომ არსად არ მეძახდნენ. დამთხვევების ძალიან მჯერა, ნიშნებით ვცხოვრობ. „ჯეოსტარიდან“ 15 დეკემბერს გამოვვარდი, დედაჩემის დაბადების დღეს და ახლა ლაივი სწორედ 15 დეკემბერს იქნება‚ ანუ, მე ვიწყებ იქიდან, სადაც დავამთავრე. 

– ბოლოს რომ ვისაუბრეთ, მახსოვს, შეყვარებული იყავი. 

– კი, მაგრამ, ახლა აღარ ვარ შეყვარებული. ერთ რამეს დავაკვირდი: როცა რაღაც ხდება კარიერაში, მაშინ არაფერი ხდება პირადში, ან – პირიქით. ჩემი პირადი და კარიერა ერთმანეთს ებრძვის. ბოლოს ან სიმღერის ცოლი ვიქნები, ან – სიმღერის გარეშე ვინმეს ცოლი, თუმცა‚ ეს გამორიცხულია. ჯერჯერობით მშვიდად ვარ. ერთი რამ ვიცი: არასდროს აღარ ვიქნები ისეთი აჟიტირებული, როგორიც მაშინ ვიყავი. ის პირველი სიყვარული იყო და თავისი გააკეთა როგორც დადებითი‚ ასევე უარყოფითი. ვნახოთ‚ ახლა რა იქნება. გამოცდილება შევიძინე, ვიქნები შეყვარებული, მაგრამ არა აჟიტირებული. ჯერ კარგი მომენტი მაქვს, კარგად ვარ და, ვფიქრობ, ამ პროექტის მერე ისეთი ტაიმ-აუტი აღარ მექნება, როგორიც „ჯეოსტარის“ შემდეგ მქონდა. ჩემს თავს ამის უფლებას აღარ მივცემ, ამისთვის ბევრი რამ გავაკეთე.

 

скачать dle 11.3