კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მოძღვარი გვირჩევს

 

კითხვა: არსებობს ხალხური ჩვეულება, რომ „ორმოცამდე“ გარდაცვლილის ნივთების გაცემა არ შეიძლება. როგორ უყურებს ამას ეკლესია?

პასუხი: ეს ხალხის გამოგონილია და არასწორი დამოკიდებულებაა. პირიქით, ორმოცამდე რაც შეიძლება მეტი სიკეთე უნდა აკეთოთ გარდაცვლილის სახელით. უნდა დაარიგოთ გარდაცვლილის ნივთები, შესწიროთ ტაძარს თანხა ან პროდუქტი – წითელი ღვინო (ზიარებისთვის), ფქვილი (სეფისკვერისთვის), ცვილი (სანთლისთვის). უნდა შეიძინოთ წმიდა წიგნები და დაურიგოთ მორწმუნეებს. ეს ყველაფერი კი უნდა გააკეთოთ ორმოცამდე და არა მას შემდეგ. თავად დაფიქრდით, როდის უნდა ვიშუამდგომლოთ განსასჯელისთვის – სასამართლომდე თუ სასამართლოს შემდეგ. აქაც ასეა: სული გადის საზვერეებს, ეწყობა სამსჯავრო (სასამართლო) და უნდა ვუქომაგოთ მას: ვილოცოთ და ვაკეთოთ მოწყალების საქმენი, რომ მან დაიმკვიდროს ცათა სასუფეველი.

კითხვა: გარდაცვალების შემდეგ შერჩებათ თუ არა თავ-თავიანთი სქესი ქალსა და მამაკაცს?

პასუხი: სულს სქესი არ გააჩნია. ამიტომ ადამიანების სულებიც გარდაცვალების შემდეგ იქნებიან, როგორც ანგელოზები, ანგელოზები ხომ უსქესო არსებები არიან.

კითხვა: შეიძლება თუ არა, ავადმყოფობის გამო მარხვა თვითნებურად შევწყვიტოთ?

პასუხი: მარხვის თვითნებურად შეწყვეტა ნებისმიერ შემთხვევაში დაუშვებელია. მიმართეთ მოძღვარს და ის გაკურთხებთ მარხვის ისეთ კანონზე, რომელიც შეეფერება თქვენს ჯანმრთელობის მდგომარეობას.

კითხვა: როგორ უნდა მივესალმოთ მოძღვარს ან სხვა სასულიერო პირს?

პასუხი: მორწმუნე მოძღვარს მიმართავს: „მაკურთხე, მამაო“, ან „დამლოცე, მამაო“, შესაბამისად, ეპისკოპოსს: „დამლოცე, მეუფეო!“

 

скачать dle 11.3