კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

განწყობის მონიტორინგი

 

ამ მონაცემებს ექიმები განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ. გაინტერესებთ, რატომ?

იმისთვის, რომ კარგად იგრძნოთ თავი, უნდა იცოდეთ, რა ფაქტორები მოქმედებს უარყოფითად თქვენს ჯანმრთელობასა და, შესაბამისად, გუნება-განწყობაზე. გაითვალისწინეთ ეს ფაქტორები და, გვერწმუნეთ, პრობლემები მინიმუმამდე შემცირდება. მაგალითად, თუ  თქვენს ყოველდღიურ რაციონში შეამცირებთ მარილის რაოდენობას, 25 პროცენტით შემცირდება გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკი; ხოლო, თუ გაიხანგრძლივებთ ძილს 8 საათამდე, გააკონტროლებთ წონას და დაკავდებით სპორტის რომელიმე სახეობით, რამდენიმე წლით გაიხანგრძლივებთ სიცოცხლეს. ასევე: 

1. უზმოზე ან ჭამის წინ დალეული 1 ჭიქა წყალი, ერთი საათის განმავლობაში დააჩქარებს ნივთიერებათა ცვლას. გამოიყენეთ ეს კალორიების დასაწვავად.

2. ორგანიზმისთვის აუცილებელია 8 საათი ძილი, რათა სრულყოფილად დაისვენოს. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ, მუდმივი გამოუძინებლობის შემთხვევაში, ადამიანი მალე  ბერდება და მისი სიცოცხლის ხანგრძლივობა 3 წლით მცირდება.

3. დღეში მაქსიმუმ 6 გრამი მარილის მიღებაა რეკომენდებული ჯანმრთელი ადამიანისთვის. მათთვის კი, ვისაც აწუხებს მაღალი არტერიული წნევა, მხოლოდ 1,5-2,5 გრამია ნებადართული.

4. კვირაში სამჯერ მაინც, 40 წუთი ფიზიკური ვარჯიში საგრძნობლად ახანგრძლივებს სიცოცხლეს. განსაკუთრებით სასარგებლოა ველოსიპედით (ან ფეხით) სუფთა ჰაერზე სეირნობა, ცურვა, ტანვარჯიში და აერობიკა.

5. აკონტროლეთ თქვენი წელის გარშემოწერილობა. თუ ის გადასცდა 80 სანტიმეტრს, სასწრაფოდ მიიღეთ შესაბამისი ზომები. წინააღმდეგ შემთხვევაში, გაიზრდება გულის დაავადებების რისკი.

6. 30 წამი უნდა მოანდომოთ ხელების საპნით დაბანას. თუ იმყოფებით საზოგადოებრივ ტუალეტში, ონკანის დაკეტვისას და კარის გასაღებად გამოიყენეთ ქაღალდის ხელსახოცი.

7. ჯანმრთელი გულისცემა (პულსი) წუთში 75-ს არ უნდა  აღემატებოდეს. ფიზიკური დატვირთვის შემდეგ კი რამდენიმე წუთის განმავლობაში – 120-140-ს.

 

скачать dle 11.3