კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

შეკითხვა ასტროლოგს

 

 

კითხვა: ჩემი შვილი დაიბადა 1998 წლის 8 მაისს, 4-დან 5 საათამდე. მაინტერესებს, რა არის მისი კარმული მისია, რომელი პროფესიაა მისთვის წარმატებების მომტანი და რომელი ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანთან ექნება კარგი მომავალი?

პასუხი: მისი კარმული მისიაა, მეტად წარმოაჩინოს თავის ხასიათში დადებითი თვისებები: იყოს ორგანიზებული, მიზანსწრაფული, შეუპოვარი, ნებისყოფიანი, შრომისუნარიანი, ფულის ყაირათიანი მხარჯველი. რაც მეტად მოწესრიგებული იქნება, მით მეტად მიაღწევს წარმატებებს. უნდა იყოს „უხალტურო“ მუშაკი, ანუ,  ყველა საქმე კარგად, მიფუჩეჩების გარეშე უნდა გააკეთოს, ყურადღება მიაქციოს ყველა დეტალს; უნდა იყოს მარტოხელა მებრძოლი, დამოუკიდებელი. გამოავლინოს პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, აიღოს საკუთარ თავზე ინიციატივა, გამოავლინოს ლიდერულ-ორგანიზატორული თვისებები. 

სასიყვარულო-პარტნიორული ურთიერთობისთვის მისთვის კარგია ქალწულის, კუროს, თხის რქის, კირჩხიბის ან თევზების ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანი. მოერიდოს ლომსა და მერწყულს. პროფესიებიდან კი მისთვის წარმატების მომტანია: საბანკო, ეკონომიკური, სავაჭრო, საფინანსო საქმის ფართო სპექტრი, პედაგოგიკა, სამხედრო სტრუქტურა, უშიშროების სფერო, სადაზღვევო და საგამომძიებლო საქმე, მშენებლობა, მედიცინის ფართო სპექტრი, ჟურნალისტიკა, რადიო, ტელევიზია, პრესა, სარეკლამო და საგამომცემლო ინდუსტრია, სოციოლოგია, ტელემექანიკა, ლინგვისტიკა.

კითხვა: დავიბადე 1984 წლის 31 ოქტომბერს, ღამის 2 საათზე. რა არის ჩემი კარმული მისია და რომელი პროფესია იქნება ჩემთვის წარმატებული? ასევე, მაინტერესებს, რომელ ქვეყანაში ცხოვრებაა ჩემთვის მიზანშეწონილი?

პასუხი: თქვენი კარმული მისიაა, იყოთ აქტიური, ენერგიული. შეგეძლოთ საკუთარ თავზე ინიციატივის აღება, ლიდერული თვისებების წარმოჩენა, უშიშარი, მებრძოლი სულისკვეთების გამოვლენა. ამავდროულად, დაეყრდენით ინტუიციას და დაიცავით საკუთარი საიდუმლო. იყავით ოპტიმისტი, დაეყრდენით კეთილშობილებას, ცოდნის ბაზას, გამოცდილებას, კომუნიკაბელურობას – ეს თქვენთვის წარმატების მომტანიცაა და კარმულ-კოსმიური მისიაც. უცხოეთში თქვენ ბევრი პრობლემა და ბარიერი გელით, თუმცა, თუ ორგანიზებულობასა და დისციპლინას გამოავლენთ, იქნებით შეუპოვარი და მომთმენი, შესაძლოა, ეს ბარიერები გადალახოთ. ქვეყნებიდან კარგია: ინგლისი, დანია, სირია, ამერიკის შეერთებული შტატებიდან – ალასკა; ავსტრალია, შვედეთი, ვენესუელა, ყაზახეთი, ვიეტნამის აღმოსავლეთი მხარე, ლაოსი, სინგაპური, მალაიზია, ჩინეთის აღმოსავლეთი ნაწილი, რუსეთიდან – მოსკოვი. 

პროფესიებიდან წარმატებების მომტანია: სპორტი, მანქანათმშენებლობა, მანქანების დიზაინი ან ბიზნესი, საინჟინრო სფერო, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა, ტექნიკა-მექანიკის ფართო სპექტრი, საკონსტრუქტორო-საგამომგონებლო სფერო, საავიაციო ბიზნესი, სამაშველო საქმე, ხელოვნების ფართო სპექტრი, სამხედრო სტრუქტურები; მედიცინის სფერო ცოტა რთულია, თუმცა, თუ შემართებას გამოიჩენთ, შესაძლოა, წარმატებებს მიაღწიოთ.

კითხვა: დავიბადე 1983 წლის 11 ივლისს, საღამოს 10 საათზე. დავამთავრე საავიაციო ფაკულტეტი. მინდა უცხოეთში წასვლა. თუ მირჩევთ იქ კარიერის გაგრძელებას?

პასუხი: ავიაციის სფერო თქვენთვის დამაბრკოლებელია. ამიტომ, თუ ორმაგი ძალისხმევა, შეუპოვრობა და მიზანსწრაფვა არ გამოავლინეთ, ისე წარმატებას ვერ მიაღწევთ. საერთოდ, პროფესიული თვალსაზრისით, თქვენთვის უკეთესია შემდეგი დარგები: ისტორია, არქეოლოგია, ეთნოგრაფია, საბანკო, ეკონომიკური, სავაჭრო, საფინანსო საქმე. რაც შეეხება უცხოეთს, თქვენი კოსმიური მისია უკავშირდება სამშობლოს. ამიტომ, თქვენთვის მთავარია ოჯახის შექმნა, სტაბილურობა ნათესავებთან ურთიერთობაში და პატრიოტიზმი. დროებით კი, მაგალითად, ცოდნისა და კაპიტალის დასაგროვებლად, კარგია შემდეგი ქვეყნები: ამერიკის შეერთებული შტატების დასავლეთი ნაწილი, შოტლანდია, ჰოლანდია, თურქეთი, ახალი ზელანდია, ჩინეთი, ინდოეთი, ნორვეგია, დანიის ჩრდილოეთი ნაწილი, მექსიკა, კუბა.

 

 

скачать dle 11.3