კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

აჩრდილი დადის ევროპაში

„ზამთარში“, ანუ „ნატოში“…

აჩრდილი, უდავოდ, დადის ევროპაში, ოღონდ,  არა კომუნიზმის, როგორც ამას თავის დროზე კარლ მარქსი იმედოვნებდა (თუმცა ისიცაა, ევროპის რამდენიმე ქვეყანა კომუნიზმის იქითაც წავიდა უკვე კეთილდღეობით), არამედ, აჩრდილი, რომელიც ავად ადგას მინიმუმ ორ ყოფილ პირს. ერთ-ერთი ხორვატიის „რკინისად“ წოდებული პრემიერ-მინისტრია, რომელსაც აჩრდილმა ისე გადაუარა, რომ, ზაგრების სასამართლოს გადაწყვეტილებით, ივო სანადერსს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა. ბრალდება შემდეგნაირია: თანამდებობის ბოროტად გამოყენება და უცხოური კომპანიებისგან ქრთამის აღება. გასამართლებული ყოფილი სასამართლო გადაწყვეტილებას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს. მეორე მხრივ, ხორვატიული მედიაც განმარტავს, რომ ბ-ნი ივოს სასჯელი ერთობ მსუბუქია და ამ სიმსუბუქის მიზეზიც მარტივია: სწორედ სანადერსის მმართველობის დროს გაწევრიანდა ხორვატია „ნატოში“ (რაკი არ გვინდოდა, ხორვატიას იმიჯი შელახვოდა, მხოლოდ 10 წელი ვაკმარეთო).

ჯერჯერობით სუფთა ჰაერზეა საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი, თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, ბ-ნ სარკოზის მაინც მოუწევს ფრანგული სასამართლოს წინაშე წარდგომა. მან უნდა დააზუსტოს, ვინ აფინანსებდა მის საარჩევნო კამპანიას 2007 წელს (ეჭვია, რომ ბ-ნმა ნიკოლამ ფინანსური დახმარება მიიღო საფრანგეთის ყველაზე მდიდარი ქალისგან, ლილიან ბეტანკურისგან).

უფრო მეტიც, საფრანგეთის პოლიციამ ივლისშივე გაჩხრიკა ნაპრეზიდენტალის ყოფილი სახლი პარიზში და, ზედაც, მისი ოფისები. თუმცა, არც ეს უკანასკნელია გულხელდაკრეფილი და ვერც იქნება, რადგან, აპირებს, რომ 2017 წელს კვლავ იბრძოლოს საფრანგეთის პირველკაცობისთვის, ოღონდ, ეს პერსპექტივა, ბუნებრივია, დიდწილადაა დამოკიდებული საფრანგეთის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე: თუ დაფინანსების წყარო საეჭვო აღმოჩნდა, ბ-ნ სარკოზის პირველობას არ აღირსებენ.

ამის მიუხედავადაც, არც „ნატოს“ გენმდივანს, არც ევროკავშირელ თავკაცებს ხორვატიისა და საფრანგეთის ამჟამინდელი ხელისუფლებებისთვის არათუ შენიშვნა მიუციათ, უბატონოდ ხმაც არ გაუციათ, თუმცაღა, ჩვენ გვარწმუნებენ, რომ ევროპულ ქვეყნებში ყოფილ ჩინოვნიკებს არ აპატიმრებენ (ვითომ, ფიქრობენ, რომ კითხვა არ ვიცით?!).

მოკლედ რომ ვთქვა, რასაც უნდა ფიქრობდნენ, თუ გავითვალისწინებთ, რომ ხსენებული ორივე ქვეყანა „ნატოს“ წევრია, ყოფილი, მაგრამ, დამნაშავე ჩინოვნიკების დაპატიმრება მხოლოდ „ნატოს“ წევრების ფუფუნებაა?!

скачать dle 11.3