ხორცის ჩაშუშული
საჭირო ინგრედიენტები: 800 გრამი ხორცი, 1 თავი კომბოსტო, 1 ცალი სტაფილო, 2 თავი ხახვი, 2 ცალი კიტრის მწნილი, 1-2 ცალი ყაბაყი, 0,5 ლიტრი კუბიკის ქათმის ბულიონი, 2 სადილის კოვზი არაჟანი, 2 ცალი დაფნის ფოთოლი და სურნელოვანი პილპილი, მარილი, დაფქული შავი პილპილი, ოხრახუში (სურვილისამებრ, შეგიძლიათ, დაუმატოთ ცოტა სოიის სოუსიც).
მომზადების წესი: ბოსტნეული დაჭერით წვრილ ჩხირებად, ხახვი კი – შედარებით მსხვილად. ყაბაყი კუბიკებად უნდა დაჭრათ, ხორცი – მოგრძო ნაჭრებად. ღრმა ტაფაში ხორცი მშრალად მოხრაკეთ ხახვთან ერთად, დაუმატეთ კიტრი, გააგრძელეთ შუშვა და ნელ-ნელა ჩაუმატეთ სტაფილო და კომბოსტო. უყავით მარილი, პილპილი და კარგად ამოურიეთ. სტაფილო ფერს რომ შეიცვლის, დაუმატეთ დაფნის ფოთოლი, სურნელოვანი პილპილი, დაასხით ბულიონი და 40 წუთის განმავლობაში შუშეთ. როცა ხორცი თითქმის მზად იქნება, კერძს ჩაუმატეთ ყაბაყი, ოხრახუში, აურიეთ კარგად. უყავით ცოტა მარილი და განაგრძეთ შუშვა კიდევ 10 წუთის განმავლობაში. ბოლოს გადმოდგით და შეურიეთ არაჟანი. აბსოლუტურად „დამოუკიდებელი“ და ძალიან გემრიელი კერძია. თუმცა, შესანიშნავად „შეუთავსდება“ კარტოფილის პიურესაც.