კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

იუმორის მუზა

„ჩვენ ორნი ვართ პარლამენტში“

იმ მარტივი მიზეზით, რომ მხოლოდ ორნი არიან, თანაც, როგორც ერთ-ერთი ამბობს, მათ შორის ფუნდამენტური განსხვავებებია, სავსებით ბუნებრივია, რომ ყოველი შეყრა კამათით მთავრდება. ასე მოხდა გასულ კვირასაც: პარლამენტის პლენარულ სხდომაზე რეგლამენტში ცვლილების პროექტის განხილვა მწვავე სიტყვიერ გაწევ-გამოწევაში გადაიზარდა. თემა ძველია, „ნაცმოძრაობა“ დროებითი საგამოძიებო კომისიების თავმჯდომარეობას ითხოვს და ოპონენტებს უკიჟინებს: შეასრულეთ თქვენი წინასაარჩევნო დაპირებაო. „ოცნების“ პოზიციაც უცვლელია: პირველ ოქტომბრამდე სულაც თქვენი იყო არათუ საპარლამენტო კომისიები, თვით საგამოძიებო ორგანოებიცო (ასეო, ისეო, თქვენი დიდი ხათრი მაქვს, მაგრამ – არაო!). ერთი სიტყვით, კონსენსუსი ვერ ხერხდება. ხოლო, რაკი „ოცნება“ უმრავლესობაშია, საკუთარი პროექტის გასატანად უმცირესობა არ სჭირდება (ისე, როგორი მსახვრალია ეს ოხერი ბედი: იყო დრო, როდესაც არც „ნაც“-უმრავლესობას სჭირდებოდა ოპოზიციის თანხმობა).

ასეა თუ ისე, აწ უკვე საპარლამენტო უმცირესობის ლიდერად ჩამოლაბორანტებული ბ-ნი ბაქრაძე გაკვირვებას ვერ მალავს „ოცნების“ უმრავლესობის არგუმენტით (შეგახსენებთ, ეს უკანასკნელები აცხადებენ, რომ ყოფილი ხელისუფლების საქმიანობას, უკვე ოპოზიციაში გადასული იმავე გუნდის წევრები ობიექტურად და მიუკერძოებლად ვეღარ შეისწავლიან). ჰოდა, რაკი ვერ მალავს (ამ კონკრეტულ შემთხვევაში, გაკვირვებას, რასაკვირველია), აცხადებს (მომყავს ციტატა ბ-ნი ბაქრაძის სიტყვიდან): „სამი თვის წინათ პროგრამაში რომ ჩაწერეთ, კომისიებს ოპოზიციამ უნდა უხელმძღვანელოსო, ყურთლუ-ასლანის მთავრობის საქმიანობის გამოძიებას აპირებდით თუ  ჩინგიზ-ხანის?“

ცხადია, შედარება ფრთიანია, მაგრამ, არის მთელი რიგი უზუსტობანი (რაც, მე რომ მკითხოთ, ორმაგად არ ეპატიება მსოფლიოს ყველაზე ინტელექტუალ პოლიტიკოსთა ნუსხაში მყოფს): ჩინგიზ-ხანს საქართველოში არასდროს ულაშქრია (ასე რომ, ლოგიკური ფანტაზიის დონეზეც კი, მისი საქმიანობის გამოძიებას არავინ დააპირებდა, აი, თემურ-ლენგის მოხსენიება უფრო ლოგიკური იქნებოდა, რადგან ისე მოვახერხეთ, რომ რვაგზის ვალაშქრეთ ჩვენს ქვეყანაზე) და, რაც მთავარია, ყურთლუ-ასლანი დამპყრობელი საერთოდაც არ ყოფილა, ის თამარ მეფის მოხელე გახლდათ, რომლის საქმიანობაც თამარმა ათიოდე საუკუნის წინათ ისე საფუძვლიანად შეამოწმა, რომ თანამდებობას ჩამოაშორა (ეჭვი მაქვს, ბ-ნ ბაქრაძეს უნდოდა ეთქვა, ალთ-ასლანიო – სელჯუკმა დამპყრობმა თამარის გამეფებამდე დალაშქრა საქართველო).

როგორც უნდა იყოს, ფაქტია, იუმორისტული შეფასებები ინფორმირებულობის გარკვეულ სტანდარტს მოითხოვს, რომ თავად არ გახდე სხვათა იუმორის მუზა.

скачать dle 11.3