კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ღვთის ძალით აღსრულებული სასწაულები

მაშინ ჩემში რაღაც აუხსნელი რამ მოხდა, რაღაც შიში დამეუფლა: მართლაც რომ ვნახო ისინი, ანგელოზები და მათ დამიდასტურონ მოხუცის ნათქვამი? მერე, როგორ მივიდე მათთან? მე ხომ ცოდვილი ადამიანი ვარ, მაშასადამე, არ ვარ ღირსი მათი ნახვისა, ჩემი მხრიდან სიამაყე და თავდადებულობა იქნება, თუ გადავწყვეტ მათთან წასვლას.

მივხვდი, რომ ამ შეხვედრით ან გავძლიერდებოდი რწმენაში, ან დიდი წარმოდგენა შემექმნებოდა ჩემს თავზე. ჩავთვალე თავი უღირსად და გადავწყვიტე, არ წავსულიყავი.

მამა იოანემ განაგრძო გამოკითხვა და გაიგო, რომ ივანე სმირენნიკოვმა რამდენჯერმე ისეთი დახმარება გაუწია კუნძულის მცხოვრებთ, რაც ზებუნებრივი ჩარევით შეიძლება აიხსნას:

1) ტოენ თეოდორე ჟაროვის ცოლი ღამით ხაფანგში მოყვა. ავადმყოფობა მწვავე ფორმით მიმდინარეობდა, ქალი უკვე სიკვდილის პირას იყო მისული. მისმა ნათესავებმა სთხოვეს სმირენნიკოვს, განეკურნა იგი. სმირენნიკოვმა ცოტა ხანს იფიქრა და თქვა, დილით გამოჯანმრთელდებაო. მართლაც, მეორე დილით ავადმყოფი ადგა და სიარული დაიწყო, იგი უკვე აღარავითარ ტკივილს აღარ გრძნობდა.

2) ერთ ზამთარს სმირენნიკოვის თანასოფლელებს საკვები შემოაკლდათ. რამდენიმე მათგანმა სთხოვა მას, რომ ვეშაპი მიეცა. ის დაჰპირდა, რომ ითხოვდა მათთვის ვეშაპს. მცირე დროის გავლის შემდეგ, სმირენნიკოვმა განუცხადა სოფლის მცხოვრებლებს, რომ წასულიყვნენ ადგილზე, რომელსაც ის მიუთითებდა და იქ ნახავდნენ ვეშაპს. მართლაც, სწორედ იმ ადგილზე სოფლის მკვიდრებმა ნახეს ვეშაპი, რომელი სულ ახალი მოკლული იყო, თანაც – ხელუხლებელი.

3) შემოდგომაზე მამა იოანეს უნდოდა კუნძულ აკუნზე წასვლა, იქ მას უკვე ელოდნენ და ხალხიც გაგზავნეს მის მისაწვევად, მაგრამ, სმირენნიკოვი ამტკიცებდა, რომ მამა იოანე მხოლოდ გაზაფხულზე ჩამოვიდოდა. მართლაც, შემოდგომაზე ძლიერმა ქარებმა ხელი შეუშალა მოძღვარს გამგზავრებაში და მან მხოლოდ გაზაფხულზე შეძლო ალეუტების მონახულება.

სხვა მრავალი შემთხვევაც მოხდა ისეთი, რომლებიც ადასტურებდა, რომ სმირენნიკოვს ზებუნებრივი ხილვები ჰქონდა. მან შთააგონა მამა იოანეს, ეკითხა მოხუცი ალეუტისთვის, როგორ იტყობდა მომავალს და როგორ კურნავდა ავადმყოფებს. ამ უკანასკნელმა უამბო შემდეგი:

ძალიან მალე მას შემდეგ, რაც ალეუტები დეკანოზმა მაკარიმ მონათლა, მას გამოეცხადა ჯერ ერთი, შემდეგ მეორე სული, რომელთაც სხვა ვერავინ ხედავდა. ისინი გამოეცხადნენ თეთრი სტიქარებით შემოსილი თეთრსახიანი ადამიანების სახით. სტიქარებზე ვარდისფერი ლენტები ჰქონდათ შემორტყმული და უთხრეს, რომ გამოგზავნილნი იყვნენ ღმერთის მიერ, რათა დაემოძღვრათ და დაეფარათ ისინი. 30 წლის განმავლობაში ანგელოზები ეცხადებოდნენ სმირენნიკოვს და ასწავლიდნენ ქრისტიანულ ღვთისმეტყველებასა და სარწმუნოების საიდუმლოებს. მისი თხოვნით, კურნავდა ავადმყოფებს, შიმშილობისას აძლევდნენ საკვებს. მაგრამ, ყოველი თხოვნისას დახმარების შესახებ, ისინი ამბობდნენ, რომ ღმერთს შეეკითხებოდნენ და, თუ უფალი აკურთხებდა მათ, შეასრულებდნენ ამ თხოვნას. ხანდახან ისინი ამცნობდნენ სულ სხვა ადგილებში მომხდარი მოვლენების ან მომავლის შესახებ, მაგრამ, ყოველთვის ამბობდნენ, რომ ისინი აღასრულებენ ღვთის ნებას და, რასაც იქმოდნენ, არა საკუთარი, არამედ ღვთის ძალით.

მიტროპოლიტ ინოკენტის შრომებიდან

გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3