კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კალეიდოსკოპი

 

ყველაზე კარგ და ყველაზე ცუდ საქმიანობათა ათეულები

გამოკითხვის შედეგად გაირკვა, რომ ადამიანებს ყველაზე მეტად სექსი და ალკოჰოლი უყვართ, ხოლო ყველაზე საძულველი მათთვის მკურნალობა და ჭურჭლის რეცხვა აღმოჩნდა. ახალი ზელანდიის კენტბერის უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფმა, კარსტენ გრიმის ხელმძვანელობით, კვლევის დროს სამი კრიტერიუმი განიხილა: პირველი არის კმაყოფილება, ესე იგი, სიამოვნების შეგრძნება; მეორე – ჩათრევა, პროცესში ჩაბმა, უწყვეტობა და მესამე – დიდისა და სასარგებლოს მიღწევის სურვილის მნიშვნელობა.

ამ სამი კრიტერიუმის მიხედვით, პირველ ადგილზე გავიდა სექსი. სიამოვნების მიღების მიხედვით, მეორე ადგილზე მოხვდა ალკოჰოლის სმა და საღამოებზე დასწრება, მაგრამ, მნიშვნელობის მიხედვით – მხოლოდ მეათეზე. სამაგიეროდ, ლექციებზე დასწრებასა და სწავლას არ მოაქვს დიდი სიამოვნება, მაგრამ, აღიქმება, როგორც მნიშვნელოვანი. გრიმის აზრით, მთავრობები, რომლებიც მოწადინებულნი არიან, გაზარდონ ადამიანების კეთილდღეობა, ძალიან დიდ სირთულეებს წააწყდებიან. 

საუკეთესო საქმიანობათა ათეული: 1. სექსი, 2. ალკოჰოლის სმა, 3. სხვების დახმარება, 4. რელიგიური ჩართვა, 5. ბავშვების მოვლა, 6. მუსიკის მოსმენა, 7. ურთიერთობა, 8. ჰობი, 9. შოპინგი, 10. თამაშები.

ყველაზე ცუდი საქმიანობები: 1. მკურნალობა, 2. ფეისბუქი, 3. საოჯახო საქმეები, 4. სწავლა, 5. გამოცდები და ტესტები, 6. ლექციები, 7. ფულის გამომუშავება, 8. საცხოვრებლის შეცვლა, 9. მუშაობა კომპიუტერთან, 10 ჭურჭლის რეცხვა.

 

მამაკაცები ირჩევენ...

მამაკაცთა უმრავლესობა პარტნიორის არჩევის დროს ყურადღებას უპირველესად, ქალის გარეგნობას აქცევს – ეს ფაქტია, რომელზეც არავინ დავობს, თუმცა, მკვლევრებს დღემდე არ შეეძლოთ, დარწმუნებით ეთქვათ, პოტენციური კავალრისთვის რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი – ქალის მკერდი თუ ფეხები, თმის ფერი თუ აღნაგობა. ცხადია, ყველა მამაკაცს თავისი თვალთახედვა აქვს, მაგრამ, მონპელიეს ევოლუციის ინსტიტუტის მკვლევრები სულ ახლახან მივიდნენ სრულიად მოულოდნელ დასკვნამდე: მამაკაცი უფრო ხშირად იმ ქალს ირჩევს, რომელიც გარეგნულად მას წააგავს. ფრანგი მეცნიერები ხაზს უსვამენ, რომ, კვლევების შედეგებით, მამაკაცებს მიმზიდველად მიაჩნიათ ის ქალები, რომლებსაც ისეთივე ფერის თმა, თვალები და ტუჩების სისქე აქვთ, როგორც თავად მათ. დიდი როლი ითამაშა ნიკაპზე ჩაღრმავების არსებობამ, მოკლედ, კაცებისთვის მნიშვნელოვანია, მათ რჩეულს მათი მსგავსი სახის ნაკვთები ჰქონდეს. ამავე დროს, აღსანიშნავია, რომ მთავარი ფაქტორი მაინც საერთო მსგავსებაა და არა კონკრეტული ნაკვთები. „ჩვენ განვიცდით მიზიდულობას ჩვენი მსგავსი ადამიანების მიმართ, – განმარტავს კვლევების ავტორი ჟან ბოვე, – შეიძლება, ჩვენ ხშირად ვირჩევთ ურთიერთობას ჩვენივე სოციალური ფენის წარმომადგენელთან, რომლისთვისაც დამახასიათებელია იუმორის გრძნობა, სპორტით გატაცება, ანდა, სულაც, სასიამოვნო ხმა, მაგრამ მასში ჩვენს სახესაც ვეძებთ. სხვათა შორის ეს პრინციპი უკუმიმართულებით არ მუშაობს, ანუ, შეიძლება, დავუშვათ, რომ ქალებსაც იზიდავთ მათი მსგავსი სახეები, მაგრამ, გარეგნობა უფრო მამაკაცებისაა მნიშვნელოვანი, ქალები კი მეტ ყურადღებას პიროვნულ თვისებებსა და სოციალურ კუთვნილებას აქცევენ“.

 

დანაშაულის გრძნობა ბოსად გახდომაში დაგეხმარებათ

ამერიკელმა მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ, ადამიანები, რომლებიც თვითგვემისკენ არიან მიდრეკილნი მათ მიერ ჩადენილი ან არჩადენილი დანაშაულის გამო, როგორც წესი, კოლექტივში აქტიურ პოზიციებს იკავებენ და საუკეთესო მმართველები ხდებიან. 

კვლევები დაიწყო მას შემდეგ, რაც სტენფორდის ბიზნესის სკოლის მეცნიერ-თანამშრომელი რებეკა შაუმბერგი დააინტერესა დანაშაულის გრძნობის ბუნებამ და ამ თვისების სარგებლიანობამ, რაც ადრე განისაზღვრებოდა როგორც უარყოფითი და სტრესის გამომწვევი. მკვლევართა ჯგუფმა განიხილა საეჭვო სიტუაციები, რომლებიდანაც ადამიანი-მონაწილე ახერხებდა დაუსჯელად გამოსვლას, თუმცა, სხვებს აყენებდა ზიანს. კვლევებს სრულიად ეთანხმება კარნეგის უნივერსიტეტის ფსიქოლოგი მელონ ტაია. მისი აზრით, „დანაშაულის გრძნობის მქონე ადამიანები ნაკლებად სჩადიან არაეთიკურ ქმედებებს, ვიდრე ისინი, რომლებიც თავიანთ ქცევებს მარტივად უყურებენ. თუმცა, აღსანიშნავია, რომ უნდა გავარჩიოთ დანაშაულის გრძნობის მქონე ადამიანები მორცხვი ადამიანებისგან. სირცხვილი სიტუაციას ამძიმებს, რადგან, მორცხვი ადამიანი შეეცდება, მხოლოდ დაფაროს ქცევის ცუდი მხარეები და არა გამოასწოროს ისინი“.

 

скачать dle 11.3