ხორციანი
საჭირო ინგრედიენტები: 400 გრამი საქონლის ხორცი, 1 ჩაის ჭიქა ბრინჯი, 2 ცალი ხახვი, 1 ცალი სტაფილო, მარილი, შავი პილპილი, კარაქი, სუნელები ნებისმიერი.
მომზადების წესი: (ეს კერძი შეგიძლიათ, ცხვრის ხორცითაც მოამზადოთ). ხორცი დაჭერით პატარა ნაჭრებად (თითო 30 გრამზე მეტი არ უნდა იყოს). ღრმა ქვაბში გაადნეთ 50-70 გრამი კარაქი და მოხრაკეთ მასში ხორცის ნაჭრები, თან, ხშირად მოურიეთ. უყავით მარილი და პილპილი. სურვილისამებრ, შეგიძლიათ, გამოიყენოთ ნებისმიერი სუნელი (ძირა, ნიორი, ქონდარი), თუმცა უამისოდაც ძალიან არომატული იქნება. ხორცს დაუმატეთ დაჭრილი სტაფილო და ხახვი (ორივე ბოსტნეული წვრილ ჩხირებად უნდა დაიჭრას) და მოშუშეთ ძალიან დაბალ ცეცხლზე, თავდახურული, სანამ ხორცი დარბილდება (დაახლოებით ერთი საათი დასჭირდება). თუ სითხე ძალიან ჩაშრება, შეიძლება, ჩაუმატოთ ცოტა მდუღარე წყალი. გრძელმარცვლიანი ბრინჯი გარეცხეთ გამდინარე, ცივ წყალში. შეგიძლიათ, დაალბოთ კიდეც, სანამ ხორცი მომზადდება. როცა ხორცი დარბილდება, დაასხით ორი ჭიქა მდუღარე წყალი, ჩაყარეთ მასში ბრინჯი და ამოურიეთ. (წყალმა ხორცი და ბრინჯი სრულად უნდა დაფაროს). ცეცხლს მოუმატეთ, სანამ წყალი ადუღდება, მერე კი დაუკელით მინიმუმამდე და ქვაბს თავსახური დაახურეთ. კერძი შუშეთ 12-15 წუთის განმავლობაში, ამასობაში ბრინჯიც მოიხარშება. სითხე სულ რომ ამოშრება, კერძი მზად არის. თავსახური სულ ბოლოს მოხადეთ.
გადმოიღეთ ლანგარზე. სუფრაზე მიტანის წინ, შეგიძლიათ, მოაყაროთ ცოცხალი მწვანილი და მოასხათ ცოტა გამდნარი კარაქი.