კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მხოლოდ ფაქტები

* მონღოლეთის  სიმბოლოდ ძველთაგანვე ითვლებოდა ხუთი ცხოველი: ცხენი, თხა, ცხვარი, აქლემი და იაკი.

* რობინ ჰუდს სინამდვილეში რობერტი ერქვა, მისი ზედმეტი სახელი კი ქართულად „კაპიუშონს“ ან „ჩაჩს“ ნიშნავს.

* საბჭოთა კავშირში გვიანობამდე ახსოვდათ და ხშირად ახსენებდნენ წითელ თუმნიანებს, რომელიც მეოცე საუკუნის შუა წლებში იყო მიმოქცევაში. ათი რუბლის ღირებულების მქონე ამ კუპიურებს ფერის გამო ხალხში კიბორჩხალებს ეძახდნენ.

* ნაფტალინის გამოყენება ჩრჩილის პეპლის საწინააღმდეგოდ 1887 წელს დაიწყეს, 100 წლის შემდეგ კი მისი გამოყენება, როგორც სრულიად უსარგებლო, აკრძალეს.

* ივანე მრისხანეს დროს მიმოქცევაში შევიდა ნახევარი კაპიკის ღირებულების ვერცხლის მონეტები, ეგრეთ წოდებული, „პოლუშკები“ – „ნახევრები“. მოგვიანებით ეს სახელი პოლონურიდან ნასესხებმა სიტყვამ – გროშმა შეცვალა.

* მეორე მოგზაურობის დროს, როდესაც ამერიკიდან ბრუნდებოდნენ,  მეზღვაურებმა ბუნტი წამოიწყეს. ეკიპაჟი მოითხოვდა თავიდან მოეშორებინათ ზედმეტი მჭამელები – ინდიელები, რომლებიც თან მიჰყავდათ. კოლუმბმა დაამშვიდა მეზღვაურები: არ არის საჭირო, თითქმის შინ ვართო და ასე გადაარჩინა ისინი აშკარა სიკვდილს. 

* ამერიკის კონტინენტი პირველად დაინახა როდრიგო დე ტრიანამ... თუმცა ამისთვის დაწესებული ჯილდო არ მიუღია.

* ძველვეგეტარიანელები ახალვეგეტარიანელებისგან განსხვავდებიან ორი პროდუქტის მიმართ დამოკიდებულებით: ძველვეგეტარიანელები არ ჭამენ რძის პროდუქტებსა და კვერცხს. ახლების კვებით რაციონში კი ეს პროდუქტები შედის.

* მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ადამიანის ორგანიზმიდან ყოველდღიურად გამოიდევნება 2,5 ლიტრი წყალი. ლიტრ-ნახევარს ადამიანი იღებს წყლის, კომპოტის, ჩაის, ყავის, წვნიანის სახით. ერთი ლიტრი კი გამოიყოფა ორგანიზმში მიმდინარე ქიმიური რეაქციების დროს.

* ერთ-ერთმა პირველმა პროფესიონალურმა მოჭადრაკემ, სირიელმა ფილიპ სტამმა 1737 წელს გამოსცა წიგნი, სადაც ის ყველა მოჭადრაკეს ურჩევდა, თამაშის დროს გამოეყენებინათ სამხედრო სტრატეგიის რეკომენდაციები.

* ალბანელები მეტად თავისებურად აღნიშნავენ 1 მაისს – ისინი ამ დღეს აუცილებლად ჭამენ... ნიორს. სწორედ 1 მაისს დგება ვალპურგის ღამე და ალბანელები ნივრით უწმინდურ ძალებს განდევნიან.

скачать dle 11.3