პორნოკომენტატორი იტალიურად
იტალიური „სამპდორიას” არგენტინელი ლეგიონერის, მაქსი ლოპესის მეუღლე, წარსულში ცნობილი პორნოვარსკვლავი, ამჟამად კი წარმატებული მოდელი ვანდა ნარაა, რომელიც თავისი სექსუალური იმიჯით მუდამ იპყრობს საზოგადოების ყურადღებას. ამას წინათ ვანდამ თავის მეუღლეს განუცხადა, რომ მოჰბეზრდა უსაქმოდ ყოფნა და რამე საქმით დაკავების სურვილი გამოთქვა. შეშინებულმა ლოპესმა, ისევ ძველ პროფესიას არ დაუბრუნდესო, სასწრაფოდ დაიწყო მისთვის სამსახურის ძებნა და ერთ-ერთ იტალიურ არხზე სპორტულ კომენტატორად მოაწყო. საგულისხმოა, რომ პირველი მატჩი, რომელიც ვანდამ კომენტატორის ამპლუაში წაიყვანა, „სამპდორია”-„ატალანტას” დაპირისპირება აღმოჩნდა, რომელშიც მისი მეუღლის გუნდი დამარცხდა, ხოლო თავად ლოპესმა მენისკის ტრავმა მოიმიზეზა.