კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ქართული წესი, დისციპლინის დამრღვევი ამერიკელი პოლიციელები და „ხანძარი“ იაპონურად

 

საპატიო სიგელები

თუ ფიქრობთ, რომ მოწინააღმდეგეების დამარცხებისთვის მოგვანიჭეს ტიტულები, უნდა გაგაწბილოთ – ჭიდაობის გარეშეც გვაფასებენ, ბატონებო!

1974 წელია. მსოფლიო თასის მოსანადირებლად ვართ ნიუ-იორკში. ასპარეზობა წარმატებით ჩავაგრიალეთ და უნდა გამოვფრინდეთ საქართველოში. უამინდობის გამო რეისი სამი დღით გადაიდო. ვყურყუტებთ ნიუ-იორკის აეროპორტში. ღვთის წყალობით, აქედან წაღებული არაყ-კონიაკი ბლომად გვაქვს და შევექცევით ნება-ნება. ქართული წესია და, ერთმა ჩვენგანმა იქაურებისთვის თვალით უნახავი და ძნელად აღსაქმელი რამ ჩაიდინა: რა და, დასალევად აეროპორტის ამერიკელი პოლიციელები არ მოიწვია?! ისინიც, ცოტათი კი გაიპრანჭნენ, მაგრამ, მთლად არ გაგვწირეს და... ქართულ კონიაკს, მოგეხსენებათ, გამეორების „ჩვევა“ აქვს – თითო ჭიქას ორი მოჰყვა, ორი და ორი კი ამერიკაშიც ოთხია და, გაუოთხდათ მორიგეობა საწყლებს. ნახევარ საათში აქეთ „იქაჩებოდნენ“ – „ვანს მოო“ (კიდევ ერთიო). საბჭოთა კავშირში ჰყავდათ მილიციელების უფროსი და, რა გასაკვირია, ამერიკელ პოლიციელებსაც ჰყოლოდათ? მაგრად გააძრეს ტყავი დისციპლინის დარღვევისთვის. ჩვენც... დაგვიმოწმეს და, უხერხულობა რომ გაეფანტათ, ისევ ოკეანისიქითა ეშმაკობა იხმარეს – ყველა საბჭოთა მოჭიდავეს (ძირითადად ჩვენ გავაბრიყვეთ) „პოლიციელის საპატიო სიგელები“ დაგვირიგეს სიცილ-ხარხარში. „თენქ იუ“ – ამერიკელო პოლიციელებო!

 მოხალისე ქართველი მეხანძრეები და გაოცებული იაპონელები

 ... 1968 წელს იაპონიაში გახლდით, რა თქმა უნდა – საასპარეზოდ. ტოკიოდან 200 კილომეტრით დაშორებულ ქალაქში მივემგზავრებით ავტობუსით. ტრიალი მინდორია და უცბად გამოჩნდა ერთი პაწაწინა შენობა, რომელსაც უზარმაზარი, ტყვიისფერი ბოლი ასდის.

– ხანძარი! – თქვა ვიღაცამ.

კვამლი რომ უცეცხლოდ არაა, ჩვენთან იციან და იაპონიაში ხომ – მით უმეტეს. ახლა, ჩვენ რა გული გაგვიძლებდა? მივაყენეთ ავტობუსი და გადმოვედით ამდენი მოჭიდავე. დავატრიალეთ მუსკულები და ვცდილობთ ცეცხლის ჩაქრობას, ერთმანეთს ვასწრებთ ბელტების სროლაში. ზოგი სულსაც უბერავდა – იქნებ ჩაქრესო, მაგრამ უარესად გაძლიერდა ცეცხლი. ცოტა ხანში ერთი ჩია იაპონელი მოგვიახლოვდა – რას შვრებით, რას შვრებითო? მაგისთვის გვეცალა?! ისევ ვუტევთ ცეცხლს. ამ იაპონელს სხვებიც წამოეშველნენ და ხელების გაკავება არ დაგვიწყეს? მთლად გადავირიეთ... თურმე, სპეციალურად წაუკიდებიათ ცეცხლი იმ შენობისთვის, რომ მის ადგილზე ახალი აეშენებინათ – ყველაფერი რომ გაირკვა, ადგნენ და ყველა საბჭოთა მოჭიდავე „იაპონიის საპატიო მეხანძრის“ სიგელებით დაგვაჯილდოვეს...

 

скачать dle 11.3