ღორის ხორცის რულეტი სატენით
საჭირო ინგრედიენტები: 400 გრამი ღორის ხორცი, 4 ჩაის კოვზი მდოგვი, მარილი, შავი პილპილი. შიგთავსისთვის: 2 ცალი საშუალო ზომის პომიდორი, 1 თავი ხახვი, 2 ცალი კვერცხი, პილპილი, წითელი დაფქული წიწაკა, 3-5 კოვზი არაჟანი, 3 სადილის კოვზი დაფხვნილი ყველი, მარილი – გემოვნებით, ცოტა ოხრახუში.
მომზადების წესი: ხორცი დაჭერით ულუფებად (ოთხი ნაჭერი გამოვა), სათითაოდ კარგად დაბეგვეთ, წაუსვით მდოგვი, მხოლოდ ცალი მხრიდან მოაყარეთ ცოტა მარილი და პილპილი.
სატენისთვის: ხახვი და პომიდორი დაჭერით კუბიკებად. ცალკე მოშუშეთ ხახვი (ფერის შეცვლამდე), დაუმატეთ პომიდორი. შუშეთ 5 წუთის განმავლობაში. ჩაახალეთ კვერცხი, თან გამუდმებით ურიეთ, უცებ რომ არ შეიწვას და საერთო მასას კარგად შეერიოს. უყავით მარილი, წიწაკა და პილპილი. გადმოდგით ცეცხლიდან. დაადეთ დაბეგვილი ხორცის ნაჭრებს ზემოდან თითოეულს სატენის მეოთხედი, გადაახვიეთ რულეტივით და შეკარით ხის ჩხირით. შებრაწეთ ცხელ, ცხიმიან ტაფაზე ყველა მხრიდან. ცალკე არაჟანში შეურიეთ დაფხვნილი ყველი. ცოტა მარილი და წვრილად დაჭრილი ოხრახუში. მოათავსეთ რულეტები გამოსაცხობ ტაფაში. მოასხით არაჟნისა და ყველის სოუსი. შედგით აირღუმელში 15 წუთით, 220 გრადუს ტემპერატურაზე, მიირთვით თქვენთვის სასურველ გარნირთან ერთად.