კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

– მარო‚ რატომ იტირე? – როგორ გაიგე‚ რო? – ულვაშები გაქვს ნამიანი...

 

***

რაც უფრო ულიმიტოა ინტერნეტი‚ მით მეტად ლიმიტიანი ხდება ძილი.

***

ქალები დედამიწის ზურგზე ყველაზე კეთილი‚ საყვარელი‚ ალერსიანი არსებები არიან‚ განსაკუთრებით მაშინ‚ როცა რამე უნდათ.

***

– ზუკა ცოლს მიუტოვებია...

– მერე როგორ არის?

– ახლა ცოტა დაწყნარდა... თავიდან კინაღამ გააფრინა სიხარულისგან...

***

– გავეცანი თქვენს ანალიზებს‚ ჩატარებულ გამოკვლევებს‚ დოკუმენტურ მონაცემებს და ცუდი ამბავი უნდა გაუწყოთ...

– ექიმო‚ კიბო მაქვს?!

– არა‚ ბატონო‚ უარესი‚ უარესი – თქვენი დაზღვევა ჩვენთან არ მოქმედებს...

***

– მე მას მხოლოდ ერთი ჭიქა ყავა შევთავაზე და მის თვალებში მაშინვე გამოიხატა: ქორწინება‚ ბავშვი‚ მანქანა‚ ბანკის ვალი...

***

– ვინ თქვა‚ რომ რუსეთში არანაირ კანონს არ იცავენ? აბა, სცადე და მაგიდაზე ცარიელი ბოთლი დადგი...

***

– ძვირფასო‚ ხომ ხედავ‚ მე შენს ფერხთა ვარ...

– ადექი‚ შე ლოთო!..

***

– კაცო‚ აგერ უკვე მესამე ცოლი გაუშვი‚ ყველა ასეთი შეუგუებელი ქალი შეგხვდა?

– ისინი არა‚ დედაჩემი...

***

ინგლისელი‚ ფრანგი და რუსი მოგზაურობისას‚ პაპუასებმა შეიპყრეს და... ბელადი ეუბნება:

– აი, ამ ბოთლიდან წყალი სამ ჭიქაში ისე უნდა გაანაწილოთ‚ რომ ყველგან თანაბარი იყოს. ვინც ვერ მოახერხებს‚ ყურებს დავაჭრით...

ინგლისელმა ნახევარი საათი მოანდომა‚ მაგრამ, პირველ ჭიქაში მაინც უფრო მეტი მოუვიდა‚ ვიდრე მეორესა და მესამეში. დააჭრეს ყურები.

ფრანგმა პირველ-ორ ჭიქაში კი გაანაწილა თანაბრად‚ მაგრამ მესამესთვის ცოტა დარჩა. მასაც დააჭრეს ყურები.

რუსმა წუთიც არ მოანდომა‚ ისე გაანაწილა სამივეში თანაბრად.

– როგორ მოახერხე? – გაოცდა ბელადი.

– ეჰ‚ ცხოვრებამ მასწავლა... ამისთვის თქვენთან ყურებს აჭრიან‚ ჩვენთან კი, შეიძლება, თავი მთლიანად მოგაძრონ...

***

– ვა‚ კაცო‚ როგორა მრცხვენია ზაურასი... უკვე მესამედ მეპატიჟება ცოლის ქელეხზე‚ მე კიდენა, ერთხელაც ვერ დავპატიჟე...

***

თეირანის კონფერენცია მიმდინარეობს.

ჩერჩილს უნდა, სტალინი გააბრაზოს და თქვა:

– წუხელ მესიზმრა‚ ვითომ მთელი დედამიწის მმართველი მე ვიყავი.

– მე კი‚ წუხანდელ სიზმარში‚ მთელი სამყაროს მმართველი ვიყავი‚ – არ ჩამორჩა რუზველტი.

სტალინმა დინჯად გააბოლა ჩიბუხი და თქვა:

– მესიზმრა‚ რომ მაგ თანამდებობაზე არც ერთი არ დამიმტკიცებიხართ.

***

ერთხელაც‚ მეთევზეებს ცოლები აეკიდნენ‚ დასხდნენ მდინარესთან‚ ხელში ანკესები დაიჭირეს და სასწაული – ერთ-ერთის ანკესს ოქროს თევზი არ მოჰყვა?! შეხედა თევზმა თავის ამომყვანს და წამოიყვირა:

– ქალი ხარ? ნატვრებს აღარ ვასრულებ‚ ახლავე მომკალი!

***

– ბაბუაჩემი მაგარი მონადირე იყო‚ ტყეში დათვზე სანადიროდ შიშველი ხელებით მიდიოდა... თვითონ დაწერა ყველაფერი... დაწერა რა‚ ვიღაცას უკარნახა...

***

ებრაელს ესიზმრა‚ თითქოს მაღალ მთაზე ავიდა და იქ ღმერთი დახვდა.

– გამჩენო‚ რას ნიშნავს შენთვის ასი ათასი წელი?

– ერთ წუთს‚ – უპასუხა ღმერთმა.

– ასი ათასკილოიანი ოქროს ზოდი?

– სპილენძის გროშს.

– მაშინ‚ გამოიმეტე ჩემთვის‚ საწყალი ებრაელისთვის, ეგ ერთი გროში....

– მომიცადე ერთი წუთი...

***

ღარიბი ებრაელი‚ რომელიც ძველისძველ თბილისურ ეზოში, მიწისძვრისგან კედლებდაბზარულ ერთოთახიანში ოჯახთან და ბრმა დედასთან ერთად ცხოვრობს ყოველდღე ლოცვით ევედრება ღმერთს‚ გაუუმჯობესოს მდგომარეობა. მოჰბეზრდა ღმერთს და უთხრა: კარგი‚ დაგეხმარები‚ მაგრამ, მხოლოდ ერთ სურვილს შეგისრულებო.

– მადლობა‚ მამაზეციერო! ჩემი ერთადერთი სურვილია: დედაჩემმა დაინახოს‚ როგორ ჰკიდებს ჩემი ცოლი ოცმილიონიან ყელსაბამს ჩემს ქალიშვილს‚ რომელიც ბევერლი ჰილზში‚ ჩემი ფეშენებელური სახლის წინ მარმარილოთი მოპირკეთებული აუზთან მდგარ ბოლო მოდელის „მერსედესში“ ზის.

– გამოდის‚ მეც ბევრი რამ უნდა ვისწავლო ებრაელებისგან... – ჩაილაპარაკა ღმერთმა.

***

ტელეფონის ზარი:

– ბიჭიკია თუა სახლში‚ ტელეფონთან მოვიდეს!

– ეგეთი ჩვენთან არავინ ცხოვრობს.

ხუთი წუთის შემდეგ ისევ ზარია:

– ბიჭიკიას სთხოვეთ!

– აქ ასეთი არ ცხოვრობს.

მესამე ზარი:

– თუ შეიძლება‚ ბატონ ბიჭიკოს სთხოვთ!

– ბიჭიკია! მოდი ტელეფონთან!

***

ჩინელ მაგნატს ჰკითხეს:

– როგორ ახერხებთ თითქმის ყველა ევროპული და ამერიკული ქვეყნების ნაწარმების კოპირებას და გამოშვებას ასეთ ფართო ბაზარზე?

– უბრალოდ‚ კარგი სპეციალისტები გვყავს‚ რომლებსაც ვგზავნით ამ ქვეყნებში‚ სადაც იპარავენ ნახაზებს‚ უღებენ ვიდეოებს წარმოების მთელ პროცესს‚ უმცირეს დეტალებსაც კი და ვნერგავთ ჩვენს ქარხნებში...

– რუსეთის რა პროდუქტს აკოპირებთ? 

– ო‚ რუსეთში ვერ ვახერხებთ – ჩვენი რეზიდენტები ორი ჭიქა არყის შემდეგ ითიშებიან...

 

скачать dle 11.3