კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ იყო ნინო ორდენიძის „ფაშა“ და როგორ გადაწყვიტა მან 26 წლის ასაკში მეუღლის ცხოვრებით ცხოვრება

მოდელ ნინო ორდენიძისა და ერთ დროს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ლევან გვაზავას (რომელიც, ამაჟამად‚ როგორც ნინომ მითხრა‚ ბიზნესით არის დაკავებული) ცოლქმრული ურთიერთობა უკვე რამდენიმე წელს ითვლის. მხიარული და ენერგიული მოდელი ამჟამად მთლიანად ახალი სახლის საქმეებზე და ორი შვილის გაზრდაზეა გადართული. თუმცა‚ არ გამორიცხავს, რომ მომავალში ის ქართველი მაყურებლის წინაშე საინტერესო პროექტით წარდგება. ნინოს ლევანის შვილებთანაც ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს, განსაკუთრებულად თეოს გაუგო, რომელიც ძალიან თბილი და სასიამოვნო ადამიანია. 

 

ნინო ორდენიძე: ამჟამად ძირითად ოჯახურ საქმეებზე ვარ გადასული. ახალ სახლში გადმოვედით, სადაც ჯერ ბოლომდე არ ვართ მოწყობილები. საახალწლოდ, ალბათ, ყველაფერი დალაგდება. 

– სახლის დიზაინის, ადგილმდებარეობის შერჩევის საკითხში თუ ერეოდა ლევანი?

– ყველანი ერთად ვიყავით ჩართულები, თუმცა‚ უფრო მე და თეო ვიღებდით მონაწილეობას, ლევანი – არა, რადგან, იცოდა‚ ყველაფერს კარგად გავაკეთებდით. ისეთი გამოვიდა, როგორიც გვინდოდა. საერთოდ‚ ჩვენი და ლევანის გემოვნება ძალიან ემთხვევა, მის აზრსაც ვითვალისწინებდით‚ რადგან, იყო რაღაცეები‚ რაზეც გვეუბნებოდა: „ასე ჯობია“. 

– გამაცანი თეო. ერთი შეხედვითაც გეტყობათ, რომ კარგი მეგობრები ხართ.

– როგორც კი თეო გავიცანი, მაშინვე ვუთხარი, მე და შენ მეგობრები ვიქნებით-მეთქი. თან‚ ორივე მაიმუნის წელში ვართ დაბადებული: მე – 1980 წელს, თეო კი – 1992 წელს. მოკლედ‚ ზოდიაქოს ნიშნიდან გამომდინარეც ბევრი რამ დაემთხვა და კარგად გავუგეთ ერთმანეთს.

თეო გვაზავა: ნინოს გაცნობა კარგად მახსოვს. მაშინ ატენზე ცხოვრობდნენ, ნინო და ლევანი უკვე ერთად იყვნენ და, გადავწყვიტე‚ მათთან ავსულიყავი. ლევანიც დიდი ხნის განმავლობაში არ მყავდა ნანახი. სუფრა იყო გაშლილი, ნინო ჭკუაზე არ იყო, დარბოდა აქეთ-იქით. თან‚ სახლში ისეთი გამოპრანჭული დამხვდა – ქუსლებზე, მაკიაჟით, – ვუყურებდი და ვფიქრობდი, ნეტავი ამას რა უნდა, რა სჭირს-მეთქი. 

ნინო: ნერვიულობისგან ერთი გრაფინი ღვინო დავლიე. ამ დღეს ისე ველოდებოდი, სანამ ლიფტით პირველი სართულიდან მეშვიდეზე ამოვიდა, სამი დიდი ჭიქა გადავკარი და, რომ მოვიდა, უკვე „კარგად“ ვიყავი. 

თეო: მეც ძალიან ვნერვიულობდი, მაგრამ, ყველაფერმა კარგად ჩაიარა. 

ნინო: როგორც კი დავინახეთ, ეგრევე შეგვიყვარდა ერთმანეთი. ხუთ წუთში მოგვეხსნა ნერვიულობა.

თეო: თავიდან მორიდებულად ვიყავი, ხმას არ ვიღებდი. იმ დღეს‚ მგონი‚ ლევანზე ბედნიერი კაცი არ იყო – თვალები ისე უბრწყინავდა, მეც ბედნიერად ვიგრძენი თავი.

ნინო:  არადა‚ ლევანიც ძალიან ნერვიულობდა – ეს პატარა რამე ხომ არ იყო, მაგრამ, ყველაფერმა კარგად ჩაიარა. 

თეო: ყველა ბედნიერი ვიყავით და ნინომ სუფრასთან ტირილი დაიწყო.  

ნინო: მე ხომ ყველაფერზე ვტირი. ადრე მხოლოდ „ჯარისკაცის მამაზე“ ვტიროდი, ახლა კი, „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ ფანგანი რომ ცეკვავს და ჩერტკოევი აქებს, ეგრევე ცრემლები  მომდის. სვანური რომ იცეკვა‚ სტენოკარდიული შეტევა მომივიდა. არ შემიძლია, დამანებონ თავი! 

თეო: წარმოიდგინე, ვსხედვართ ყველანი სუფრასთან, სადღეგრძელოებს ვამბობთ, სტუმრებიც არიან. ამ დროს, ნინო იწყებს ისტერიკულ ტირილს და მოთქვამს: „როგორ მიხარია! რა მაგარია!“ მე კი ვფიქრობ: ვინ არის ეს აფერისტი, რა ატირებს-მეთქი.

– თეო‚ როდესაც ნინოს და მამას ურთიერთობის ამბავი გაიგეთ, ალბათ‚ ძალიან გაგიჭირდათ ამასთან შეგუება.

ნინო: ბავშვებისთვის ეს დიდი ტრავმა იყო, ძნელად გადასატანი. თუმცა‚ თეო ძლიერი პიროვნებაა და პირველმა გადალახა ყველაფერი; მერე‚ მისგან მომდინარე‚ მისი და-ძმისგანაც წამოვიდა ურთიერთობის სურვილი და, მოკლედ‚ ყველაფერი ისე დამთავრდა, როგორც ინდურ ფილმში. 

თეო: თავიდან მეგონა, რომ ვერ შევძლებდი ნინოსთან ურთიერთობას, მაგრამ, მერე ვთქვი: რატომ ვერ შევძლებ? პირიქით‚ კარგია‚ თუ მექნება ურთიერთობა ბავშვებთან და ნინოსთან-მეთქი. 

– ნინო, დარწმუნებული ვარ თეოსთვის ისეთი დედინაცვალი არ ხარ, ზღაპრებში რომ არიან.

თეო: მექცევა ისე, როგორც კონკიას ექცეოდა თავისი დედინაცვალი.

ნინო: პირიქით, სახალხოდ ვაცხადებ, რომ თეოა ჩემი დედინაცვალი. ფეხი ჰქონდა მოტეხილი და ვიყავი ჩვეულებრივი იზაურა. ბოლოს, „გიპსი“ რომ მოიხსნა, ვფიქრობდი: ბატონყმობა გადავარდა-მეთქი.

თეო: ლევანი ისე ნერვიულობდა, გადაწყვიტა, მათთან ვყოფილიყავი – არ გამიშვა. საავადმყოფოდან პირდაპირ აქ მოვედი და ათი დღე ვიწექი. დიდი „გიპსი“ მეკეთა და ვამბობდი: „ეს მომიტანეთ, მომემსახურეთ!“.. ნინოს და ჩემს ორ მეგობარს ოფიციალურად ვეძახდი ჩემს მონებს. 

ნინო: ფაშასავით იჯდა, საათების მიხედვით უნდოდა კვება, ბანაობის ცერემონიალი კი მთავარი საოცრება იყო. ეს არის ჩემი დედინაცვალი. ეს‚ რა თქმა უნდა‚ ხუმრობით. ძალიან მიხარია, რომ თეო ჩემი მესაიდუმლეა, ახლომეგობრული ურთიერთობა გვაქვს. როცა ქმარი გიყვარს, როგორ შეიძლება, მის შვილებს ცუდად მოექცე?! ასეთი კარგი ურთიერთობა რომ გვაქვს, თეოს დიდი დამსახურებაც არის, რადგან თვითონ არის ძალიან კარგი. ლევანი და თეო ერთმანეთს ძალიან ჰგვანან. ფეხი რომ ჰქონდა მოტეხილი, რაღაცის მოტანა მთხოვა და, რომ შევხედე, ლამის ვიყვირე – ვაიმე, თეო‚ ლევანს როგორ ჰგავხარ-მეთქი. 

თეო: ნინო ძალიან კეთილი ადამიანია, კომფორტული; სულ ცდილობს‚ ჩემთვის საუკეთესო რაღაც გააკეთოს, მასიამოვნოს. ისეთი გრძნობა მაქვს ხოლმე, რომ თავისთვის არ უნდა და ჩემთვის აკეთებს ყველაფერს, ისევე‚ როგორც ბავშვებისთვის, ლევანისთვის.

ნინო: ამათ ახლა უნდათ ეს ყველაფერი. როცა ოჯახი გაქვს, ჯერ სხვებზე ფიქრობ და მერე – საკუთარ თავზე. რომ მოხვედი‚ კი დაგხვდი ფატიმა ჯიოევას „პრიჩოსკით“ – საპარიკმახეროში მისვლაც ვერ მოვასწარი, იმიტომ, რომ, ჯერ ერთი გაემზადა, მერე – მეორე, მესამე... სხვათა შორის‚ 17 წლის რომ გავხდი, ბებიაჩემი მეუბნებოდა‚ შინაბერა ხარო, მისთვის ეს ტრაგედია იყო. 26 წლის რომ გავთხოვდი‚ მგონი‚ სიხარულისგან გაუსკდა გული, რადგან, მალევე გარდაიცვალა ინფარქტით – ემოციური იყო და ვერ გადაიტანა. ძალიან თბილ ოჯახში ვარ გაზრდილი და იმას ვაკეთებ, რასაც ჩემს ოჯახში აკეთებდნენ. ბებიაჩემი ზედ ჰყვებოდა ბაბუას, დედა მამას და სულ ამას ვხედავდი. ამიტომაც‚ ახლა სულ ვფიქრობ, ჩემს შვილებს ვასწავლო მამის პატივისცემა. გოგოს შემთხვევაში, მამის პატივისცემიდან მომდინარეობს ქმრისა და, საერთოდ, ოჯახის პატივისცემა. შვილმა ყოველთვის უნდა იცოდეს, რომ მამაა ოჯახში პირველი. არასდროს მიფიქრია იმაზე, რომ ახლა უნდა გავთხოვდე ან ახლა, ყველაფერი თავისით მოხდა. ვფიქრობ, რომ ძალიან კარგ ასაკში გავთხოვდი, ყველაფერი მოვასწარი და სწორი გადაწყვეტილებაც მივიღე. შესაბამისად‚ არაფერს მივტირი. 

თეო: ენერგოვამპირია, რადგან, დღე და ღამე საოცარ ენერგიაზეა. დილით 6 საათზე შემომივარდება ოთახში და მიყვება რაღაცეებს, არ უნდა, რომ დამაძინოს. 

ნინო: დილის 7 საათზე‚ ზალიკო რომ მიდის სახლში‚ მე უნდა დამირეკოს – რაც გავთხოვდი ამის შემდეგ ეს ჩვენი ტრადიციაა. 

თეო: მე რომ ვრჩები‚ მაშინ უნდა დაურეკოს მაინცდამაინც. ესეც იმხელა ხმაზე ელაპარაკება... ლევანზე არ მოქმედებს, არ ეღვიძება, მე ეს ხმა ძალიან მაწუხებს. მერე მოდის და თან‚ მიყვება, ვინ რა ქნა, ზალიკომ რა გააკეთა... მოკლედ, დილის 7 საათიდან ამბებია. 

– ნინო, ის, რომ ლევანის შვილებთან კარგი ურთიერთობა გაქვს და ინარჩუნებ ოჯახის სტაბილურობას, ამაში, ალბათ, შენ მიგიძღვის დიდი წვლილი.

ნინო: თეოსაც ვეუბნები ხოლმე, რომ‚ როდესაც ოჯახი იქმნება, ან კაცმა უნდა იცხოვროს ქალის ცხოვრებით, ან ქალმა – კაცის ცხოვრებით. როგორ წარმოგიდგენია, რომ ლევანი ცხოვრობდეს ჩემი ცხოვრებით?! ეს შეუძლებელია, ამიტომ, მე ვცხოვრობ მისი ცხოვრებით და აქ ყველაფერი მთავრდება. უნდა იცოდე, შენს ქმარს რა სიამოვნებს, რა უყვარს, რა დროს როგორ უნდა უთხრა – ეს ყველაფერი უნდა დაამუღამო. 

თეო: ლევანი ძალიან ყურადღებიანი და მზრუნველი მამაა, ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს ერთმანეთთან. შემიძლია‚ დავჯდე მასთან ერთად და მოვყვე რაღაცეები, ვიხუმროთ...

ნინო: მეუღლეც არაჩვეულებრივია, ყურადღებიანი; ჩემთვის უნაკლო ადამიანია და, ვფიქრობ ხოლმე, ნეტავი ჩემს შვილებსაც ასეთი მეორე ნახევარი შეხვდეთ-მეთქი. პატარა რამეს რომ გაუკეთებ, მერე თვითონ ასმაგს გაგიკეთებს – ამ მხრივ‚ ძალიან ბედნიერი ვარ.

скачать dle 11.3