კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გააშაყირეს რუსი სტუმარი ქართველმა სპორტსმენებმა და როგორ შედგა შეხვედრა „ფილიპე მახარაძესთან“

ერთხელ მოსკოვიდან მირეკავენ და მეკითხებიან: კვინიკაძე ხართ? მე თქვენი ახალი კურატორი ვარ. პირადად თქვენი და რესპუბლიკაში არსებული მდგომარეობის გაცნობა მინდა. ჩამოვდივარ და, გთხოვთ, აეროპორტში დამხვდეთო. რასაკვირველია, თავი გამოვიდე: როგორ, რას ჰქვია, არ დაგხვდებით, ოღონდ, ეს მითხარით, როგორ გიცნოთ-მეთქი.

დაიწყო: ვარ 30-35 წლის, ქერა, მაღალი, სპორტული ჩანთა მეჭირება და მკერდზე სპორტის დამსახურებული ოსტატის ნიშანი მეკეთებაო. ბუნებრივია, ჩემი გარეგნობითაც დაინტერესდა. ავუხსენი – ვარ 70 წლის, არადა, 34 წლის ვიყავი, შავგვრემანი, მაღალი, ხელში „პრავდა“ მეჭირება თუ სხვა გაზეთი, ესე იგი, არ ვარ-მეთქი. მოკლედ, ჩავინიშნე რეისი და მეორე დღეს გავემართე გენადი კულიკოვის დასახვედრად. როგორც კი მივედი, შევნიშნე, მაგრამ, მისთვის კვინიკაძე არსად ჩანდა. აეროპორტი დაიცალა. მარტო მე და გენა დავრჩით. ვეღარ მოითმინა და მოვიდა ჩემთან – ვის ელოდებით? გენადი კულიკოვს-მეთქი, – ვუპასუხე. გახარებულმა მომაძახა, მე ვარო. როგორ გეკადრებათ, მე მას სახეზე ვიცნობ. სამუშაო ადგილი ვკითხე, სპორტში ვმუშაობო, სასწრაფოდ მიპასუხა და იფიქრა, მეშველებაო. არა, ის სოფლის მეურნეობაში მუშაობს-მეთქი. „მოჟეტ ბიტ ვი ოშიბაიტეს“, – შემევედრა გენა. არა, – იყო ჩემი საბოლოო პასუხი და ყურებჩამოყრილი სტუმარი გამეცალა. წასვლა რომ დააპირა, მივედი და ვუთხარი: არც ის მოვიდა, ვისაც თქვენ ელოდებით და არც ის, ვინც ჩემთან უნდა ჩამოსულიყო. წავიდეთ ერთად-მეთქი. რა თქმა უნდა, რესტორანში წავედით. კარგად ვიქეიფეთ. გენამ გინებით აგვიკლო, ასე და ისე, რატომ არ დამხვდნენო. მისამართი მივეცი, სადაც უნდა მისულიყო და დავაბინავე. მეორე დილით კაბინეტის კარზე კაკუნია, შემოვიპატიჟე. კარი გაიღო და გენა გაოცებისგან კინაღამ წაიქცა. უცებ გადახარშა, რაშიც იყო საქმე და გადამეხვია. ახლა ფილიპესთან შესვლის დროა. სუნი ხომ არ მიდისო, მკითხა. კი-მეთქი. დაფიქრდა და მითხრა: „ზნაეშ, ლუჩშე, პუსტ სვეჟიმ პახნეტ“. მეც დავთანხმდი. თავმჯდომარეს ყველაფერი ვუამბე, სიტუაცია მოეწონა. ისევ რესტორანში გამგზავნა და თან დამარიგა, ცოტა ხანში მეც შემოგიერთდებით და შაყირი გავაგრძელოთო. შუა ქეიფში ვართ და ფილიპეც მოდის. დათოს გაუმარჯოსო – მომესალმა, მეც არ დავაყოვნე: შენ შემოგევლე გრიშა, მოდი, სუფრა დაგვიმშვენე-მეთქი. გენა ფეხზე წამოდგა და მიესალმა – „ია გენადი კულიკოვ, იზ მასკვი“. ფილიპე – „ა ია გრიშა შობელძაღლოვ, იზ ტბილისი“. ვქეიფობთ, ერთ ამბავში ვართ და გენას ვუხსნი: ჩვენს თავმჯდომარეზე უჟმური კაცი მეორე არ დაიარება ქვეყანაზე-მეთქი. ფილიპე მიბღვერს. კარგი გეყოფა, დაუკრეფავში ნუ გადადიხარო. ცხადია, ცხონებული ფილიპე ჩვენზე ადრე წავიდა. გენამ მოიწესრიგა თავი, შეისხურა დეზოდორი, თმა გადაივარცხნა და მალე ფილიპეს კაბინეტის კარიც შევაღეთ. წარმოიდგინეთ, ჩვენს სტუმარს რაც დაემართებოდა, გრძელ მაგიდასთან, დიდ სავარძელში მის ახალგაცნობილ „გრიშა შობელძაღლოვს“ რომ დაინახავდა.

– ზდრავსტვუიტე, ია გენადი კულივოვ იზ მასკვი, – ამოილუღლუღა გენამ.

– ზდრავსტვუიტე, ია ფილიპ მახარადზე იზ ტბილისი, ნუ უჩტიტე, ნე ტოტ ფილიპ, – უპასუხა თავმჯდომარემ.

ასე შედგა ეს „ურთულესი“ შეხვედრა.

скачать dle 11.3