კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რამდენი წლის ასაკში ჰქონდა პირველი ინტიმური კავშირი ქალთან ხავიერ ბარდემს და როდის მიაჩნია მას შეშლილად მთელი მსოფლიო

* ჯეიმს ბონდის ახალ სერიაში „007: კოორდინატი სქაიფოლი” მთავარი ბოროტმოქმედის როლი ცნობილმა ესპანელმა მსახიობმა ხავიერ ბარდემმა შეასრულა. ამბობენ, რომ ქარიზმატული გარეგნობის მქონე ბარდემი იდეალური ბოროტმოქმედია კინორეჟისორებისთვის და მისი გრაფიკი წინასწარ, რამდენიმე წლის წინ არის გაწერილი. გარდა ამისა, ბარდემი აღიარებული სექს-სიმბოლოა და მას მილიონობით თაყვანისმცემელი ჰყავს სუსტი სქესის წარმომადგენლებში. 

* ხავიერ ბარდემი  დაიბადა 1969 წლის 1 მარტს, მსახიობების ოჯახში: ბაბუა – მსახიობი რაფაელ ბარდემი, ბებია – მსახიობი მატილდა მუნიოს სამპედრო, დედა – მსახიობი პილარ ბარდემი, და და ძმა – მსახიობები: მონიკა ბარდემი და კარლოს ბარდემი, ბიძა – რეჟისორი ხუან ანტონიო ბარდემი.

* ხავიერ ბარდემი ათეისტია. მისი სიტყვებია: „ღმერთის არ მჯერა, მჯერა ალ პაჩინოსი”.

* ხავიერ ბარდემი, სანამ მსახიობი გახდებოდა, ესპანეთის რაგბის ნაკრების წევრობის კანდიდატი იყო.

* ხავიერ ბარდემი პირველი ესპანელი მსახობია, რომელიც „ოსკარის” ნომინაციაზე წარადგინეს. 2000 წელს ბარდემი ფილმში „სანამ დაღამდება” არატრადიციული სექსუალური  ორიენტაცის კუბელი მწერლის, რეინალდო არენასის როლისთვის, მამაკაცის როლის საუკეთესო შემსრულებლის ნომინაციაზე იყო წარდგენილი. ამ როლისთვის ბარდემმა 17 კილოგრამი დაიკლო წონაში.

* 2010 წლის ივლისში ხავიერ ბარდემი მსახიობ პენელოპა კრუსზე დაქორწინდა. ქორწილი ბაჰამის კუნძულებზე შედგა, ხოლო 2011 წლის 25 იანვარს წყვილს პირველი შვილი (ვაჟი) – ლეო ეყოლა. 

* 2012 წლის 8 ნოემბერს ხავიერ ბარდემს ჰოლივუდის „დიდების ხეივანში” ვარსკვლავი გაუხსნეს. ცერემონიას „007: კოორდინატი სქაიფოლის” გადამღები ჯგუფის წევრები დაესწრნენ.

* ხავიერის კინოკარიერა 5 წლის ასაკში დაიწყო – მან ეპიზოდური როლი შეასრულა მინისერიალში „ბოროტმოქმედი”. მისი გმირი ნინიო ტიტრებში არ იყო ნახსენები.

* ხავიერ ბარდემის სიმაღლე 183 სანტიმეტრია.

* ხავიერ ბარდემს აწუხებს ის ფაქტი, რომ, ბრუტალური გარეგნობის გამო, მას ხისტ ადამიანად და სუპერმაჩოდ მიიჩნევენ, სინამდვილეში კი, იგი მორიდებული და დელიკატურია.

* ხავიერ ბარდემს რამდენჯერმე აქვს გატეხილი ცხვირი, მათ შორის, ერთხელ – გაუგებარ სიტუაციაში: ერთ-ერთ დისკოთეკაზე მას მიუახლოვდა მამაკაცი და ჰკითხა სახელი, რის შემდეგაც ცხვირში დაარტყა მუშტი. ბარდემმა დღემდე არ იცის, რის გამო გაუტეხა უცხო მამაკაცმა მას ცხვირი.

* თავდაპირველად ხავიერ ბარდემს მხატვრობა იზიდავდა, თუმცა, მადრიდის ფერწერის სკოლაში გატარებული გარკვეული დროის შემდეგ, ის მიხვდა, რომ არ ჰქონდა ხატვის ნიჭი და სწავლა მიატოვა.

* სანამ ცნობილი მსახიობი გახდებოდა, ხავიერ ბარდემმა რამდენიმე სამსახური გამოიცვალა: მშენებლად, მამაკაცების სტრიპტიზის მოცეკვავედ და ღამის ბარში მცველად მუშაობდა.

* ხავიერ ბარდემს საკუთარი თავი იპოქონდრიკად მიაჩნია და, მისი თქმით, ლამაზი ქალის დანახვაზე ენა ებმება. მან აღიარა, რომ პირველი ინტიმური კავშირი ქალთან 19 წლის ასაკში ჰქონდა.

* ხავიერ ბარდემი ხშირად აკრიტიკებს კათოლიკურ ეკლესიას. მას მიაჩნია, რომ ადამიანს უნდა ჰქონდეს თვითმკვლელობის უფლება და, ასევე, მიესალმება ერთსქესიან ქორწინებებს.

* „მამა მაშინ წავიდა სახლიდან, როდესაც მე ძალიან პატარა ვიყავი და, ძირითადად, დედამ და დამ გამზარდეს. ამის გამო, მაქვს ქალური განათლება. ასევე, მახსოვს ის დღე, როდესაც გვაუწყეს, რომ მამა გარდაიცვალა,” – იხსენებდა თავის ბავშვობას ხავიერ ბარდემი ერთ-ერთ ინტერვიუში.

* ხავიერ ბარდემს სურვილი აქვს, რომ გარდაიცვალოს სიჩუმეში.

* ხავიერ ბარდემი „ჰევი მეტალის” მოყვარულია და მისი საყვარელი მუსიკალური ჯგუფია „AC/DC”.

* ხავიერ ბარდემმა არ იცის ავტომობილის მართვა და სცენებში, სადაც მისი გმირი საჭეს უზის, მას დუბლიორი ცვლის.

* ხავიერ ბარდემი ესპანეთის მოქალაქეა და ძირითადად მადრიდის გარეუბანში ცხოვრობს. ამერიკის შეერთებულ შტატებში იგი მხოლოდ გადაღებების დროს ჩადის.

* ფილმისთვის „მოხუცების ადგილი აქ არის” აღებული „ოსკარი” ხავიერ ბარდემმა დედას მიუძღვნა.

* ბარდემების ოჯახი ფლობს რესტორნების ქსელს სახელწოდებით „ბარდემსილა”.

* ხავიერ ბარდემის თქმით, მისი საუკეთესო მეგობრები ტომ კრუზი და ჯოშ ბროლინი არიან.

* ჟურნალ „ემფაირის” ვერსიით, ხავიერ ბარდემი მსოფლიო კინოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სექსუალური მამაკაცი მსახიობია.

* ხავიერ ბარდემს არ უყვარს ფუფუნების საგნები და საკვებშიც არ არის პრეტენზიული. მისი თქმით, მისთვის შავი ხიზილალა არის შემწვარი კვერცხი და შემწვარი კარტოფილი.

* „იყო რაგბის მოთამაშე ესპანეთში, იგივეა, რომ იყო ტორეადორი იაპონიაში,” – ამბობს ხავიერ ბარდემი.

* „როდესაც საკუთარ თავს ვხედავ ჟურნალების გარეკანზე, მგონია, რომ მსოფლიო შეიშალა,” – განაცხადა ხავიერ ბარდემმა.

* სოფი ლორენის თქმით, ხავიერ ბარდემი მას ახალგაზრდა მარჩელო მასტროიანის აგონებს და სურვილი აქვს, რომ მასთან ერთად მოხვდეს გადასაღებ მოედანზე. 

* ხავიერ ბარდემი თავისი კოლეგების გაელ გარსია ბერნალისა და დიეგო ლუნას საყვარელი მსახიობია.

* საკუთარ თავს ხავიერ ბარდემი ასექსუალურ მამაკაცად მიიჩნევს და უკვირს, როდესაც მას სექს-სიმბოლოდ მიიჩნევენ.

* „ჩემთვის ყველაზე ბედნიერი დღე იყო მაშინ, როცა ღამის 3 საათზე ნიუ-იორკიდან დამირეკა ალ პაჩინომ და მითხრა, რომ აღფრთოვანებული იყო ჩემი თამაშით ფილმში „სანამ დაღამდება,” – იხსენებს ხავიერ ბარდემი.

* ხავიერ ბარდემი ათი წელი ცხოვრობდა სამოქალაქო ქორწინებაში მთარგმნელ კრისტინა პეილზთან.

* მისი სრული სახელი და გვარია: ხავიერ ანხელ ენსინას ბარდემი.

* ხავიერ ბარდემისა და პენელოპა კრუსის რომანი დაიწყო ფილმ „ვიკი კრისტინა ბარსელონას” გადასაღებ მოედანზე, თუმცა, მანამდე ერთმანეთს თითქმის 20 წლის განმავლობაში იცნობდნენ.

скачать dle 11.3