კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რომელ დღეებში უნდა მივაქციოთ განსაკუთრებული ყურადღება ღამით ნანახ სიზმარს და როგორ დავმუხტოთ ორგანიზმი მთვარის დადებითი ენერგეტიკით

 თუ გაითვალისწინებთ ასტროლოგიურ რჩევებსა და რეკომენდაციებს, ადვილად შეძლებთ უარყოფითი ენერგიების განმუხტვას და სუფთა აურით, უსაფრთხოდ ცხოვრებას. ადამიანის გარემომცველ საგანთა შორის სარკე ყველაზე იდუმალი, ამოუცნობი და შეუსწავლელია. მის შესახებ ბევრი ითქვა და ბევრიც დაიწერა, მაგრამ, ჯერ კიდევ ბევრია ამოუხსნელი. თუმცა, ასტროლოგიაში არსებობს ცნობები, რომლებიც მის შესახებ უტყუარ ინფორმაციას იძლევა. კერძოდ, ის ჯადოს, საგვარეულო წყევლისა და ავი თვალის წინააღმდეგაც კი მოქმედებს და ოჯახს ნეგატიური ენერგიებისგან იცავს.

 სარკეს როგორც უბედურების, ისე სიკეთის მოტანაც შეუძლია. დღეს არც ის არის საიდუმლო, რომ სარკე სხვა სამყაროში გადასასვლელი ერთგვარი კარია და თავად ადამიანებზეა დამოკიდებული, რომ ეს იდუმალი კარი სწორად და ფრთხილად გააღონ. სარკე, ასევე, პარალელური სამყაროების კარიბჭედ მიიჩნევა. ასე რომ, გირჩევთ, ყურადღებით და სწორად მიუდგეთ სახლში, კედელზე დაკიდებულ დიდ სარკეებსა თუ ჩანთაში მოთავსებულ დეკორატიულ, პატარა სარკეებს, რომლებიც ქალბატონების საყვარელი ნივთია.  ის ინფორმაციას ინახავს და რაც უფრო დიდხანს გაქვთ ის სახლში, მით მეტ ინფორმაციას „იწოვს“ ის თქვენგან, უფრო კარგად „გეცნობათ“ და, შესაბამისად, იცის, როგორ დაგიცვათ, ან, პირიქით, მიგანიშნოთ მომავალ საფრთხეზე. სხვათა შორის, დიდი შანსია, ცუდი ამბები აიცილოთ თავიდან, თუ სარკეს ენერგეტიკულად ხშირად გაწმენდთ.

 ნეგატიური ზემოქმედებისგან სარკეს ყველაზე კარგად ახალი მთვარის ენერგიით დამუხტული წყალი წმენდს; კერძოდ, ახალი მთვარის დროს, ღამის 12 საათზე, აიღეთ რაიმე ჭურჭლით წყალი, ჩააგდეთ მასში ვერცხლისფერი მონეტა, მაგალითად, ოცთეთრიანი და დადგით ფანჯრის რაფაზე. ღამით, მთვარის შუქზე, წყალი დაიმუხტება მთვარის ენერგიით. დილით ამ წყლით დაასველეთ უხმარი თეთრი ქსოვილის ნაჭერი და გაწმინდეთ ყველა სარკე, რომელიც სახლში გაქვთ ან ჩანთით ატარებთ. მონეტა კი ამ ქსოვილში გაახვიეთ და ბალიშის ქვეშ დაიდეთ, რათა ღამით ტკბილი ძილი გქონდეთ და კოშმარულმა სიზმრებმა არ შეგაწუხოთ. ისიც გაითვალისწინეთ, რომ, მეორედ გაწმენდის დროს ის ნაჭერი აღარ გამოგადგებათ, მონეტა კი იგივე უნდა იყოს. ყოველ ახალ მთვარეზე ასეთი წესით გაწმენდილი სარკე ენერგეტიკულად სუფთავდება და ის თქვენთვის დადებითი ემოციებისა და წარმატებების მომტანი გახდება. 

ასევე, გარკვეულ დღეებში ნანახი სიზმრები ადამიანებს, მართლაც აუხდებათ ხოლმე რეალურ ცხოვრებაში. ამ დღეების ცოდნა დაგეხმარებათ, გაარკვიოთ, ღირს თუ არა ნერვიულობა ღამით ნანახ სიზმარზე და არის თუ არა ის რეალურად თქვენი მომავალი ბედის წინასწარმეტყველი. მაგალითად, აუცილებლად ახდება ის სიზმარი, რომელსაც თვის 1, 3, 5, 9, 18, 19, 20, 21, 23, 29 და 30 რიცხვებში ნახავთ. ყოველ შემთხვევაში, ამ დღეებში ნანახი სიზმრების ახდენის დიდი ალბათობაა. ასევე, ამათგან ყველაზე საშიშია 23 და 29 რიცხვში ნანახი კოშმარული სიზმარი, რადგან, ის ცუდზე მიგანიშნებთ. მაგრამ,  არ შეგეშინდეთ, ეს ღამის გაფრთხილებაა, თქვენ კი უნდა ეცადოთ, დღე მეტი დაკვირვებით, კონფლიქტებისა და ექსტრემის გარეშე განვლოთ და შესაძლო სახიფათო რისკების ალბათობა შეამციროთ. საერთოდ, წინასწარმეტყველურ სიზმარს ადამიანი გამთენიისას ხედავს, შუადღით ნანახ სიზმარს კი არ უნდა დაუჯეროთ. რაც შეეხება სარკის ნახვას სიზმარში, თუ სიზმარში სარკეში იხედებით და საკუთარი გარეგნობა არ მოგწონთ, ეს კარგი სიზმარია, მაგრამ, თუ გამოპრანჭული და გასუქებული ხართ, ეს ცუდზე მიგანიშნებთ.

ზოგადად, ყოველდღიურად ხდება ადამიანის ორგანიზმის ენერგეტიკულად დაბინძურება. ამიტომ, განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ და გაითვალისწინოთ ის წესები, რომლებიც ასტროლოგიურად დასაბუთებული და აპრობირებულია. ეს ასტროლოგიური რჩევები უძველესი დროიდან იღებს სათავეს და, თუ საუკუნეების წინანდელ ცნობებში ჩაიხედავთ, დარწმუნდებით, მას ადამიანების უმრავლესობა საკუთარი კეთილდღეობისთვის იყენებდა.

скачать dle 11.3