კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

თევზი ბარაბული ლიმონის სოუსით

საჭირო ინგრედიენტები: 8 ცალი მოზრდილი ან 16 პატარა ბარაბული, 3 ცალი პომიდორი, ნახევარი ლიმონის წვენი, 100 მილილიტრი თეთრი მშრალი ღვინო, 5 კბილი ნიორი, რამდენიმე ფოთოლი სალბი, 1 კონა ოხრახუში, 80 გრამი კარაქი, მარილი, წიწაკა და შაქარი – გემოვნებით, საფანელი  ამოსავლებად, ზეთი  კი შესაწვავად.

მომზადების წესი: თევზი გაასუფთავეთ, მოაყარეთ მარილი და წიწაკა. დიდ ტაფაზე გააცხელეთ ზეთი და ზედ დაყარეთ 4 კბილი ნიორი, დაუმატეთ საფანელში ამოვლებული თევზი და მაღალ ტემპერატურაზე შეწვით. შემდეგ, თევზი ამოიღეთ და თბილად შეინახეთ, ხოლო ნივრები გადაყარეთ. მოამზადეთ სოუსი: სალბი და ოხრახუში მსხვილად დაჭერით, პომიდვრები კი – მსხვილ რგოლებად. პომიდვრის ნაჭრებს მოაყარეთ მწვანილი და მოათავსეთ ზეთიან ტაფაზე. დაბალ ცეცხლზე 5-6 წუთი გააჩერეთ. პომიდვრის რგოლები ამოიღეთ თეფშზე, მოაყარეთ მარილი და წიწაკა. ცხელ ტაფაში ჩაუმატეთ ღვინო, ლიმონის წვენი და კარაქი. სითხე რომ შესქელდება, გადმოდგით ცეცხლიდან. სოუსს სიმჟავის გასანეიტრალებლად ცოტა შაქარი შეურიეთ. პომიდვრებზე დააწყვეთ თევზები, მოასხით სოუსი, ზემოდან კი დარჩენილი მწვანილი და დაჭრილი ნიორი მოაყარეთ.

скачать dle 11.3