კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„მაქს ფაქტორი“ – სილამაზის საიდუმლო

იყვნენ ადამიანები, რომლებმაც მთელი სიცოცხლე გლამურს მიუძღვნეს... ასე იბადებოდა ბრენდები... რუსი ემიგრანტი მაქს ფაქტორი ამერიკაში 1904 წელს ჩავიდა. ძალიან მალე ლოს-ანჯელესის მთელი კინოინდუსტრია ამ, ერთი შეხედვით, მოკრძალებულ ადამიანზე დამოკიდებული აღმოჩნდა. მაქს ფაქტორი კინოვარსკვლავების გარეგნულ იერზე, მათ სილამაზეზე იყო პასუხისმგებელი. მას ეკუთვნის სიტყვები: „ყველა ქალს შეუძლია იყოს გლამურული, თუკი მას შესაფერის კოსმეტიკურ საშუალებებს მისცემ“. მაქს ფაქტორმა კარდინალურად ახალი ტექნოლოგიები შეიმუშავა და კოსმეტიკურ ბაზარზე სენსაციური პროდუქტი შემოიტანა. ამან კი მას არა მხოლოდ „ოსკარი“ მოუტანა, არამედ მაკიაჟის ხელოვნება უმაღლესი პროფესიების რანგში აიყვანა. მან სილამაზის საიდუმლოს მთელი ამერიკის ქალებისთვის გაზიარება გადაწყვიტა. 

მაქს ფაქტორს ეკუთვნის თავად სიტყვა „მეიკაპი“. ის შესანიშნავად ერკვეოდა უახლეს ტექნოლოგიებში. მაქს ფაქტორს ეკუთვნის თეორია „ფერთა ჰარმონია“ და „სილამაზის კალიბრატორი“ – ხელსაწყო, რომელიც ადგენს, თუ სახის რომელი დეტალის გამოკვეთაა საჭირო კოსმეტიკის საშუალებით. ჰოლივუდის ბევრი ვარსკვლავის თვალისმომჭრელი იმიჯი, სწორედ ამის საშუალებით შეიქმნა. მაქს ფაქტორმა აღმოაჩინა მარლენ დიტრიხის სილამაზე. ავა გარდნერმა კი პოპულარულობა თავისი ვნებიანი, სისხლისფერი ტუჩებით მოიპოვა.

მაქს ფაქტორი 1938 წელს გარდაიცვალა. მისი ბრენდი კი დღესაც ცოცხალია და ტრიუმფიც გრძელდება, „მაქს ფაქტორის“ ტრიუმფი, რომელიც ხარისხის სინონიმად იქცა. დღეს ბრენდ „მაქს ფაქტორის“ მსოფლიო კრეატიული დირექტორი პეტ მაკგრაფია, რომელიც უშუალოდ ქმნის ახალ-ახალ პროდუქტებს.

скачать dle 11.3