– ო‚ თქვენში ახალი სიცოცხლე ჩასახულა... – ექიმო‚ მე ხომ მამაკაცი ვარ?! – თქვენ არასწორად იფიქრეთ‚ ჭიებზე გეუბნებით‚ ჭიები გყავთ...
– მომილოცავს‚ როგორც იქნა ცოლს გაყრილხარ!
– ჰო.
– შენ რა‚ არ გიხარია? ხომ გინდოდა?!
– კი, მაგრამ, ძალიან მაწყენინა... კრუიზში წავედით‚ სწორედ იქ უნდა გადამეწყვიტა ყველაფერი... ვდგავართ გემბანზე და გემის მფლობელის შვილი არ ჩავარდა წყალში?! მამამ ცურვა არ იცის‚ იხვეწება‚ ბიჭი გადამირჩინეთო... ვერავინ ბედავს‚ ვერც მეზღვაური‚ ვერც მგზავრი.... ირგვლივ პირდაფჩენილი ზვიგენები დაცურავენ... უცბად‚ ჩემი ცოლი ჩახტა, ბავშვიც გადაარჩინა და ზვიგენებსაც გადაურჩა. კაცმა რამდენიმე მილიონის ჩეკი ეგრევე გამოუწერა‚ თავის ფირმაში მაღალანაზღაურებად სამსახურში გააფორმა და‚ მგონი‚ ცოლად შერთვასაც კი უპირებს... საქვეყნოდ ცნობილი გახდა ჩემი ცოლი: ჟურნალების ყდებიო‚ ტელევიზიებიო... მარჯვნივ და მარცხნივ ავტოგრაფებსაც არიგებს, მეც მომიწერა გაყრაზე ხელი, მაგრამ, კაპიკი არ გამოუმეტებია ჩემთვის... უმადური!.. არადა, მე არ ვკარი ხელი?!
***
თვითმფრინავში ჩასხდომა რამდენიმე საათით გადაიდო. როგორც იქნა‚ გამოაცხადეს აფრენის დრო. მგზავრები ტრაპს მიადგნენ. კიბეებზე ფორმიანი მამაკაცი ჩამოვიდა‚ იღლიაში ამოჩრილი აქვს გაზეთები.
– აუ‚ სად მიგაქვთ გაზეთები?! ჩვენ რით უნდა გავერთოთ მგზავრობის დროს‚ რა უნდა წავიკითხოთ? – გაწიწმატდა ერთი ქალი.
– „მამაო ჩვენო“... – უპასუხა მამაკაცმა.
***
– ალო‚ ჩემმა ქმარმა ჭიანჭველები შეჭამა...
– რძე დაალევინეთ...
– ვაი‚ მე რომ ჭიანჭველების საწამლავი დავალევინე?!
***
– მამა‚ შენთან ორი შეკითხვა მაქვს: პირველი – ხუთ ლარს მომცემ? და, მეორე – რატომ არ უნდა მომცე?
***
ორი ახალგათხოვილი დაქალი ხვდება ერთმანეთს:
– ჩემს ქმარს ოქროს ხელები აქვს: სამზარეულოში ონკანი წვეთავდა‚ ორ წუთში შეაკეთა‚ გაზი ბოლავდა – ერთ წუთში...
– ჩემსას კი სხვა რამე აქვს ოქროსი... დღემდე არ ვიცი‚ სად არის სამზარეულო...
***
– როგორ‚ ჩემი გოგო შენ შეაცდინე? მე შენ გიჩვენებ‚ როგორ უნდა შეცდენა! დამაცადე‚ მე შენ გიჩვენებ!
– არ არის საჭირო... ვიცი...
***
– მიღალატე ხომ‚ შე კახპა?!
– არა‚ ვინ გითხრა? არ არის მართალი!
– არც ტაქსისტთან გიღალატია?!
– ო‚ ეგ მართლა ტყუილია...
***
ზარი. ზღურბლზე ქმარი დგას, ხელში თაიგულითა და შამპანურით. ყვავილებს ცოლს აძლევს‚ შამპანურს ხსნის‚ ფუჟერებში ასხამს და ცოლს უჭახუნებს:
– იცი‚ როგორ მიყვარხარ?! შენ ჩემთვის მსოფლიოში ყველაზე სასურველი ქალი ხარ! – დაცალა ფუჟერი და ეუბნება – ახლა კი საძინებელში გავიდეთ...
– არა‚ დღეს არ შემიძლია, კრიტიკული დღეები მაქვს...
– თქვენ‚ რა‚ დღეს ყველამ პირი შეკარით?!
***
– შენ‚ როგორც წესიერი კაცი‚ ვალდებული ხარ ცოლად შემირთო...
– ვალდებული რატომ‚ ჩვენ ხომ ერთად არ ვწოლილვართ...
– კი‚ მაგრამ, მაკიაჟის გარეშე ხომ მნახე?...
***
ცოლ-ქმარი კარგა ხანია‚ ჩხუბობს. ბოლოს დაღლილი‚ დატანჯული ქმარი ეუბნება:
– კარგი‚ ჰო‚ როგორც შენ გინდა‚ ისე იყოს...
– არაფერიც‚ მე გადავიფიქრე!
***
ცოლი ქმარს მობილურზე ურეკავს:
– ზუკა‚ სად ხარ?
– სანადიროდ.
– მერე‚ რა ხმა ისმის‚ მანდ ვინ სუნთქავს?
– დათვია.
– ასე უცნაურად რატომ სუნთქავს?
– დავჭერი.
– ქალის ხმა რატომ აქვს?
– ოო‚ მე რა ვიცი! მონადირე ვარ, ვეტერინარი კი არა!
***
დგას ქუჩაში მოხუცი და მწარედ ტირის.
– რატომ ტირით‚ ბაბუ?
– ახალგაზრდა ქალი შევირთე‚ დილით ვდგები – საუზმე მზად არის‚ ერბოკვერცხი ძეხვით; სადილზე – გემრიელი ღვეზელები; საღამოს მასაჟს მიკეთებს‚ მერე კი მთელი ღამე მეფერება...
– რაღა გატირებთ?
– სახლს ვეღარ ვაგნეეებ!..
***
– მამა‚ რა უყურადღებო ხარ...
– მადლობა უნდა მითხრა. უფრო ყურადღებიანი რომ ვყოფილიყავი‚ საერთოდ არ დაიბადებოდი...
***
– დღეს სტუმრები გვეყოლება.... ვახშმისთვის რამე მოამზადე.
– როგორი‚ კიდევ რომ მოვიდნენ თუ საერთოდ რომ აღარ მოვიდნენ?..
***
– წარმოგიდგენია? გავიგე‚ რომ ჩემი ქმარი მღალატობს‚ როგორ ფიქრობ‚ ვუთხრა?
– რა საჭიროა‚ ალბათ‚ იცის...
***
მხოლოდ ორი წყვილი „ნასკების“ არჩევისას ხვდები‚ რამდენი „რასცვეტკა“ აქვს შავ ფერს.
***
დედა-შვილი ქუჩაში მიდის და შეხვდათ ნაცნობი. უფროსები მიესალმნენ ერთმანეთს, გადაკოცნეს. ბავშვი მორცხვობს.
– ნუ გრცხვენია‚ შვილო‚ მიესალმე‚ ვაჟკაცურად‚ ისე‚ როგორც მამა მიესალმებოდა.
– ვა, ტლოპან?! შე ჩემა‚ აქამდე სად ტ...ში იყავი?..
***
მასწავლებელი:
– ბავშვებო‚ რომელი ორგანო ითვლება სიყვარულის სიმბოლოდ?
– მამაკაცის თუ ქალის?
– რაზე ფიქრობთ‚ მე გულს ვგულისხმობდი...