კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა მოხდა ამ დღეს

26 ნოემბერი

1832 – ნიუ-იორკში მოძრაობა დაიწყო მსოფლიოში პირველმა ცხენებშებმულმა ტრამვაიმ – კონკამ.

1885 – პრაღაში პირველად გადაუღეს ფოტოსურათი ვარდნილ მეტეორიტს.

27 ნოემბერი

1095 – კლერმონის საეკლესიო კრებაზე რომის პაპმა ურბან მეორემ ხალხს მოუწოდა ჯვაროსნული ლაშქრობისკენ „წმინდა მიწის“ გასათავისუფლებლად.

1895 – ალფრედ ნობელმა დაწერა ანდერძი, სადაც თავისი ქონების დიდი ნაწილი გამოყო მეცნიერთა და საზოგადო მოღვაწეთა დასაჯილდოებლად, დღესდღეობით ამ ჯილდოს ნობელის პრემია ეწოდება.

1922 – გამოჩნდა პირველი საბჭოთა ფული (ჩერვონეცი).

1971 – კოსმოსური აპარატი „მარსი 2“ გახდა დედამიწიდან გაგზავნილი პირველი სხეული, რომელმაც  მარსის ზედაპირს მიაღწია.

28 ნოემბერი

1414 – დააპატიმრეს და ინკვიზიციის სასამართლოს გადასცეს ჩეხეთის ეროვნული გმირი იან ჰუსი.

1581 – 18 წლის უილიამ შექსპირმა ჯვარი დაიწერა ენ ჰათუეიზე.

1895 – ჩიკაგოში ჩატარდა ამერიკის კონტინენტზე პირველი ავტორალი.

1919 – ლედი ასტორი გახდა პირველი ბრიტანელი პარლამენტარი ქალი.

1943 – დაიწყო თეირანის შეხვედრა სტალინის ჩერჩილისა და რუზველტის მონაწილეობით.

1974 – ჯონ ლენონის ბოლო გამოსვლა სცენაზე.

29 ნოემბერი

1899 – ესპანეთში დაარსდა საფეხბურთო კლუბი „ბარსელონა“.

1929 – ამერიკელმა პილოტმა რიჩარდ ბიორდმა პირველმა გადაუფრინა სამხრეთ პოლუსს.

1959 – „გრემის“ პირველი ლაურეატები იყვნენ ფრენკ სინატრა და დიუკ ელინგტონი.

30 ნოემბერი

1854 – დაიწყო სუეცის არხის მშენებლობა ეგვიპტეში.

1922 – დაარსდა ჩეჩნეთის ავტონომიური ოლქი.

1986 – ივან ლენდლი გახდა პირველი ჩოგბურთელი, რომელმაც გამოიმუშავა 10 მილიონ დოლარზე მეტი.

1 დეკემბერი

1835 – დაიბეჭდა ჰანს კრისტიან ანდერსენის ზღაპრის პირველი წიგნი.

1887 – ლიტერატურულ ნაწარმოებში პირველად გამოჩნდა შერლოკ ჰოლმსის პერსონაჟი.

1891 – ჯეიმს ნეისმიტმა გამოიგონა კალათბურთი.

1903 – ეკრანებზე გამოვიდა პირველი ვესტერნი: „მატარებლის დიდი ძარცვა“.

1918 – ისლანდია გამოეყო დანიას და გახდა დამოუკიდებელი სახელმწიფო.

1987 – დაიწყო გვირაბის მშენებლობა ლა-მანშის სრუტის ქვეშ – ინგლისსა და საფრანგეთს შორის.

2 დეკემბერი

1804 – ნაპოლეონ ბონაპარტე ეკურთხა საფრანგეთის იმპერატორად.

1823 – ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენიტმა ჯეიმს მონრომ გამოაცხადა ეგრეთ წოდებული „მონროს დოქტრინა“ (ევროპა – ევროპელებს, ამერიკა – ამერიკელებს).

1870 – რომი გახდა იტალიის სამეფოს დედაქალაქი (მანამდე იყო ტურინი).

1956 – კუბაში დაიწყო კომუნისტური ამბოხი ფიდელ კასტროს ხელმძღვანელობით.

скачать dle 11.3