ბრძნული აზრები
ჩესტერფილდი: ჩვენი სიბრძნის საფუძველი – ჩვენი გამოცდილებაა. ჩვენი გამოცდილების საფუძველი კი ჩვენი სისულელეებია.
პაპი იოანე: სჯობს მამას ჰყავდეს შვილები, ვიდრე შვილებს მამა.
რუზველტი: მე შემიძლია ვმართო ამერიკის შეერთებული შტატები და ვმართო ჩემი ქალიშვილი ეილისი, მაგრამ არ შემიძლია ამის გაკეთება ერთდროულად.
ეშენბახი: მე მხოლოდ ერთხელ შევცდი, როდესაც ვფიქრობდი, რომ არ ვცდებოდი.
კუმორი: თუ თქვენ ახალ-ახალ შეცდომებს სჩადიხართ, ერთ ადგილზე კი არ დგახართ, არამედ წინ მიდიხართ.
კატონი: ჩვენ მხოლოდ ის ძეგლები მოგვწონს, რომლებიც ჩვენს ზურგზე არ დგას.
მონტენი: თუ რაიმეს დამახსოვრება გსურთ, შეეცადეთ, დაივიწყოთ ის.
რენარი: როდესაც ჩემს თავზე ვფიქრობ, მაშინ საერთოდ არ ვფიქრობ.
ფრანკლინი: გააკეთე დღეს, რისი გაკეთებაც ხვალ გინდოდა, რისი თქმაც დღეს გინდოდა, თქვი ხვალ.
ადისონი: თუ შენ ცხოვრების აზრი გაიგე, დროა, ფსიქიატრს მიაკითხო კონსულტაციისთვის.
რემარკი: სულით მეძავი იმ ქალთა შორის მეტია, ვინც ერთხელაც არ წოლილა მამაკაცთან, ვიდრე იმ ქალთა შორის, ვისთვისაც ეს მხოლოდ მწარე ლუკმის შემოსავლის საშუალებადაა ქცეული.
სანდი: ქმრის მეგობარი ყოველთვის ცოლის მტერია, თუ, რა თქმა უნდა, მისი საყვარელი არ არის.
ჰოუპი: თუ მოწყალე გული არ გაქვს, დაავადებული გული გქონია.
როტშილდი: უპირველეს ყოვლისა, ატყუებენ მათ, ვინც უყვართ.
ჰიტლერი: რაც უფრო გრანდიოზულია ტყუილი, მით უფრო ადვილად იჯერებ.
შოუ: მე ვიცნობ ადამიანებს, მაგრამ როგორ მინდა მჯეროდეს, რომ ვცდები!
კამიუ: რაც უფრო ზარმაცია და ბრიყვი ადამიანი, მით უფრო ხშირად აწუხებს ღმერთს.
ბერნარი: ხელოვნება – ეს არის „მე“, მეცნიერება – ეს არის „ჩვენ“.
ეჟი ლეცი: რა თემაზეც არ უნდა იმუშაოს მეცნიერმა, შედეგი ყოველთვის იარაღია.
ჰაინე: ვინც აწყენინა, თითქმის არასოდეს არ პატიობს. პატიება შეუძლიათ მხოლოდ ნაწყენ ადამიანებს.
ემერსონი: ის, რასაც ვსწავლობდით სკოლებში და უნივერსიტეტში, განათლება არ არის, არამედ საშულებაა, დავიწყოთ განათლების მიღება.
კრაუსი: განათლებულ ადამიანს შეუძლია, მთელი ღამე გაათენოს ისეთი რამის განცდაში, რაც გაუნათლებელს არც კი დაესიზმრება.
მორუა: საზოგადოებრივ აზრს აყალიბებენ არა მოაზროვნეები, არამედ მოლაყბეები.
ბეკონი: ადამიანები, რომლებიც ვერ იტანენ მარტოობას, აუტანელნი არიან საზოგადოებაში.
ნაპოლეონი: დაყრდნობა შეიძლება იმაზე, რაც წინააღმდეგობას გიწევს.
შარდონი: პესიმისტი არის ადამიანი, რომელიც ოპტიმისტს აფინანსებს.