სალათა „ბროწეულა“
საჭირო ინგრედიენტები: 2 ნაჭერი ქათმის ფილე, 1 ცალი ბროწეული, 1 თავი ხახვი, 2 სადილის კოვზი ძმარი, მაიონეზი, მარილი, შავი პილპილი.
მომზადების წესი: ქათმის ფილე კარგად მოხარშეთ და დაჩეჩეთ. ხახვი დაჭერით წვრილად, დაასხით 2-3 სადილის კოვზი ძმარი, დაუმატეთ 1 ჭიქა მდუღარე და ცოტა ხანს ამ მარინადში გააჩერეთ. აურიეთ კარგად და გადაწურეთ. თასში მოათავსეთ ფილე, ხახვი და მოასხით მაიონეზი. უყავით ცოტა მარილი, პილპილი და ბროწეული. მოათავსეთ მაცივარში 30-60 წუთით და შემდეგ მიირთვით. ძალიან პიკანტურია.