კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მამაკაცური საიდუმლო...

შეეცადეთ, გაუგოთ მათ... მერე რა, რომ როცა ისინი იმავეს ცდილობენ, თითქმის არაფერი გამოსდით... 

როგორები არიან ისინი სინამდვილეში? ან, რატომ ფიქრობენ, რომ ჩვენ ქარაფშუტა არსებები ვართ, მაშინ, როცა ლოგიკა მათზე გაცილებით მძაფრი გვაქვს?!

სამწუხაროდ, ჩვენც და ისინიც ხშირად შევყავართ შეცდომაში სტერეოტიპებს. მაგალითად:

* კაცებს არ უყვართ საყიდლებზე სიარული – პირიქით, ძალიანაც უყვართ, მაგრამ, მათ ზუსტად იციან, რა უნდათ და, ამიტომაც, მაღაზიიდან მაღაზიაში არ დაბოდიალობენ – განსხვავება სულ ესაა და ამან არ უნდა გაგვაღიზიანოს. მამაკაცი ძალიან შორს არ წასულა თავისი შორეული წინაპრისგან. ბუნებით ისევ მონადირედ რჩება და ამ თვისებას ყველაფერში ავლენს.

* მამაკაცმა შესანიშნავად იცის, რა სჭირდება ქალის ემოციურ ბუნებას და, თუ ლაპარაკობს სიყვარულზე მაშინ, როცა, რეალურად, სექსი უნდა, ის ამით პასუხობს მოთხოვნას. პრინციპში, ქალმაც ხომ იცის ეს? თუმცა, სიყვარულიც შეუძლია და ამისი მაგალითები არსებობს:  კაცი პოულობს ქალს, რომელსაც თავისი „ნაშიერების“ დედად მოიაზრებს და რჩება მასთან.

* ტყუილია, თითქოს მამაკაცისთვის სულერთია, არის თუ არა წესრიგი სახლში. პირიქით, ის წესრიგსაც კარგად ამჩნევს და უწესრიგობასაც. უბრალოდ, ზოგი ჩუმად არის, ზოგიც მოითხოვს, რომ მტვერიც გაქრეს, ნაგვიანი ურნაც დაიცალოს და ჭუჭყიანი წინდებიც დროულად გაირეცხოს. მგონი, კარგია, როცა ქმარი ჩუმად ელოდება, როდის დალაგდება მისი საცხოვრებელი, მაგრამ, წუწუნს ვერ იტანს და არც ის მოსწონს, როცა ცოლი აპლოდისმენტებს ითხოვს. რისთვის? –  უკვირს მას, – ეს ყველაფერი ხომ მისი საქმეაო.

* მამაკაცებს არ უყვართ საკუთარ გრძნობებზე ლაპარაკი. მთლად ასეც არ არის საქმე. მამაკაცს შეუძლია, იყოს ძალიან ემოციური, მაგალითად, როცა საკითხი ფეხბურთს ან ახალ ავტომობილს ეხება. ეს – ხუმრობით, მაგრამ, სერიოზულად რომ ვილაპარაკოთ, კაცს უჭირს საკუთარ გრძნობებსა და ემოციებზე ლაპარაკი; იმიტომ კი არა, რომ არ უნდა, უბრალოდ, მორცხვობს და ერიდება – მას ხომ სულ იმას ასწავლიდნენ, რომ ბიჭია და ყველაფერი უნდა მოითმინოს. ასე რომ, გაუგეთ მამაკაცებს!

 

პატარ-პატარა ხრიკები

 

ერთფეროვანი საღამოები: ძვირფასი მეუღლე ტელევიზორის წინ მოკალათებულა და ვერანაირი ძალა მას იქიდან ვერ ააგდებს. ბუნებრივი პროტესტი გასაგებია, მაგრამ... ამის გამო ჩხუბი – გაუმართლებელი. ფიქრობთ, რომ ქმრის ყურადღებას ვეღარ იპყრობთ? შეიღებეთ ტუჩები წითელი პომადით – რეაქცია მყისიერი იქნება და ყურადღებაც გარანტირებული გაქვთ. მას, მინიმუმ, კითხვის ნიშანი გაუჩნდება: რა არის ამ ცვლილების მიზეზი? – ესეც საქმეა.

მამაკაცი ჭკვიანიც არის და ნიჭიერიც; შეიძლება, მეცნიერებაშიც ადვილად მოახდინოს გადატრიალება, მაგრამ, ფიქრების, მით უმეტეს, ქალის ფიქრების ამოკითხვა მას არ შეუძლია. იტანჯება, როცა მინიშნებებით ელაპარაკებით და ღიზიანდება. საქმე იქამდე მივა, რომ საერთოდ აღარ მოგისმენთ. ამიტომ, თქვენს სურვილებსა თუ პრობლემებზე პირდაპირ და ლაკონურად ელაპარაკეთ. მართალია, ეს რომანტიკულობას მოკლებული იქნება, მაგრამ, სამაგიეროდ, არ მოგიწევთ მოსმენა – „რა გინდა? ვერაფერი გავიგე!“

ყველაზე სერიოზული „ტრიუკია“ ხელსაყრელი მომენტის შერჩევა, ანუ, თუ გინდათ, კაცთან თქვენსას მიაღწიოთ, უპირველესად, შესაფერისი მომენტის შერჩევა უნდა ისწავლოთ. დაელოდეთ თქვენთვის სასარგებლო სიტუაციას, ანუ, მომენტს, როცა მამაკაცი განსაკუთრებით კეთილგანწყობილია თქვენ მიმართ, ყურადღებით მოგისმენთ და არც პროტესტს გამოავლენს. მაგალითად, ასეთი დროა სადილი, მით უფრო, როცა სუფრას მისი საყვარელი კერძი ამშვენებს. და თუ გემოც მოეწონა, ეს იმას ნიშნავს, რომ კაცი უკვე კმაყოფილია და, შეგიძლიათ, თქვენი სურვილიც შეაპაროთ...

 

მეტი ყურადღება!

 

ადამიანებს ცუდად ესმით ერთმანეთის. ასე რომ არ იყოს, არც უამრავი პრობლემა გვექნებოდა. უცხოებსა და პირველად შეხვედრილებს ვინ ჩივის, ერთმანეთის არ ესმით ოჯახის წევრებს, თანამშრომლებს, ნათესავებს, მეგობრებს... ხშირად გიფიქრიათ იმაზე, კარგად გაიგეთ თუ არა და მართებულად თქვენი გარშემო მყოფების საქციელის მოტივი? გაუცხოებაც ხომ იმით არის ხოლმე გამოწვეული, რომ რაღაც ეტაპზე მას ვერ გაუგეთ... და, ასე ვცხოვრობთ: ვერ ვამჩნევთ ჩვენკენ მოპყრობილ შეყვარებულ მზერას, ახალგაცნობილი ადამიანის, კოლეგის მიერ გამოჩენილ ყურადღებას...

დროა, თვალები ფართოდ გავახილოთ, გულის კარი კი გავაღოთ ურთიერთობისთვის, გრძნობებისთვის, დადებითი ემოციისთვის... მსუბუქი ფლირტი მშვენიერი საშუალებაა ცხოვრების გასახალისებლად, მით უმეტეს, თუ ფლირტის წესები იცით. მამაკაცის ყურადღება ქალს უფრო თავდაჯერებულს ხდის და უჩენს სიხარულის, ბედნიერების განცდას, თავად მამაკაცისთვის კი ეს ერთგვარი რელაქსაციაა. მთავარია, გამოიჩინოთ ყურადღება და შორს არ შეტოპოთ. ერთი სიტყვით, ყველაფერი თქვენზეა დამოკიდებული. ბუმერანგი აუცილებლად დაბრუნდება თქვენთან, თუკი სწორი მიმართულებით და სიყვარულით გაუშვებთ...

 

უცნაური ფსიქოლოგია

 

გინდათ, უკეთესად გაიცნოთ თქვენი საყვარელი მამაკაცი? მაშინ, სერიოზულად მიუდექით მის დამოკიდებულებას კვერცხებისადმი (საუბარია ქათმის კვერცხებზე). როცა გამოკითხეს 1 000 მამაკაცი სხვადასხვა ეროვნებისა და სოციალური სფეროდან, მეცნიერებმა საკმაოდ საინტერესო დასკვნა გააკეთეს... დააკვირდით, როგორი ტაფამწვარი უყვარს თქვენს რჩეულს (ქალებზე ეს ტესტი არ ვრცელდება). 

მაშ ასე: მამაკაცი, რომელსაც ტაფაზე გაუთქვეფავად შემწვარი კვერცხის „თვალი“ უყვარს (ანუ „გლაზუნია“), დაკვირვებულია და საკმაოდ ფრთხილი. სწორედ ეს არის მიზეზი, რომ ისინი ძალიან გვიან ან საერთოდ არ ქორწინდებიან.

ის, ვინც ნაჭუჭიანად მოხარშულ კვერცხს ანიჭებს უპირატესობას, უპასუხისმგებლო, გაფანტული და არასაიმედო მამაკაცია. მან იშვიათად იცის, რა სურს რეალურად.

ომლეტს იდეალურ ვარიანტად მიიჩნევენ სერიოზული მამაკაცები, რომლებიც დიდი პასუხისმგებლობის გრძნობითა და მხიარული, მეგობრული ხასიათით გამოირჩევიან.

საუზმეზე „ყიყლიყო“ ურჩევნიათ საქმიან, პრინციპულ მამაკაცებს. ისინი ენერგიულები და სექსუალურად აქტიურები არიან.

скачать dle 11.3