ორაგულის წვნიანი ზეთისხილით
საჭირო ინგრედიენტები: 1 ლიტრი ბულიონი, 300 გრამი ორაგული, 1 თავი ხახვი, 1 სტაფილო, 150 გრამი დაკონსერვებული პომიდორი, 1 ცალი მჟავე კიტრი, 10-15 ცალი ზეთისხილი, 1 ცალი დაფნის ფოთოლი, ნახევარი ჩაის კოვზი შაქარი, მარილი და წიწაკა გემოვნებით, 2 სუფრის კოვზი ზეთი.
მომზადების წესი: ქვაბში მდუღარე ზეთში მოშუშეთ წვრილად დაჭრილი ხახვი. დაუმატეთ დაჭრილი სტაფილო, შუშეთ 10 წუთი და დაუმატეთ დაკონსერვებული პომიდორი. 5 წუთის შემდეგ დაასხით 1 ლიტრი ბულიონი, ჩაყარეთ ზეთისხილი, წვრილად დაჭრილი კიტრი, დაფნის ფოთოლი, შაქარი, მარილი, წიწაკა და ადუღეთ 5 წუთი. შემდეგ მოათავსეთ ქვაბში დაჭრილი ორაგული და ხარშეთ 10 წუთი.