კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა მოხდა ამ დღეს

 

3 დეკემბერი

1610 – გალილეო გალილეიმ გამოიგონა ტელესკოპი.

1926 – მწერალი აგათა კრისტი მოულოდნელად გაუჩინარდა. იგი შემთხვევით იპოვეს 11 დღის შემდეგ და მას არაფერი არ ახსოვდა ამ დღეების შესახებ.

1984 – ამერიკის შეერთებული შტატების ვისკონსკის შტატში დაქორწინდნენ 103 წლის ჰარი სტივენსონი და 84 წლის ტელმა ლუკასი.

4 დეკემბერი

1735 – ლონდონში შენობა, მისამართით – დაუნინგ სტრიტ ¹10 – გახდა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ოფიციალური რეზიდენცია.

1958 – ბობ ტიმი და ჯონ კუკი აფრინდნენ თვითმფრინავით ლას-ვეგასის აეროდრომიდან და რეკორდული დროის განმავლობაში 1959 წლის 7 თებერვლამდე იყვნენ ჰაერში (ჰაერშივე იღებდნენ საწვავს).

1980 – დაიშალა როკ ჯგუფი „ლედ ზეპელინი“.

5 დეკემბერი

1484 – რომის პაპმა ინოკენტი მერვემ გამოსცა ცნობილი ბულა „ალქაჯთა შესახებ“, რომელმაც ევროპაში ინკვიზიციის ახალი ტალღა გამოიწვია.

1766 – ლონდონში ჩატარდა „კრისტის“ პირველი აუქციონი.

1854 – ბოსტონელმა არონ ალენმა დააპატენტა თეატრის სკამები ასაკეცი დასაჯდომით.

1933 – ამერიკის შეერთებულ შტატებში გაუქმდა „მშრალი კანონი“.

1945 – ბერმუდის სამკუთხედში უკვალოდ გაქრა ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ფლოტის ექვსი თვითმფრინავი.

6 დეკემბერი

1240 – მონღოლებმა, ბათო ყაენის მეთაურობით, აიღეს და გაძარცვეს კიევი.

1945 – დააპატენტეს მიკროტალღური ღუმელი.

7 დეკემბერი

1678 – ლუი ჰენეპინი გახდა პირველი ევროპელი, ვინც ნიაგარას ჩანჩქერი ნახა.

1732 – ლონდონში გაიხსნა სამეფო თეატრი „ქოვენტ-გარდენი“.

1907 – პირველად კრივის რინგზე გამოჩნდა რეფერი. მას ერქვა იუჯინ კორი.

1941 – მოხდა იაპონური ავიაციის თავდასხმა ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ბაზა „პერლჰარბორზე“, რაც მეორე მსოფლიო ომში ამერიკის ჩაბმის მიზეზი გახდა.

1968 – რიჩარდ დოდმა (ინგლისი) ბიბლიოთეკას დაუბრუნა წიგნი, რომელიც მისმა ბაბუის ბაბუის მამამ გამოიტანა... 1823 წელს.

8 დეკემბერი

1982 – ვინმე ნორმან მეიერმა მძევლად აიყვანა... ჯორჯ ვაშინგტონის ძეგლი (დანაღმა) და ითხოვდა ბირთვული იარაღის გაუქმებას. „დამნაშავე“ სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს.

1990 – სამხრეთ აფრიკის ქალაქ ნორვუდში დაამზადეს მსოფლიოში უდიდესი – 37,4 მეტრი დიამეტრის პიცა.

9 დეკემბერი

1842 – ინგლისში გამოუშვეს პირველი საფოსტო ღია ბარათი.

1884 – ჩიკაგოელმა ლევინ რიჩარდსონმა დააპატენტა გორგოლაჭებიანი ციგურები („როლიკები“).

 

скачать dle 11.3