კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ აპირებდა ნოდარ ახალკაცი „ფიფას“ ხელმძღვანელობისთვის მაღარიჩად ჭედილას დაკვლას

ნოდარ ახალკაცთან კაბინეტში რაღაც დოკუმენტზე ვმუშაობთ. მისი ოთახის კარი ყოველთვის ღია იყო – რის დაცვა, რა დაცვა!.. შემოვიდა ვიღაც პიროვნება და ნოდარს მიმართა: ბატონო ნოდარ! ერთი ისეთი საფეხბურთო ილეთი დავამუშავე, რომ, თუ ნაკრებში ამიყვანთ, ყველა თამაშში ორ-სამ ბურთს აუცილებლად გავიტანო. მაინც, რა „ისეთი“ ილეთი დაამუშავეო, – ჰკითხა ცხონებულმა. რაო და, როდესაც მოწინააღმდეგე დაჯარიმდება, მე ბურთს ჩავაწოდებ მეტოქის საჯარიმოში, ბურთს კი თვითონვე დავხვდები და თავური დარტყმით მათი კარის ბადეს შევარხევ. ამ ილეთს მე „მესხი-კალოევის დუეტი“ დავარქვიო.

ნოდარმა ჩვენ თვალი ჩაგვიკრა, მას ხელი მაგრად ჩამოართვა, შეაქო, მაგრამ, ბოლოს დაღონებული სახით უთხრა: ეს ძალიან კარგი ილეთი დაგიმუშავებია, მაგრამ, შენ ფეხბურთის თამაშის ერთი წესი დაგვიწყნია – ფეხბურთელს ჯარიმის დარტყმის შემდეგ ბურთზე თამაში აღარ შეუძლია, ვიდრე მას სხვა მოთამაშე არ შეეხება – მიყოლებით ბურთზე ორჯერ შეხება აკრძალულიაო. მერე კი სერიოზული ტონით განაგრძო: 

– ნამეტანი ჭკვიანი კაცი ჩანხარ. მოდი, ასე მოიქეცი: შენ სხვა, ახალი ილეთის დამუშავებაზე ივარჯიშე, მე კი „ფიფას“ ხელმძღვანელობას მაღარიჩის სახით ერთ კაი მოზრდილ ჭედილას დავუკლავ და, იქნებ, როგორმე ეს ოხერი წესი გავაუქმებინოო.

მაგარი კმაყოფილი წავიდა ის პატიოსანი კაცი ნოდარის ოთახიდან.

скачать dle 11.3