კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ შეუსწრო ქალმა არასრულწლოვან შვილს მეზობლის ქმართან ინტიმური კავშირის დროს

47 წლის შალვა ს-ს 17 წლის გოგონასთან საკუთარ სახელოსნოში შეუსწრეს. საქმის მასალებით უტყუარად დადასტურდა, რომ ძალადობას ადგილი არ ჰქონია, მაგრამ, ნებაყოფლობითი სექსის მიუხედავად, მამაკაცს 5 წელი მიუსაჯეს. თუმცა, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ბრალდებულს გაუმართლა, რადგან მას პასუხი არა გაუპატიურებისთვის, არამედ, გარყვნილი ქმედებისთვის აგებინეს, რაც სისხლის სამართლის კოდექსში ცალკე მუხლადაა გაწერილი.

დანაშაული ეგრეთ წოდებულ „იტალიურ ეზოში“, მეზობლებს შორის მოხდა. საინტერესო კი ის გარემოებაა, რომ მათ სქესობრივი კავშირი პირველად არ ჰქონიათ, ისინი ერთმანეთს რამდენიმე თვის განმავლობაში ხვდებოდნენ. თუმცა, სასამართლოს ორივემ სხვადასხვა ისტორია უამბო: შალვა ამბობდა, რომ მათი შეხვედრების ინიციატორი ეგრეთ წოდებული დაზარალებული იყო, 17 წლის ლიკა კი ირწმუნებოდა, რომ კაცს შიშის გამო ხვდებოდა. არადა, რისი ეშინოდა რამდენიმე თვის განმავლობაში, თანაც, საკუთარ ეზოში? ამ კითხვას დაზარალებულმა პასუხი ვერ გასცა, მაგრამ, ალბათ, არასრულწლოვნობის გამო, სასამართლომ მაინც მას დაუჯერა...

ასეა თუ ისე, გამოძიებამ მოკვლევით დაადგინა, რომ 47 წლის შალვა ს-მ ჩაიდინა დანაშაული, რაც იმაში გამოიხატა, რომ მან ბოროტად გამოიყენა არასრულწლოვნის უმწეო მდგომარეობა და, მისი წინააღმდეგობის მიუხედავად, მასთან პერიოდულად ამყარებდა ინტიმურ კავშირს. თუმცა, აქვე უნდა ითქვას, რომ არასრულწლოვანი იმ მომენტისთვის 2 წლის ბავშვის დედა იყო და, არცთუ იშვიათად მის შვილს მოძალადის ცოლი უვლიდა. 

აღსანიშნავია ისიც, რომ პოლიციას მომხდარის შესახებ გოგონას დედამ – მარინა მ-მ შეატყობინა, რომელმაც არა მხოლოდ დამნაშავის, არამედ, მისი ცოლის – ზაირას პასუხისგებაში მიცემაც მოითხოვა. დაზარალებულის დედა სამართალდამცველებს არწმუნებდა, რომ მოძალადე სწორედ ცოლმა წააქეზა და მომხდარში ქმარზე მეტად ბრალს მას უფრო სდებდა. 

ჭირვეული მეზობლები      

საგულისხმოა, რომ დაზარალებულის დედა მარინა მ. და მოძალადის ცოლი ზაირა გ. არა მხოლოდ მეზობლები, არამედ, თანაკლასელები და ერთ დროს უახლოესი დაქალები იყვნენ. წლების განმავლობაში ისინი უერთმანეთოდ პირში ლუკმას არ იდებდნენ. ქალებს გასაჭირიც ერთნაირი ჰქონდათ – ერთმაც და მეორემაც ქმარი საკუთარ სახლში მიიყვანა საცხოვრებლად, მაგრამ, ორივე მიატოვეს ქმრებმა და ბავშვებს ერთად ზრდიდნენ.

მეზობლები ერთმანეთს ინციდენტამდე რამდენიმე ხნით ადრე დაუპირისპირდნენ, რის შემდეგაც მათ ეზოში სისტემატური „კონცერტები” ჩვეულებრივი მოვლენა გახდა – ქალები ერეთმანეთს რას აღარ აბრალებდნენ. 

მეზობლების მონაყოლით, დაპირისპირების მიზეზი მათთვის უცნობი მამაკაცი გახდა, რომელიც ჯერ ზაირასთან დადიოდა, შემდეგ მარინასთან გააბა რომანი. ეს კი ზაირამ არ აპატია დაქალს და ერთმანეთი ისე სცემეს, მეზობელ კაცებს რომ არ გაეშველებინათ, შესაძლოა, ერთმანეთი დაეხოცათ. ყველაფერი კი იმით დასრულდა, რომ „დავის ობიექტმა” ორივე მიატოვა და წავიდა, მაგრამ, ქალები მაინც ვერ დაწყნარდნენ და შანსს არ უშვებდნენ, რომ ერთმანეთი უშვერი სიტყვებით არ გაელანძღათ.    

ამის მიუხედავად, მათი შვილები – ლიკა და დათი ერთმანეთთან მაინც მეგობრობდნენ, მაგრამ, მალე მათი გზებიც გაიყარა – დათის მამამ, როგორც კი მისმა შვილმა სკოლა დაამთავრა, ბიჭი თავისთან, რუსეთში წაიყვანა. რაც შეეხება ლიკას, ის 15 წლის ასაკში გათხოვდა და 16 წლისას უკვე შვილიც ჰყავდა, მაგრამ, ქმარს მალე გაშორდა და ბავშვიანად ისევ დედასთან დაბრუნდა. როგორც მეზობლები ამბობდნენ, ლიკას თავისივე ასაკის ქმარი ჰყავდა, ბავშვებს ერთმანეთი ძალიან უყვარდათ, მაგრამ, მათი გაყრა ლიკას დედამ გადაწყვიტა – სიდედრს მიაჩნდა, რომ სიძე მის შვილსა და შვილიშვილს ცუდად უვლიდა და თავისთან გადაიყვანა... 

რაც შეეხება ზაირა გ-ს, შვილის მამასთან გასტუმრების შემდეგ, მეორედ გათხოვდა და, ისევე, როგორც პირველ შემთხვევაში, მეორე ქმარი – შალვა ს-ც საცხოვრებლად თავის სახლში მიიყვანა. ხოლო, იმის გამო, რომ კაცი ოქრომჭედლობდა და სუვენირებსაც აკეთებდა, ზაირამ მდგმური გაუშვა და ეზოში მდებარე ოთახი ქმარს სახელოსნოდ მოუწყო. 

ახალდაქორწინებული წყვილი ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებდა, მათზე ბედნიერი არავინ ეგონათ, მაგრამ, ერთ საღამოს ეზოს მყუდროება ლიკას დედის ყვირილმა დაარღვია – შვილს ზაირას ქმართან შეუსწრო...      

 გაუპატიურება თუ ნებაყოფლობითი ინტიმური კავშირი

ზაირას ქმარი, 47 წლის შალვა ს, თავის პირველ ცოლთან გაყრილი იყო. როგორც მისი ჩვენებიდან ჩანს, მეორედ დაქორწინება აღარ უნდოდა, მით უმეტეს, რომ სახლი ცოლ-შვილს დაუტოვა და, ცოლი რომც შეერთო, ვერსად აცხოვრებდა სახელოსნოს გარდა, რომელიც ნაქირავები ჰქონდა. თუმცა, ზაირას გაცნობის შემდეგ ყველაფრი შეიცვალა.

შალვას ზაირა ახლობელმა გააცნო: ქალი მეგობრისთვის დაბადების დღის საჩუქარს ეძებდა, ნაცნობმა კი ხელნაკეთი სუვენირის ასარჩევად შალვასთან მიიყვანა. სახელოსნოში მისულ ქალს, როგორც ჩანს, ხელოსანი მაშინვე მოეწონა...

მეორე მისვლაზე ზაირამ ხელოსანს ბეჭედი შეუკვეთა, რომელიც ერთ კვირაში უნდა წაეღო, მაგრამ, ერთი კვირის შემდეგ ბეჭდის წასაღებად მისული, სახლში აღარ დაბრუნებულა – იმ ღამეს სახელოსნოში დარჩა...

„საჩუქრების შესარჩევად“ ზაირა სახელოსნოში დაახლოებით სამი თვის განმავლობაში დაიარებოდა. ერთ-ერთი ვიზიტისას მას თან ახლდა ლიკა, ანუ არასრულწლოვანმა ზაირას მომავალი ქმარი ჯერ კიდევ მანამდე გაიცნო, ვიდრე ის საცხოვრებლად მათ ეზოში გადავიდოდა. ეს შეეფერება თუ არა სიმართლეს, დაუდგენელი დარჩა, მაგრამ, როგორც შალვა ს. ამბობს, ლიკა სახელოსნოში ზაირას გარეშეც მიდიოდა, თუმცა, მასზე ცუდად არასდროს უფიქრია, იმის მიუხედავად, რომ გოგონა მას ყველანაირად იწვევდა...

განსასჯელის ჩვენებიდან: „ზაირას ცოლად მოყვანა არ მიფიქრია. ვხვდებოდი, მაინცდამაინც არც მას უნდოდა ჩემი ცოლობა, მაგრამ, ასე მოხდა – ზაირა დაორსულდა და, ვინაიდან, ასაკის მიუხედავად, ბავშვის გაჩენა უნდოდა, მეც დავთანხმდი და მასთან გადავედი, თუმცა, სამ თვეში მუცელი მოეშალა.

ეზოში, სადაც სახელოსნო გავხსენი, ლიკა ხშირად მაკითხავდა. მისი სტუმრობა განსაკუთრებით თვალშისაცემი იმით იყო, რომ სწორედ მაშინ მოდიოდა, როდესაც ზაირა სახლში არ იყო. 

რაღაც პერიოდი ვერ ვხვდებოდი, რა უნდოდა, მაგრამ, ბოლოს მოურიდებლად ამიხსნა, რომ თავს მარტოსულად გრძნობდა და უნდოდა ეს ყველაფერი ჩემთვის გაეზიარებინა. ყურადღება არ მიმიქცევია, თავი ისე დავიჭირე, ვითომ ვერაფერს ვხვდებოდი, მაგრამ, ამის შემდეგ ჩემთან სიარულს კიდევ უფრო მოუხშირა და კიდევ უფრო მეტად გამომწვევად იცვამდა. 

ერთ საღამოს ჩემმა ძველმა მეგობრებმა მომაკითხეს და სახელოსნოში მათთან ერთად დავლიე. ზაირა იმ დღეს სახლში არ იყო. როგორ აღმოჩნდა ლიკა ჩემს სახელოსნოში, არ ვიცი... მიუხედავად იმისა, რომ ნასვამი ვიყავი და თავზე ხელი გადავუსვი, ჩვენ შორის არაფერი მომხდარა. ასე გრძელდებოდა დაახლოებით ორი კვირა, შემდეგ კი მეც ვეღარ შევიკავე თავი...  ლიკა მიყვებოდა, რომ ზაირა  უყვარდა და რცხვენოდა, ასე რომ ექცეოდა, მაგრამ, იმასაც მეუბნებოდა, რომ თავს მარტოდ გრძნობდა და მეგობარი სჭირდებოდა...

ვიდრე დამაკავებდნენ, იმ პერიოდში ბევრი შეკვეთა მქონდა. ზაფხული იყო, სახლში ცხელოდა და, რადგან სახელოსნოში უფრო სიგრილე იყო, დღისითაც იქ ვიყავი და ღამესაც იქ ვათევდი.

18 აგვისტოს, დაახლოებით ღამის პირველი საათი იქნებოდა, სახელოსნოს კარებში ლიკა რომ გამოჩნდა. გამიკვირდა, და ვუთხარი, სასწრაფოდ წასულიყო, მაგრამ, დამარწმუნა, რომ ბავშვი დააძინა და საშიში არაფერი იყო. სიცხის გამო წელს ზემოთ გახდილი ვიყავი და ხელები შემომხვია. კიდევ ვთხოვე წასულიყო, მაგრამ, არ დამიჯერა. ვიცოდი, სანამ თავის სურვილს არ აისრულებდა,  არ წავიდოდა, ამიტომ, რაც შეიძლება სწრაფად გავხადე ტანსაცმელი და სწორედ ამ მომენტში, დედამისი შემოვიდა... მისმა კივილმა მთელი ეზო ფეხზე დააყენა, მაგრამ, ის არც მე მერჩოდა და არც თავის შვილს, მხოლოდ ზაირას ადანაშაულებდა. დარწმუნებული იყო, რომ ყველაფერი მან მოაწყო. თუმცა, მას შემდეგ, რაც ეს ამბავი თავად ზაირამ გაიგო, მეც და ლიკასაც მოკვლით გვემუქრებოდა. გოგონას აყვედრიდა, რომ შვილივით გაზარდა, მის შვილსაც უვლიდა, მაგრამ, მამამისის ასაკის კაცს არ მოერიდა და ქმარს ართმევდა.

პირველ ეტაპზე ლიკამ ყველაფერი ისე მოყვა როგორც მოხდა, მაგრამ, შემდეგ ჩვენება შეცვალა და დამაბრალა, თითქოს ვაშინებდი და ჩემთან სიარულს მუქარით ვაიძულებდი, რაც სიმართლეს არ შეეფერება,” – აცხადებდა განსასჯელი.

არაოფიციალური ვერსიით, დაზარალებულს ჩვენება დედამ შეაცვლევინა. შეცვლილ ჩვენებაში ლიკამ დააფიქსირა, თითქოს ზაირამ შალვა იმ მოტივით გააცნო, რომ მასთან ინტიმური კავშირი ჰქონოდა, რადგან ქმარი მისგან წასვლას აპირებდა და მხოლოდ ამ გზით შეძლებდა მის შენარჩუნებას. მაგრამ, სასამართლომ,  არასათანადო მტკიცებულებების გამო, მისი ჩვენებები არ გაიზიარა და გაუპატიურების მუხლით აღძრული საქმე, საბოლოოდ, გარყვნილ ქმედებად გადააკვალიფიცირა. დამტკიცდა, რომ, რეალურად, ძალადობას ადგილი არ ჰქონია, რაც, გარდა განსასჯელის ჩვენებისა, სხვა გარემოებებითაც დადასტურდა. თუმცა,  ვინაიდან ლიკა მ. არასრულწლოვანი იყო, სასამართლომ ბრალდებული მთლიანად ვერ გაამართლა და „გარყვნილი“ ციხეში 5 წლით გამოკეტა.

скачать dle 11.3