ბრძნული აზრები
როკფელერი: მდიდრად ყოფნის უპირატესობა ისაა, რომ შენს ნაკლოვანებებს „უცნაურობად“ მოიხსენიებენ.
რუზველტი: ადამიანმა, რომელსაც სკოლაში არ უვლია, შეიძლება, სატვირთო მანქანა გაძარცვოს, თუმცა მას რომ უნივერსიტეტის განათლება ჰქონოდა, მთელ რკინიგზის მითვისებას შეძლებდა.
კეიჯი: არ მესმის, რატომ ეშინია ხალხს სწავლის და ახალი იდეების მოსმენის. მე, მაგალითად, ძველი იდეების უფრო მეშინია.
თერუ: ტურისტებმა არ იციან, სად იყვნენ, მოგზაურებმა კი არ იციან, სად მიდიან.
შუმახერი: დამსაქმებლის იდეალია – ჰქონდეს წარმოება ქვეშევრდომის გარეშე, ხოლო ქვეშევრდომთა იდეალია – ჰქონდეთ შემოსავალი მუშაობის გარეშე.
ფრანკლინი: ის, ვისაც შვებულების აღება შეუძლია, უფრო ბედნიერია, ვიდრე ის, ვისაც ქალაქების აღება შეუძლია.
განდი: საუკეთესო გზა საკუთარი თავის პოვნის გზაზე – დაკარგვაა სხვის სამსახურში.
რენარი: სამწუხაროდ, ადამიანის გარეშე ბუნება უფრო მშვენიერია.
მენკენი: ყველა პრობლემას აქვს გამოსავალი. ერთადერთი სირთულე ამ პრობლემის აღმოჩენაა.
ბუასტი: თუ სადმე, რამეს, ვინმეს უკრძალავენ, ესე იგი, იგივეს სადმე, რამეს, ვინმეს ნებას რთავენ.
ტვენი: სამოთხეში უფრო მეტი აკრძალვებია, ვიდრე ჯოჯოხეთში.
დიუარი: მონანიება შველის სულს, მაგრამ ღუპავს რეპუტაციას.
ჰიუგო: რევოლუცია – იდეების ხიშტებით ფრიალია.
ჯონსონი: ადრე ადამიანებს გადასარჩენად ესაჭიროებოდათ პროდუქტი. ახლა პროდუქტებს გადასარჩენად სჭირდებათ ადამიანები.
ლიხტენბერგი: რეფორმები იწყება იქ, სადაც თავდება ფული.
მონტესკიე: ადამიანი, რომელსაც არაფრის გაკეთება არ შეუძლია, ყველაფერზე წამსვლელია.
იუვენალი: უდიდესი სირცხვილია ცხოვრების სანაცვლოდ დაიხარჯოს ცხოვრების მიზანი.
ილფი: იყიდეთ ძაღლი. ეს არის სიყვარულის ფულით ყიდვის ერთადერთი საშუალება.
სენეკა: სიბერის პირველი ნიშანი სიცოცხლის განსაკუთრებული სიყვარულია.
შამფორი: დესპოტიზმის ნიშნებია, როდესაც მაღალი მდაბალია, ხოლო მდაბალი – დამცირებული.
კლუჩევსკი: როდესაც ძალა იაფდება, ჭკუა ძვირდება.
ანდერსონი: ყველა სულელმა იცის, რომ ვარსკვლავებს ვერ მისწვდებიან, ხოლო ჭკვიანები აინუნშიაც არ აგდებენ მათ და ცდილობენ ვარსკვლავებს მისწვდნენ.
ჩაპეკი: ბრიყვი ჩხუბობს მანამ, სანამ ჭკვიანი უთმობს.
კუმორი: მიზანი კი არ არის მთავარი, მთავარი მოქმედებაა.
ნიცშე: დადგება დრო, როცა ადამიანის ნაფეხურებს დაუწყებს კოცნას, მაგრამ ეს საკუთარი ნაფეხურები იქნება.
უაილდი: ნამუსიან ბრძოლაში უნამუსოები იმარჯვებენ.
ჰაბარდი: ექსპერტი არის ადამიანი, რომელიც აღარ ფიქრობს, მან იცის.
ბერნარი: ჭკვიანი ქალის მპოვნელი ჭკვიანი კაცი არ იტრაბახებს.
კონრადი: ქალი რომ არ ყოფილიყო, ფულის არსებობას აზრი არ ექნებოდა.