კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

შეცვალე!

 

ეს პოლიტიკური მოწოდება არ გეგონოთ, უბრალოდ, პროდუქტების შეცვლას, ანუ კალორიული საკვების ჩანაცვლებას ვგულისხმობთ ნაკლებ კალორიული, დიეტური საკ ვებით.

დილის საუზმეზე რძიანი ყავისა და ფუნთუშის ან ძეხვიანი ბუტერბროტის ნაცვლად მიირთვით 1 ფინჯანი ნალექიანი ყავა (ნაკლები შაქრით ან ნახევარი კოვზი თაფლით) და შეატანეთ 1 ნაჭერ ცეხვილ პურზე წასმული უცხიმო ხაჭო.

სადილად მიირთვით არა შემწვარი ხორცი ან თევზი, ან, თუნდაც, მსუყე წვნიანი, არამედ, უცხიმოდ მომზადებული ბოსტნეულის სუპი და მოხარშული ქათმის ფილე (ინდაურის ფილე უფრო დიეტურია), რომელიც, შეგიძლიათ, მოხარშული უცხიმო თევზითაც ჩაანაცვლოთ. სალათები კი კვებასა და კვებას შორის მიირთვით, როცა შიმშილს იგრძნობთ, ოღონდ, მცირე რაოდენობით.

დესერტად უმჯობესია ტკბილი ვაშლის ნაცვლად, მიირთვათ ცოცხალი კიტრი ან უცხიმო იოგურტი, რადგან ვაშლი უფრო გაგიძლიერებთ შიმშილის შეგრძნებას.

სალათისა და სუპის გადანაცვლება საჭიროა მაშინ, თუ რომელიმე კონკრეტულ დღეს ორი სახის საკვები გაქვთ, ანუ, ჯერ უნდა მიირთვათ სალათა და შემდეგ – წვნიანი. ასეთ შემთხვევაში კარგა ხანს აღარ მოგშივდებათ.

ახალგამოწურული ხილის წვენები სასარგებლოცაა და აუცილებელიც, მაგრამ, ძალიანაც ნუ გაგიტაცებთ, რადგან, მაგალითად, 1 ჩაის ჭიქა (200 მილილიტრი) ახალგამოწურული ფორთოხლის წვენი 120 კილოკალორიას შეიცავს. ამიტომ, დღეში 1 ჭიქა ხილის წვენი სრულიად საკმარისია. დღის განმავლობაში სვით ჩვეულებრივი წყალი ან გაზგასული მინერალური.

გეზარებათ ყოველდღე ვარჯიში? ჩართეთ რიტმული მუსიკა და იცეკვეთ 10-15 წუთის განმავლობაში. ცეკვას ვარჯიშზე გაცილებით უკეთესი შედეგი აქვს, თანაც, კარგ ხასიათზე დადგებით.

საჭიროა თუ არა, ყოველდღე აიწონოთ? არავითარ შემთხვევაში! ამან შეიძლება, ნევროზი გამოიწვიოს. ამიტომ, უმჯობესია, ყოველ დილით გაიზომოთ წელისა და თეძოების გარშემოწერილობა. ცნობისთვის: 1 სანტიმეტრი 1 კილოგრამს უდრის.

 

скачать dle 11.3