კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვეტერინარის რჩევები

 

კითხვა: მაინტერესებს, გადამდებია თუ არა ენტერიტი ერთი ცხოველიდან მეორეზე, როცა ისინი ერთ სახლში ცხოვრობენ და რა არის ენტერიტის პირველი ნიშნები?

პასუხი: როცა ძაღლი აცრილია, ინფექციური დაავადებები არ აღენიშნება. ასე რომ, ამ შემთხვევაში, ენტერიტი ერთი ძაღლიდან მეორეზე გადამდები არ იქნება. რაც შეეხება ენტერიტის პირველად გამოვლინებას, ეს არის: ღებინება, ფაღარათი, უჭმელობა და წონაში სწრაფი კლება.

კითხვა: სახლში გვყავს ლაიკა. მაინტერესებს, სჭირდება თუ არა მას გაწვრთნა?

პასუხი: გაწვრთნა ყველა ძაღლს სჭირდება, მაგრამ, გააჩნია, რამდენ დროს უთმობს პატრონი ძაღლის მოვლა-შენახვას. შეიძლება, დღის განმავლობაში ძაღლი  პატრონთან ერთად 5-6 საათი იყოს, ან 24 საათში მხოლოდ ერთი საათით ნახულობდეს. ლაიკა საკმაოდ ჭკვიანი ძაღლია, ამიტომ, თუ პატრონი მას დღეში სამჯერ მაინც, გაუმეორებს ერთსა და იმავეს, შესაძლოა მინიმალური მოთხოვნები, რაც მას გააჩნია, ძაღლმა  დატუქსვის გარეშე  შეასრულოს. თუ პატრონს ამის დროც არ აქვს, მაშინ, აიყვანოს მწვრთნელი და უკვე ის უზრუნველყოფს ცხოველის გაწვრთნას.

კითხვა: როცა ჩემი ძაღლი ქუჩაში სასეირნოდ გამყავს, უცნობებს არ ერიდება და მათზე შეხტომა იცის. კბენით არ კბენს, მხოლოდ ეთამაშება, მაგრამ, ეს გამვლელებისთვის სასიამოვნო არ არის. მირჩიეთ, როგორ გადავაჩვიო ჩემი ძაღლი ამ მავნე ჩვევას?

პასუხი: რადგან ძაღლს ასეთი ჩვევა აქვს, მაქსიმალურად უნდა ეცადოთ, რომ ხალხში ყოფნისას, არ შეახტეს ვინმეს: დაიკავოთ „პავადოკით” და უბრძანოთ დაჯდომა – ამით  გაუფრთხილდებით იმ პიროვნებას, ვისკენაც ის გაიწევს. რადგან ძაღლს ასეთი ინსტინქტი აქვს გამომუშავებული, შესაძლოა, კაი ხანს არც დაავიწყდეს და, ამიტომ, ძაღლი ალიკაპისა და „პავადოკის” გარეშე არ უნდა გაიყვანოთ ქუჩაში. 

კითხვა: სახლის პირობებში დამზადებული საჭმელებიდან რისი მიცემა შეიძლება ძაღლისთვის?

პასუხი: არ შეიძლება ცხიმიანი საკვების მიცემა, ასევე ღორის ხორცის, ძვლიანის, ნახარშის, ლორის, სოსისის. ეს პროდუქტები აუცილებლად უნდა მოარიდოთ ცხოველს, რადგან, დროთა განმავლობაში პრობლემას შეუქმნის მის ჯანმრთელობას. შეიძლება ნებისმიერი ფაფა მისცეთ, მანანის გარდა, მაგალითად, ჰერკულესი, წიწიბურა და ასე შემდეგ. შეგიძლიათ, სახლში დამზადებული წვნიანიც შესთავაზოთ, მაგრამ, არა მაღაზიებში ნაყიდი სუპები. 

კითხვა: ჩემი ძაღლი სეირნობის დროს ყველაფერს პირში იდებს, რასაც კი ძირს დაინახავს. როგორ გადავაჩვიო?

პასუხი: ეს ვეტერინარების კი არა მწვრთნელების საქმეა. როცა პატრონს თავისი ძაღლის ქუჩაში ქცევა არ მოსწონს, უნდა დაუშალოს. თუ ამას სისტემატურად გააკეთებს, ცხოველს გამოუმუშავდება ინსტინქტი და ასეთ რამეს აღარ იზამს. თუ თავიდანვე არ დაუშალეთ და ეს მხოლოდ წელიწად-ნახევრის შემდეგ გააკეთეთ, მაშინ, რთულია, ძაღლი იმას გადაეჩვიოს, რასაც დიდი ხნის შეჩვეულია. ასე რომ, ჯობია, თავიდანვე დაიჭიროთ თადარიგი. 

კითხვა: ჩემს ძაღლს ძალიან უყვარს ყველი, ამიტომ, ხშირად მოვაყრი ხოლმე მის საკვებზე. მაინტერესებს, რძის ეს პროდუქტი მის ჯანმრთელობას საფრთხეს ხომ არ შეუქმნის?

პასუხი: მცირე რაოდენობით თუ მისცემთ, არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს, მაგრამ ყველი მლაშე არ უნდა იყოს. უმარილო ყველი კი კალციუმით არის მდიდარი და ძაღლისთვისაც სასარგებლოა.

 

скачать dle 11.3