კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მე – დაქირავებული მკვლელი

უშიშროების პოლკოვნიკის ჩანაწერების მიხედვით

შჩუკინმა გამიღიმა და მითხრა:

– რას იზამ, კოკი, შენ საუკეთესო ხარ და, არხანგელსკის აქციის გამო, რომელიც, მართალია, ამერიკელებს ჩაეშალათ, შენ უნდა იძიო შური.

ვიქტორ იაკოვლევიჩის სიტყვები იმისი ნათელი დასტური იყო, რომ, საფრთხის განეიტრალების მიუხედავად, აუცილებელი გახდა საპასუხო დარტყმის მიყენება და სწორედ ეს გამოხატავდა „კაგებეს“ არსს.

შურისძიების აქცია, რა თქმა უნდა, არ ითვალისწინებდა მასობრივ მსხვერპლს, ჩვენ მხოლოდ ნერვები უნდა დაგვეწყვიტა „ცეერუსა“ და ამერიკის მთავრობისთვის და კიდევ ერთხელ დაგვემტკიცებინა, რომ მათზე ბევრად მაღლა ვდგავართ და მათთვის სასიკვდილო დარტყმის მიყენება ჩვენთვის ხელსაყრელ ნებისმიერ მომენტში შეგვეძლო.

ამ აქციის დეტალები შჩუკინის კაბინეტში დაიგეგმა და მასში მუხინიც მონაწილეობდა, რომელმაც ამ ოპერაციის მთავარი იდეა მოგვაწოდა.

– იცით, რას გეტყვით, ამხანაგებო? – ჩაეცინა ანდრეი ლუკიჩს, – ვფიქრობ, ნიუ-იორკის ცენტრი უნდა დავნაღმოთ და ჩვენი ამერიკელი კოლეგები ტრაწიანებივით ვარბენინოთ აქეთ-იქით.

– კონკრეტულად რას გულისხმობ? – ჰკითხა თავის მოადგილეს შჩუკინმა.

– რას, ვიქტორ იაკოვლევიჩ, და იმას, რომ ნიუ-იორკის ისტორიული ცათამბჯენები – ემპაიერი და „ტვიქსები“ უნდა დავნაღმოთ. ამის შესახებ კი, ამერიკელებს აფეთქებამდე ოთხი საათით ადრე შევატყობინოთ და, ბლატნოები რომ იტყვიან, „ვიკაიფოთ“.

– განნაღმვა რომ ვერ მოასწრონ? – ჰკითხა შჩუკინმა.

– ჩვენ დავეხმარებით.

– კარგი აზრია, მაგრამ, საკმაოდ დიდი მოცულობის სამუშაოს შესრულება გახდება საჭირო, ათეული ტონობით ასაფეთქებლის ნიუ-იორკში შეტანა კი უდიდეს რისკთან იქნება დაკავშირებული, – დაეჭვდა შჩუკინი, მუხინმა კი მიუგო:

– გეგმა უკვე მზად მაქვს და ნიუ-იორკში არაფრის შეტანა არ დაგვჭირდება. ამ ქალაქში უკვე შენახული გვაქვს 60 ტონა ასაფეთქებელი. ამ სამი ცათამბჯენის აფეთქებას კი, რა თქმა უნდა, სწორი საინჟინრო გათვლებით, სულ რაღაც, 36 ტონა ასაფეთქებელიც ჰყოფნის. ასეთი გამოთვლები უკვე მზად მაქვს და სულ რაღაც თორმეტკაციანი ბრიგადა ამ სამუშაოს სამ დღეში შეასრულებს.

ანდრეი ლუკიჩმა ცათამბჯენების დანაღმვის ზუსტი გეგმა გაგვაცნო, რომელიც შჩუკინს ძალიან მოეწონა და მითხრა:

– ჯგუფი შეარჩიე და იმოქმედეთ!

მაშინ, რა თქმა უნდა, აფეთქებები არ მომხდარა, თუმცა, მთელი ამერიკული უსაფრთხოების სისტემა ფეხზე დავაყენეთ და რადგან ამერიკელები ოთხ საათში ვერ ჩაეტივნენ და შენობების განნაღმვა ვერ მოახერხეს, ჩვენი ბომბები ჩვენვე გავაჩერეთ და ამით ამერიკას მაგარი სილა გავაწანით... სიმბოლური და ნიშანდობლივია ის, რომ როდესაც ამერიკაში გრანდიოზული ტერაქტები ხდებოდა, ერთ-ერთი მთავარი სამიზნე სწორედ „ტვიქსები“ იყო და ყველაზე მეტი ადამიანიც იქ დაიღუპა. ამ ტერაქტზე დღემდე ბევრს ლაპარაკობენ. ერთნი ამტკიცებენ, რომ ეს საშინელება მუსლიმანმა რადიკალებმა განახორციელეს, მეორენი კი ამაში ამერიკულ სპეცსამსახურებს ადანაშაულებენ. ჩემი აზრით,  არც ერთია გამორიცხული და არც მეორე. ისე კი, უნდა აღინიშნოს, რომ სწორედ ამერიკამ შეაგულიანა, შეაიარაღა და საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ მიმართა ისლამისტი ტერორისტები, რომლებიც შემდეგ მათვე მიუბრუნდნენ, ანუ, ეს ყველაფერი ბოლოს მათ წინააღმდეგ ამუშავდა. მართალია, არც საბჭოთა კავშირი აკლებდა ხელს ისლამისტ ტერორისტებთან თანამშრომლობას – სხვა თუ არაფერი, პალესტინის ლიდერი იასირ არაფატი პირდაპირ „კაგებეს“ კაცი იყო, მაგრამ, ამერიკულ-ისლამური ტერორიზმი აგრესიულ, თავდასხმის ტენდენციას ატარებდა, როცა რუსული ისლამური ტერორიზმი წმინდა წყლის თავდაცვითი ხასიათის იყო. თუმცა, ტერორიზმი ტერორიზმია და მოგვიანებით ის საკმაოდ  ქაოსური გახდა, რის გამოც „კაგებეს“ რამდენჯერმე სპეციალური ზომების მიღება მოუხდა, რომ თავისივე გამოზრდილ-გამოწვრთნილი ტერორისტები თავის ადგილზე მოესვა.

ერთხელ შჩუკინმა გამომიძახა, ერთი შავგვრემანი კაცის სურათი მიჩვენა და მითხრა:

– ეს აბდულ აუსია.

აბდულ აუსი ცნობილი პალესტინელი ტერორისტი იყო და, მართალია, მასზე ბევრი რამ მქონდა გაგონილი, მაგრამ, მის პორტრეტს პირველად ვხედავდი. ამიტომ, ყურადღებით დავაკვირდი და შჩუკინს ვკითხე:

– ალბათ, კარგად უნდა დავიმახსოვრო ეს სახე, ხომ?

– არა მარტო კარგად უნდა დაიმახსოვრო, არამედ, ისე კარგად უნდა ასწავლო ჭკუა, რომ აღარასოდეს გაბედოს ჩვენი იგნორირება.

– რაშია საქმე, რა მევალება?

– ეს სუბიექტი ჩვენი გამოკვებილ-გამოზრდილია და ჩვენი კარნახითა და მფარველობით მუშაობდა შვიდი წელი. ბოლოს კი თავში აუვარდა დიდება, დამოუკიდებელი, ჩვენთან შეუთანხმებელი გადაწყვეტილებების მიღება და შესრულება დაიწყო და ამით რამდენიმე საქმე გაგვიფუჭა, რის გამოც უმკაცრესად უნდა დავსაჯოთ.

– როგორც თქვენი სიტყვებიდან მივხვდი, მისი ლიკვიდაცია არ იგეგმება, – ვუთხარი შჩუკინს.

– სწორად მიხვდი, – დამიდასტურა გენერალმა, – მართალია, ის სიკვდილს იმსახურებს, მაგრამ, მისი თანამებრძოლები კიდევ გამოგვადგებიან და ამიტომ არ ვკლავთ მას. თუმცა, ჭკუა აუცილებლად უნდა ვასწავლოთ და ამას შენ გააკეთებ.

როგორც ვიქტორ იაკოვლევიჩმა მითხრა, აბდულ აუსს ერთ დიპლომატიურ წვეულებაზე ორი გერმანელი დიპლომატი მოუკლავს შეკვეთით და კიდევ რამდენიმე მსგავსი აქცია ჩაუტარებია, რაც არანაირად არ გვაწყობდა. ამიტომ, მე აუსი უნდა მომეხელთებინა, მისთვის მარჯვენა ხელი მომეკვეთა და ამით მისი ჯგუფის წევრებიც გამეფრთხილებინა; თან, მისგან დაზარალებული მხარეებისთვის მეამებინა. ანუ, არც მწვადი დამეწვა და არც შამფური. მარჯვენის მოკვეთა, ტერორისტების ენაზე, ურჩი ძმის დასჯის ხერხი იყო. ვიმეორებ: ურჩის და არა მოღალატის. მოღალატეებს ამ სამყაროში უპირობოდ ანადგურებდნენ...

აბდულ აუსი, რომ იტყვიან, მისსავე ბუნაგში, პალესტინელთა ერთ-ერთი საიდუმლო ბაზის ბუნკერში მოვიხელთე, სადაც, სათადარიგო შესასვლელიდან მოვხვდი. ეს გზა მხოლოდ „კაგებეში“ იცოდნენ, რადგან, სწორედ მათ მიერ იყო გათხრილი. აუსი იმ დროს გავკოჭე, როცა თავის ერთ-ერთ ახალშერთულ ცოლს ეალერსებოდა. მისი ცოლი იქვე მივაძინე პულვერიზატორით. თავად ცნობილ ტერორისტს კი ჯერ მორფის დიდი დოზა შევუშხაპუნე, ბოლოს კი მარჯვენა ხელი სამართებელივით ალესილი ხანჯლით მოვკვეთე, ხელი იქვე დავტოვე და კინოფირიანად წამოვედი. მთელ ამ პროცესს კინოფირზე ვიღებდი, მე კი ნიღაბი მეკეთა სახეზე. ფირის ორიგინალი ლუბიანკაზე მივიტანე. რამდენიმე ასლი კი, სხვადასხვა ტელეკომპანიას გაეგზავნა. ორი დღის შემდეგ მთელი მსოფლიოს ტელეკომპანიები ცნობილი ტერორისტის ხელის მოკვეთის კადრებს აჩვენებდნენ, გაზეთის  პირველ გვერდებზე კი ხელმოკვეთილი აუსის ფოტოები იყო დაბეჭდილი და დიდი ასოებით ეწერა: „აბდულ აუსი ურჩობისთვის დაისაჯა...“

მიუხედავად იმისა, რომ აბდულ აუსის დასჯის მრავალ ვერსიაზე საუბრობდნენ, გადაჭრით არავის უთქვამს, რომ ეს აქცია „კაგებემ“ განახორციელა. შესაძლოა, ეს არც თავად დასჯილმა იცოდა დანამდვილებით. თუმცა, მას მერე მისი ჯგუფის მუშაობა ისევ ასი პროცენტით „კაგებეზე“ იყო დაქვემდებარებული და მათგან უსიამოვნო სიურპრიზები აღარ მიგვიღია.

ტერორისტები კანონგარეშე და, აქედან გამომდინარე, საშიში ხალხია. დაუმორჩილებელი, თავნება ტერორისტები კი ასმაგად საშიში ადამიანები არიან, მათთან მჭიდრო კავშირს თვით ტერორისტული სახელმწიფოებიც კი ერიდებიან და ყოველთვის მზად არიან, გასცენ და გაყიდონ ისინი. ასე დაემართა ცნობილ ვენესუელელ ტერორისტს, რამორეს ილიჩ სანჩესს, რომელსაც მთელი მსოფლიო კარლოსის სახელით იცნობს და რომელსაც ორი მუდმივი პატიმრობა აქვს მისჯილი ფრანგული მართლმსაჯულების მიერ. ის დღესაც ფრანგულ ციხეშია გამომწყვდეული – აბა, ვინ წარმოიდგენდა, რომ მსოფლიო ტერორიზმის ლეგენდას სუდანის მთავრობა ძაღლივით მიჰყიდდა საფრანგეთს და ასე გასწირავდა?! ასეთია ტერორისტის ბედი, მით უმეტეს, უმართავის და, სწორედ ასეთი იყო კარლოსი, სანამ მას გისოსებს მიღმა გამოამწყვდევდნენ. სხვათა შორის, კარლოსთან შეხება მეც მქონდა და ერთხელ ის სიკვდილს გადავარჩინე. ეს კი მაშინ დაიწყო, როდესაც ერთ ცხელ ზაფხულს შჩუკინმა ზღვაზე დასვენება შემაწყვეტინა, სოჭიდან ლუბიანკაზე გამომიძახა და რომ ვეახლე, მითხრა:

– ილიჩ კარლოსზე გსმენია რამე?

– ვენაში, ოპეკის ქვეყნების მინისტრები რომ გაიტაცა და გამოსასყიდი 50 მილიონი დოლარიც რომ გაიყოლა?

– სწორედ ის. ესე იგი, გსმენია, – მითხრა ვიქტორ იაკოვლევიჩმა, – მასთან ერთად მოგიწევს ერთი ოპერაციის ჩატარება.

– ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, თუ ჩვენი უწყება მასთან დაიჭერდა საქმეს, – გულწრფელად ვუთხარი შჩუკინს, რადგან, მაშინ მართლაც ვერ ვიფიქრებდი, რომ ასეთი სასტიკი, სისხლისმსმელი, ძებნილი ტერორისტი „კაგებეს“ პარტნიორი იქნებოდა.

შჩუკინს ჩემს სიტყვებზე გულწრფელად გაეცინა და მითხრა:

– ის ჩვენი გამოწვრთნილია და ჩვენვე დავაყენეთ ამ გზაზე ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ, როდესაც ის მოსკოვში, პატრის ლუმუმბას სახელობის  ხალხთა მეგობრობის ინსტიტუტში სწავლობდა. იმ წლებში  ის სრულიად ნორჩი, 18 წლის იყო და ადვილად ჩავუდეთ თავში მარქსისტული იდეები. აქვე გაიარა სპეცმომზადება. გაგზავნილი გვყავდა კუბაში, პალესტინელების ბოევიკების ბანაკებში და, დროთა განმავლობაში მისგან უბადლო იდეური შემსრულებელი ჩამოყალიბდა. თუმცა, ეს სულაც არ უშლის ხელს იმაში, რომ ფეშენებელურ რესტორნებში ატაროს დრო, საუკეთესო სასტუმროების საუკეთესო ნომრებში იცხოვროს და მაღალი ფენის ქალები ჩაიგოროს საწოლში. მოკლედ, ის არაფერს იკლებს და ფულსაც გვარიანად  ფანტავს, რომელსაც  დიდი რაოდენობით შოულობს. სხვათა შორის, მარქსისტი მამამისი ვენესუელელი მილიონერია  და ილიჩი ბავშვობიდანვეა ჩვეული ფულის ხარჯვას.

– თუ ასეთ ცხოვრებას იყო ბავშვობიდან ჩვეული, ტერორისტობა რამ დააწყებინა? – ვუთხარი შჩუკინს, – მილიონერების შვილები, როგორც წესი, ანტიმარქსისტები არიან.

– გეთანხმები. მაგრამ, ნუ დაგვავიწყდება, რომ ილიჩი კარლოსი ლათინოამერიკელია, მათ კი ცოტა სხვაგვარად აქვთ მოწყობილი ტვინი და ძალიან იდეურები არიან, თუკი იდეას ტვინში  ჩაიბეჭდავენ, – მითხრა შჩუკინმა და დაამატა – კარგი, კარლოსის პიროვნების განხილვას მოვრჩეთ, ახლა საქმეზე გადავიდეთ.

– გადავიდეთ.

– ამ ოთხი თვის წინ ჩვენი აგენტი გაუჩინარდა პარიზში, ვინმე გიზელა ბლუმი. წარმოშობით ის გერმანელია. ჩვენს მეკავშირეს უნდა შეხვედროდა, მაგრამ შეხვედრაზე არ მოვიდა. ბლუმს ძალიან ძვირფასი ინფორმაცია უნდა გადმოეცა დასავლეთ გერმანელ მაღალჩინოსნებზე. ის, როგორც ბლუმისგან ვიცით, კარლოსის საყვარელიცაა და  ილიჩი მასზე გიჟდება. სხვათა შორის, კარლოსს, ბლუმის მეშვეობით ვაკონტროლებდით. როდესაც ბლუმი გაუჩინარდა, კარლოსი პირველად ჩვენ დაგვიკავშირდა და გვკითხა, რომ არაფერი ვიცოდით გიზელაზე, რაზეც, რა თქმა უნდა, უარყოფითად ვუპასუხეთ და შევთანხმდით, რომ ქალი ერთად მოგვეძებნა და ინფორმაციები გაგვეცვალა ერთმანეთში. გუშინ კი ილიჩი კვლავ დაგვიკავშირდა და გვითხრა, რომ ბლუმის კვალს მიაგნო. მისი თქმით, ქალი ამერიკელებს ჰყავთ დათრეული და ქალაქ ფრანკფურტში, ერთ-ერთ კონსპირაციულ ბინაში აცხოვრებენ; თან, რომ იტყვიან, „აკაჩავებენ“ და ინფორმაციების გამობერტყვას ცდილობდნენ, მაგრამ, გიზელა ჯერჯერობით ახერხებს მათთან გამკლავებას და ამერიკელებს კატათაგვობანას ეთამაშება. ერთი სიტყვით, ილიჩს მისი გათავისუფლება აქვს დაგეგმილი და შენ უნდა დაეხმარო მას – გიზელა გამოახსნევინო, მისგან ინფორმაციები მიიღო და მოსკოვში ჩამოგვიტანო. კარლოსმა მტკიცედ გვითხრა, ქალი თან უნდა წავიყვანოთო და შენ ამიტომ ჩაგრთეთ ამ ოპერაციაში. ილიჩი ისეთი ჯიუტია, გიზელა რომ მოვთხოვოთ, შეიძლება, ჯორზე შეჯდეს, არ დაგვემორჩილოს და ყველაფერი ჩაგვიშალოს. ჩვენ კი ამ ეტაპზე ასეთი რამ არ გვაწყობს. მის გამოყენებას მომავალშიც ვაპირებთ და დათმობაზე ამიტომ წავედით. თანაც, შენ მას ოპერაციის ჩატარებაშიც დაეხმარები.

– სად და როდის უნდა შევხვდე მას?

– ხვალ, ფრანკფურტში, შუადღეს. აბა, შენ იცი, იმ რეკლამირებულ ფლეიბოის უჩვენე, ვინ ვინ არის, – მითხრა შჩუკინმა, რომელსაც ტერორისტი კარლოსის თაყვანისმცემლად ნამდვილად ვერ ჩავთვლიდი, – ილიჩი რამირეს სანჩესი მას მეტიჩარა, ცივსისხლიან მკვლელად მიაჩნდა. სხვათა შორის, როდესაც კარლოსი სუდანელებმა ძაღლივით მიჰყიდეს ფრანგებს და ამის შესახებ მსოფლიო პრესა ალაპარაკდა, მე და ვიქტორ იაკოვლევიჩი ერთმანეთს მოსკოვში შევხვდით რაღაც საქმეზე და შჩუკინმა ირონიით მითხრა:

– გაიგებდი, ალბათ, რომ შენი ძველი მეგობარი ძაღლივით მიჰყიდა სუდანმა საფრანგეთს.

– კარლოსი?

– ჰო, ეგ ვაჟბატონი.

–  გავიგე, მქონდა პატივი. მორჩა მაგის ეპოქა, ახლა დარჩენილ ცხოვრებას ციხეში გაატარებს. ფრანგებს ეს არ ეშლებათ და ცხრაკლიტულში გამოამწყვდევენ.

– შენ მას სიცოცხლე შეუნარჩუნე, ხომ?

– კი, იყო ასეთი მომენტი ფრანკფურტში, ძალიან დიდი ხნის წინ.

ერთი სიტყვით, ფრანკფურტში დანიშნულ დღესა და დროს ჩავედი და კარლოსის ხელქვეითმა მასთან მიმიყვანა.

– გამარჯობა, – კარლოსმა ხელი ჩამომართვა, ყურადღებით შემათვალიერა და მითხრა – რუსს მაინცდამაინც არ ჰგავხართ.

– არც თქვენ ჰგავხართ პალესტინელს, – მივუგე კარლოსს, მან კი გაოცებულმა შემომხედა და მიპასუხა:

– მე არც ვარ პალესტინელი, ვენესუელელი ვარ.

– იცით, მე თქვენი ბიოგრაფიით არ დავინტერესებულვარ, მხოლოდ საქმე მაინტერესებს და არა ბიოგრაფიული დეტალები.

– შევეცდები, ჩემი საქმით დაგარწმუნოთ, რომ ჩემი ბიოგრაფიაც საკმაოდ საინტერესოა, რადგან ის დიდი საქმეებისგან შედგება, დიდ საქმეებს კი დიდი პიროვნებები აკეთებენ, – მითხრა განაწყენებულმა კარლოსმა, რომელსაც ეტყობოდა, რომ ჩემ მიმართ ბრაზს ძლივს იკავებდა. გამორიცხული არ იყო, „კაგებეს“ თანამშრომელი რომ არ ვყოფილიყავი, უბრალოდ ესროლა და მოვეკალი. ისევე, როგორც ეს მას არაერთხელ გაუკეთებია ურჩების მიმართ.

ჩემი და კარლოსის შეხვედრას ძალიან ცუდი დასაწყისი ჰქონდა. მას აშკარად ეტყობოდა, რომ პატივმოყვარე იყო და საკუთარი დიდებისთვის ბევრი სისაძაგლის ჩადენა და აკრძალული ხერხებით თამაში შეეძლო და თამაშობდა კიდეც. შეიძლება, უხერხულიც კი იყოს, მაგრამ, კარლოსს მე დიეგო მარადონას შევადარებ. უფრო სწორად კი, ინგლისის ნაკრებში ხელით გატანილ გოლს, როდესაც მსაჯმა ვერ დაინახა და გოლი ჩათვალა, მარადონამ კი მსაჯს ეს არ უთხრა... თუმცა, მანამდეც და მას მერეც მრავალჯერ ყოფილა მსოფლიო ფეხბურთში მსგავსი შემთხვევა, რაც აბსოლუტური უმრავლესობით, ეს მომენტები გოლის გამტანების აღიარებით მთავრდებოდა და მსაჯს გადაწყვეტილებებს აცვლევინებდნენ.

ამ მაგალითით მე არც მარადონას დაკნინება მინდა და არც კარლოსზე იმის თქმა, რომ მას კანონით უნდა ემოქმედა... ის კანონით იმიტომ ვერ იმოქმედებდა, რომ ტერორისტი იყო და ამ კატეგორიის ადამიანები ყველგან და ყოველთვის კანონგარეშე არიან. თუმცა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ილიჩი ყოველგვარ ზღვარს გადადიოდა, თუკი მიაჩნდა, რომ ასეთი საქციელი მის სახელგანთქმულობას შეუწყობდა ხელს... ასე იყო თუ ისე, კარლოსი ნამდვილი პროფესიონალი გახლდათ, უმაღლეს დონეზე ფლობდა ტერორიზმის ხელოვნებას და იყო ძალიან რისკიანი და თითქმის უნაკლო, სრულყოფილ გეგმებს ადგენდა. გიზელა ბლუმის გამოხსნის გეგმაც თავიდან ბოლომდე მან მოიფიქრა.

ილიჩის გეგმის მიხედვით, ცენტრალური მიწისქვეშა კაბელიდან კონსპირაციულ ვილაში ელექტროენერგია უნდა გაგვეთიშა და როდესაც საავარიო ბრიგადას გამოიძახებდნენ ტელეფონით, რომელშიც ჩვენ ვიყავით ჩართულები, მივიდოდით და ქალს გავათავისუფლებდით. ჩვენ სულ ექვსნი ვიყავით, მაგრამ, არ ვიცოდით, რამდენი ადამიანი იყო კონსპირაციულ ვილაში და რა შეიარაღება ჰქონდათ, რაც ჩვენს ამოცანას ართულებდა. თუმცა, ჩვენი კოზირი მოულოდნელი თავდასხმა იყო და, გადაწყვეტილი გვქონდა, ბოლომდე გვესარგებლა ამით.

როდესაც კონსპირაციულ ვილას მივადექით სარემონტო ფურგონით, სადაც ოთხი მებრძოლი გვყავდა დამალული, დაცვამ დაუბრკოლებლად შეგვიშვა ტერიტორიაზე. საჭეს მე ვუჯექი, გვერდით კი კარლოსი მეჯდა. გავაჩერეთ თუ არა მანქანა, ელვისებური მოქმედება დავიწყეთ. დაცვა გარე პარამეტრზე ორ წამში გავანეიტრალეთ და ვილაში შევცვივდით. ვინც კი გზაზე გვეღობებოდა, ყველას ზუსტი გასროლით ვკლავდით. გიზელას პირველმა მე მივაგენი და ოთახიდან გამოვიყვანე. კარლოსმა ის  რომ დაინახა, ჩვენ წინაშე „კეკლუცობისგან“ თავი ვერ შეიკავა, ქალთან მედიდურად მივიდა, თმაზე მიეფერა და ტუჩებში კოცნა დაუწყო... რა დროს კოცნაობა იყო, როდესაც შენობაში გაცხარებული სროლა მიმდინარეობდა და გამორიცხული არ იყო, რომ წამი-წამზე იქ დიდი მაშველი ძალა მოსულიყო. კარლოსს კი თავისი ცივსისხლიანობის ჩვენება უნდოდა და კინაღამ თავიც წააგო: უცებ, ერთ-ერთი ოთახიდან პისტოლეტით შეიარაღებული მამაკაცი გამოვარდა, კარლოსს ლულა მიადო კეფაზე და შეჰყვირა:

– არ გაინძრე, თორემ, თავს წაგაცლი! შენს ცოფიან ძაღლებს უბრძანე, რომ სროლა შეწყვიტონ!

არ ვიცი, რას მოიმოქმედებდა კარლოსი. ალბათ, არ შეასრულებდა ბრძანებას. თუმცა, ის ცარცივით გათეთრდა. მე იქვე ვიდექი და ვერც კარლოსი მხედავდა და ვერც მცველი. ამიტომ, მცველს პირდაპირ ხელში ვესროლე და პისტოლეტი გავაგდებინე, თვითონ კი ძირს დავარდა. ილიჩმა,  ვითომ არაფერი, მას ოთხი ტყვია დაახალა თავში და, მართალია, კოცნაობა აღარ გაუგრძელებია, მაგრამ, დინჯად გადამიხადა მადლობა. ამის მერე მთელი ჩემი ჯგუფი იქაურობას გაშორდა...

უსაფრთხო ადგილზე რომ მივედით, გიზელა ბლუმმა საინტერესო ინფორმაცია გადმომცა, კარლოსმა კი კიდევ ერთხელ გადამიხადა მადლობა, თუმცა, უკვე აღარ უკეკლუცია და გამომშვიდობებისას მითხრა:

– ყოველთვის ვამბობდი, რომ რუსებს საუკეთესო მებრძოლები ჰყავთ. თუმცა, თქვენ სუფთა რუსს არ ჰგავხართ.

– მშვიდობით, ამხანაგო ილიჩ. ყველას ჩვენ-ჩვენი გზით გაგვიმარჯოს, – მივუგე კარლოსს და ფრანკფურტშივე დავშორდი მას. ექვსიოდე საათის შემდეგ კი უკვე შჩუკინის კაბინეტში ვიჯექი და ოპერაციის დეტალებს ვუყვებოდი. ხოლო, როცა დავასრულე, მან მითხრა:

 – ყოჩაღ, კოკი. ის კი კლოუნია, თუმცა, ძალიან დაუნდობელი და ჩვენთვის საჭირო კლოუნი.

ასეთი დაუნდობელი და საჭირო კლოუნები „კაგებეს“ არაერთი ჰყავდა და, როგორც კი რომელიმე მათგანს, როგორც ანდრეი მუხინი იტყოდა, პროგრამა აერეოდა ტვინში, უმალვე მისი ლიკვიდაციის ბრძანება გაიცემოდა ხოლმე. ასეთ ტვინარეულს კი ზუსტად იმდენი ხნის სიცოცხლე რჩებოდა, სანამ მის ტვინში არ შეაღწევდა შემსრულებლის იარაღიდან გამოშვებული ტყვია. რამდენჯერმე მომიხდა ასეთი დავალების შესრულება და მხოლოდ ერთმა ჩაიარა გართულებებით, თუმცა, მაინც ჩვენთვის სასურველი შედეგით დასრულდა.

ერთხელ, როდესაც შჩუკინს ვეახლე, სადაც მუხინიც იმყოფებოდა, ვიქტორ იაკოვლევიჩმა მითხრა:

– ერთ ტვინარეულს, უფრო სწორად კი, პროგრამაარეულს უნდა გაუხვრიტო ტვინი.

– მზად ვარ. ვის?

– აი, ამას, – მიპასუხა მუხინმა და წითური მამაკაცის სურათი მიჩვენა, – ესაა ანჟეი კუკულსკი, ჩვენი ყოფილი ლიკვიდატორი, რომელიც ექვსი წელი გამართული მუშაობდა, ბოლოს კი „გაჭედა“ და ახლა იძულებულები ვართ, მის ლიკვიდაციაზე ვიზრუნოთ.

– პოლონელია?

– ჰო, მაგრამ, „ფეერგეს“ მოქალაქეა და ჩვენი მფარველობით მუშაობდა. ექვსი თვის წინ კი ჩვენგან თავის დაძვრენა დაიწყო და დამოუკიდებლად მოღვაწეობა გადაწყვიტა, – მითხრა  ანდრეი ლუკიჩმა, პაუზის შემდეგ კი განაგრძო – ასეთი რამ კი, როგორც შენ იცი, ჩემო კოკი, დაუშვებელია და უმკაცრესად ისჯება.

როგორც გამარკვიეს, გერმანიის მოქალაქემ ანჟეი კუკულსკიმ ორგანიზებული კრიმინალური დაჯგუფება შექმნა და ევროპაში დომინირებდა. მისი ორმოცდაათკაციანი ბანდა მრავალპროფილიან კრიმინალურ საქმიანობას ეწეოდა და ყველა საქმეს ჰკიდებდნენ ხელს, რასაც ფული, თუნდაც მცირე თანხა მოჰქონდა. კუკულსკის ბანდიტები ხოცავდნენ ხალხს, იტაცებდნენ ადამიანებსა და ავტოტრანსპორტს, ძარცვავდნენ სახლებსა და მოქალაქეებს და ვაჭრობდნენ ნარკოტიკებით. ეს ყველაფერი კი „კაგებეს“ ყოფილმა ლიკვიდატორმა ჩვენს უწყებაში მიღებული ცოდნით, გამოცდილებითა და ფულით მოახერხა. ყველაზე საკვირველი კი ის იყო, რომ, მართალია, მისი ბანდის წევრთა უმრავლესობას ინტერპოლი და სხვადასხვა ევროპული ქვეყნის პოლიცია ეძებდა, თავად კუკულსკი ძებნილი არ იყო, მასზე მხოლოდ „კაგებე“ ნადირობდა. „კაგებეს“ კი მაშინ აევსო მოთმინების ფიალა და ის სამიზნედ გამოაცხადა, როცა კუკულსკის ბანდამ ჰამბურგის პორტიდან 5 ტონა ჰეროინი გაიტაცა. ეს ჰეროინი კი „კაგებეს“ პატრონაჟის ქვეშ იმყოფებოდა.

– ძალიან ეშმაკი და მოუხელთებელი სუბიექტია, – მითხრა მუხინმა, – მას ერთი დისლოკაციის ადგილი არ აქვს და საცხოვრებელს მუდმივად იცვლის. მას კარგად იცავენ და მასთან მიკარება თითქმის შეუძლებელია, ის ფანტომივითაა. სწორედ ამიტომ დაგიძახეთ შენ, რომ ის აღმოაჩინო და მოსპო.

ჩვენ შევიმუშავეთ ოპერაცია, რომლის მიხედვითაც მე კუკულსკიზე უნდა გავსულიყავი. კონკრეტულად კი,  მისი ნდობით აღჭურვილი ერთ-ერთი პირი უნდა მომეტყუებინა და დამერწმუნებინა, რომ, თუკი ჩემ მიერ მითითებულ ტრაილერს დაესხმებოდნენ თავს, რომელსაც ათკაციანი ფარული შეიარაღებული დაცვა აცილებდა, იქ 10 ტონა ჰეროინს იპოვიდნენ. სამაგიეროდ მათგან წამლის ნახევარს ვთხოვდი... მთელი ამ კომბინაციის მიზანი ანჟეი კუკულსკის ნახვა იყო, რომელიც მე უნდა მომეკლა. თითქმის გამორიცხული იყო, რომ ამხელა საკითხი კუკულსკის გარეშე გადაეწყვიტა ვინმეს და, ჩვენი გაანგარიშებით, კუკულსკისთან აუცილებლად შემახვედრებდნენ. იქ კი უკვე ყველაფერი ჩემზე იყო დამოკიდებული და რამდენიმე ვარიანტი გვქონდა შემუშავებული. მე ობიექტი მუქარის ქვეშ უნდა გამეტაცებინა, მისთვის იარაღი დამედო და, სამშვიდობოზე რომ გავიდოდით, მისი ლიკვიდაცია მომეხდინა.

ყველაფერმა წარმატებით ჩაიარა, მოსამზადებელი ეტაპი კარგად აეწყო და ჩემი „ნაკოლი“ დაიჯერეს. ამიტომ, კუკულსკისთან შეხვედრის თარიღი დაინიშნა და დათქმულ დღეს მანქანაში ჩამსვეს, თვალები ამიხვიეს და გაურკვეველი მიმართულებით წამიყვანეს. ერთი საათის შემდეგ სადღაც მივედით, სკამზე დამსვეს, თვალებიდან სახვევი მომხსნეს და ჩემ წინ მჯდარი ქალი, უფრო სწორად, 35 წლის ლამაზი მანდილოსანი დავინახე, რომელსაც მწვანე თვალები და კუპრივით შავი თმა ჰქონდა. მან ყურადღებით შემათვალიერა, გამიღიმა და მითხრა:

– გისმენთ. ბრძანეთ, რა წინადადებით მოხვედით ჩემთან.

– მე მგონი, მისამართი შემეშალა – მე თქვენთან არ მოვსულვარ.

– ჩემთან, სწორედ ჩემთან. თქვენ განა ტრაილერის საქმეზე არ გინდათ ჩემთან დალაპარაკება?

– ტრაილერის საქმეზე, კი, მაგრამ, თქვენთან არა, – ვთქვი მე და ჩემ გვერდით მდგომ ჩემს მეგზურს შევავლე მზერა, რომელიც ხმას არ იღებდა. შემდეგ ისევ იმ მწვანეთვალებას მივუბრუნდი და ვუთხარი: – განა თქვენ ანჟეი კუკულსკი ხართ?

– თქვენთვის მთავარი ხომ საქმეა და, რა მნიშვნელობა აქვს, ვისთან ერთად გააკეთებთ? მთავარია, რომ თქვენს წილს სრულად, ყოველგვარი მოტყუების გარეშე მიიღებთ, – მითხრა მწვანეთვალებამ.

– როდესაც საქმიანი ურთიერთობა ტყუილით იწყება, რა გარანტიაა, რომ ის ასევე არ გაგრძელდეს და დასრულდეს?! მისტერ კუკულსკის პატიოსანი კაცის რეპუტაცია აქვს და მასთან მინდა ლაპარაკი, მე კი ლამაზ მანეკენს მახვედრებენ.

– კომპლიმენტისთვის მადლობელი ვარ, მაგრამ ანჟეისთან ლაპარაკი გამორიცხულია.

– რატომ?

– ის მკვდარია.

– მკვდარი?

– დიახ, მკვდარი. ამ ორი თვის წინ ერთ საქმეზე ვიყავით და ის ურთიერთსროლისას ბრმა ტყვიამ მოკლა. ჩვენ ამას საიდუმლოდ ვინახავდით, ისევ და ისევ საქმიდან გამომდინარე და მისი სიკვდილის ამბავი ჩვენი საძმოს სულ რამდენიმე წევრმა იცის.

– თქვენ ვინ ბრძანდებით?

– მისი მემკვიდრე, – მომიგო ქალმა და დაამატა – აბა, გისმენთ. ყველაფერი დაწვრილებით მომიყევით.

ასეთ უხერხულ და გაურკვეველ მდგომარეობაში პირველად აღმოვჩნდი. მოვლენების განვითარების ასეთი ვარიანტი ლუბიანკაზე შემუშავებულ არც ერთ გეგმაში არ იყო გათვალისწინებული. ამიტომ, იმპროვიზებულად უნდა მემოქმედა და წამით პაუზა გავაკეთე, მოქმედების გეგმაზე დავფიქრდი და მწვანეთვალებას ვკითხე:

– თქვენი სახელი?

– ანა, – მომიგო მწვანეთვალებამ, – გისმენთ.

მე დაწვრილებით მოვუყევი ანას ტრაილერის დაყაჩაღებისა და იქიდან 10 ტონა ჰეროინის წამოღების გეგმა და ბოლოს ვუთხარი:

– თუ წინააღმდეგი არ იქნებით, მაშინ, იქნებ, თქვენს საძმოში გამაწევრიანოთ. დარწმუნებული ვარ, რომ ერთად მრავალ დიდ საქმეს გავაკეთებთ.

– ვნახოთ, ვნახოთ. ჯერ ეს გავაკეთოთ და დანარჩენზე მერე ვილაპარაკოთ, – მომიგო მოღიმარმა ქალმა, რომელსაც ეტყობოდა, რომ მოვეწონე და მეც სწორედ მის მოხიბვლაზე გავთვალე ყველა ჩემი მოქმედება.

ასეთი სიტუაციები მე ჯერ კიდევ კოჯორში შემასწავლეს გამოცდილმა ინსტრუქტორებმა, რომლებიც მასწავლიდნენ:

– გახსოვდეს, რომ ქალი ყოველთვის ქალია და, შენი ჯალათიც რომ იყოს და თავს გკვეთდეს, თუკი მოხიბლავ, შენს თავზე აღმართულ ნაჯახს დააშვებინებ და თავს გადაირჩენ.

ანას ღიმილი და განაზებული ლაპარაკი მისი მოხიბვლის პირველი ნიშნები იყო. ამიტომ, გავუღიმე და ვუთხარი:

– საქმე ხვალ კეთდება. შეიძლება, რომ დღეს თქვენი სტუმარი ვიყო?

– ამას თხოვნის გარეშეც შეგისრულებდით. ამ ღამით, აბა, სად გაგიშვებთ? – ნახევრად ირონიულად მითხრა ქალმა, მე კი მას გავუღიმე და ხმადაბლა ვუთხარი:

– ძალიან ლამაზი ხართ, ანა და თქვენთან სტუმრობა კი არა, თქვენი ტყვეობაა ჩემთვის დიდი პატივი. სამწუხაროდ, ჩემი შესაძლებლობები შეზღუდულია, თორემ საღამოს ვახშამზე დაგპატიჟებდით რომელიმე ფეშენებელურ რესტორანში.

– მე გეპატიჟებით. ნახევარ საათში მოვალ, – მითხრა ანამ და წავიდა.

 გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3