მხოლოდ ფაქტები
* მეოცე საუკუნის 90-იან წლებში რიო-დე- ჟანეიროს პლაჟ კოპაკაბანაზე ეგზოტიკური გარემოს შესაქმნელად ბრაზილიის მიყრუებული რაიონებიდან ინდიელები ჩამოიყვანეს. აუცილებელი მოთხოვნა იყო, მათ პლაჟზე ეროვნული სამოსით ევლოთ და ისინიც დადიოდნენ... მთლიანად შიშვლები.
* რუსეთში არის მდინარე სურის შესართავი, ის 400 კილომეტრს გადის, თუმცა, სათავიდან შესართავამდე სულ 30 კილომეტრია. საქმე ისაა, რომ მდინარე გზად იკლაკნება, მიუხვევს, მოუხვევს – მოკლედ, ზიგზაგებით მიედინება. ალბათ, ადგილობრივებმა მისი ეს მახასიათებელი რუსულ მენტალიტეტს დაუკავშირეს – მდინარეს ჰქვია... მთვრალი.
* პოლონეზიელი აბორიგენები ქოქოსის ნაჭუჭში აგროვებდნენ ზღვის წყალს და... სადილის მომზადების დროს მარილის ნაცვლად გამოიყენებდნენ.
* „კალიფორნია“ – „ნაყოფის მომცემს“ ნიშნავს. სხვათა შორის, კალიფორნიუმი ქიმიური ელემენტიც არის.
* დნესტრზე 1795 წელს დაარსებულ ქალაქს სწორედ ამ მდინარის სახელი ეწოდა, ოღონდ, იმდროინდელი – ტირასპოლი.
* „ტანტალი“ უწოდეს შვედი ქიმიკოსის მიერ აღმოჩენილ ლითონს – მისი ჟანგი მჟავაშიც არ იხსნება.
* ძველ რუსეთში გრივნა ფულის ყველაზე დიდი ერთეული იყო. სწორედ მისი ერთი მეათედი იყო – რუბლი.
* ჰეპარდი კატისებრთა ოჯახის ერთადერთი გარეული წარმომადგენელია, რომელიც შინაური კატასავით კრუტუნებს და მსხვერპლზე ჩასაფრებით არ ნადირობს.
* „პრეზიდენტი“ ლათინურად „წინ მჯდომს“ ნიშნავს.
* კოლუმბმა ამერიკიდან მხოლოდ ორი ტომარა სიმინდი ჩამოიტანა, უკვე 1500 წელს კი მთელ ესპანეთში ამ კულტურის დიდი მოსავალი მოიყვანეს.
* ტეხასელმა ვალენტინ გიმალდიმ, გველს, რომელმაც ფეხზე უკბინა, თავი მოაკვნიტა, კანი გააძრო და... ლახტის ნაცვლად შემოიჭირა, შხამი ორგანიზმში რომ არ წასულიყო.
* ერთ-ერთი მრავალოსკაროსანი არის უოლტერ ელიას დისნეი: მას სიცოცხლეში მიღებული აქვს „ოსკარის“ 20 სტატუეტი და 12 ჯილდო – სიკვდილის შემდეგ.
* ფილმ „კალიგულას“ სცენარის ავტორმა მოითხოვა, ტიტრებიდან ამოეღოთ მისი სახელი მას შემდეგ, როცა ფილმის პროდიუსერობა თავის თავზე ჟურნალმა „პენტჰაუზმა“ აიღო.
* პოლ სეზანი, ჯეკ ლონდონი, ვილი ბრანდტი და რიჰარდ ვაგნერი ქორწინების გარეშე გაჩენილები არიან.