კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ დარჩა მაია რჩეულიშვილი უსახლკაროდ და ვის დაუტოვა მან უკანასკნელი 11 მილიონი დოლარი

საქართველოში ცნობილ რჩეულიშვილი-კერვალიშვილების ბიზნესოჯახს, მას შემდეგ, რაც ცხოვრება „დექსუსს” დაუკავშირა, ახლა ძალიან მძიმე პერიოდი უდგას. ტელეეთერით გახშირდა მათი მისამართით ლანძღვა-მუქარა იმ ადამიანების მხრიდან, ვინც ჯერ კიდევ მრავალი წლის წინ შეიტანეს „ცენტრ პოინტის” მშენებარე ბინაში ფული და ბინა საკუთრებაში ჯერაც არ გადასცემიათ. რა ხდება სინამდვილეში, როგორ გადავიდა „ცენტრ პოინტი” „დექსუსის” ხელში, რა ქონება გააჩნიათ ბინათმშენებლებს რეალურად, რატომ და რა ვალდებულებებს არ ასრულებს მმართველი კომპანია ხალხის წინაშე და როგორ ცხოვრობს დღეს ცნობილ ბიზნესმენთა ოჯახი, ამას მაია რჩეულიშვილის ექსკლუზიური ინტერვიუდან გაიგებთ.

 

– ქალბატონო მაია, როდის აღმოაჩინეთ, რომ ძალიან ცუდად იყო თქვენი კომპანიის საქმე და რამ გამოიწვია ასეთი არეულობა ისეთ მსხვილ სამშენებლო კომპანიაში, როგორიც იყო „ცენტრ პოინტი”?

– ოთხი წლის წინ შეიქმნა ძალიან მძიმე სიტუაცია. კომპანიაში შემოსატანი  იყო 40 მილიონი დოლარი. უცებ, დავინახეთ, რომ პირველ თვეში არ შემოვიდა 5 პროცენტი, მეორე თვეში არ შემოვიდა 5 პროცენტი, ამას დაერთო აგვისტოს ომი და შემონატანების რაოდენობა დაეცა 26 პროცენტამდე. საუბარია იმ ხალხზე, ვისაც უკვე ნაყიდი ჰქონდა ჩვენთან ბინა. ჩვენ არც ერთ ობიექტზე ბანკის სესხი არ გვქონია აღებული, ანუ, კომპანია დამძიმებული არ ყოფილა იპოთეკური კრედიტით, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან სერიოზული დიდი მშენებლობები მიდიოდა. უნდა შეგვენახა სპეცტექნიკა, უნდა გაგვეცა ხელფასები და ასე შემდეგ. ზოგიერთ ტექნიკაში, მაგალითად, ამწეკრანში 5-10 ათასებს ვიხდიდით, მერე კიდევ ქვემოთ წავედით და მივხვდით, რომ ზომები იყო მისაღები. რომ მოვმკვდარიყავი, 40 მილიონს ვერ დავდებდი, ფიზიკურად არ გამაჩნდა ამხელა კაპიტალი, ბანკებისგან კი მაშინ კრედიტის გაცემა, პრაქტიკულად, შეწყვეტილი იყო. ამიტომ, გადავწყვიტეთ შემოგვეყვანა ახალი ჯგუფი, რომელშიც იქნებოდნენ ფინანსისტები და არა დეველოპერები, რადგან, დეველოპმენტი აღარ გვჭირდებოდა – ყველა პროექტი გაკეთებული იყო, ყველა მშენებლობა – დაწყებული; პრაქტიკულად, ბინების 80 პროცენტი გაყიდული იყო; ასე რომ, ამის საჭიროება არ იდგა. მოკლედ, გადავწყვიტეთ, შემოგვეყვანა ფინანსისტები, რომლებიც ამ ხალხს დაიბარებდნენ, ადამიანურად აუხსნიდნენ ყველაფერს და დადებდნენ ახალ ხელშეკრულებას. ეს ჯგუფი, რომელიც გამოგვეხმაურა, აღმოჩნდა „დექსუსი”. ვერ ვიტყვი, რომ სახელმწიფომ მას რეკომენდაცია არ გაუწია; გაუწია, მაგრამ, ყველაზე მძიმე იყო ერთი რამ: ხელშეკრულება, რომელიც მომზადდა ჩვენსა და „დექსუსს” შორის, არის იმდენად კაბალური, რომ მეორე ასეთი ხელშეკრულება საქართველოში არავის დაუდია და ალბათ არც დადებენ.  

– რა წერია ამ ხელშეკრულებაში, შეგიძლიათ, გვითხრათ?  

– პირველივე ხელშეკრულება, რომელიც დადებული მაქვს „დექსუსთან” პირდაპირ ამბობს: მე შემოვალ და ვმართავ ყველაფერს; ვეცდები, მაქსიმალური მოგებით და მინიმალური ზიანით ვმართო აღნიშნული ქონება; დავამთავრო ყველა, პირადად ჩემზე აღებული ვალდებულება; აქვე წერია, რომ ჩემი რისკი არის ნული და შენი რისკი არის ყველაფერი, ანუ, ყველაფერი, რაც გაგაჩნია, ჩვენ უნდა მოგვცე – და, ამაზე მაქვს ხელი მოწერილი. პრაქტიკულად, ჩვენ გვეკრძალებოდა „დექსუსში,” ანუ, ჩვენს ოფისში შესვლა. ბოლო ხელშეკრულება იყო ყველაზე მაგარი, რომელიც გამომიგზავნეს და რომელსაც ვინახავ, როგორც ნიმუშს, რათა ოდესმე ვანახო ხალხს. „2019 წლამდე (ესე იგი, მე რომ ვიქნები ოთხასი წლის) არ შეგიძლია ჩვენზე კომენტარის გაკეთებაც კი.“ ეს იყო შოკი. ყველა ცალ-ცალკე ვკითხულობდით. კონფლიქტისთვის, რომელიც, შეიძლებოდა, იქ მომხდარიყო, თავი უნდა ამერიდებინა. ელემენტარულად, ეს შეიძლებოდა, გადაზრდილიყო ჩხუბში. ამიტომ, გადავწყვიტეთ, რომ არაფრისთვის არ მიგვექცია ყურადღება. იქ იყვნენ ვახტანგი და გუკა. ყველაზე უფრო საქმეში ჩახედული ვიყავი მე – ეს იყო ჩემი ვნება, სიცოცხლის ნაწილი. ამიტომ, იქ, რაღაც უხეშად რომ ეთქვათ, ქალები ვიყავით – მე და რუსკა (რუსუდან კერვალიშვილი, ქალბატონი მაიას და, რომელიც დიდი ხნის წინ გამოეყო ბიზნესს, მაშინ, როცა ხმათა უმრავლესობით პარლამენტში მოხვდა, – ავტორი) და აუცილებლად დაიძაბებოდა სიტუაცია. იყო მუქარა და მთელი ამბები.  

– გისმენთ და, პირადად ჩემთვის ძალიან ძნელი წარმოსადგენია,  რომ, თბილისში ყველაზე გამოცდილ, ძლიერ, ცნობილ ბიზნესმენ ქალბატონს, მაია რჩეულიშვილს, შეიძლებოდა, ოდესმე მსგავსი რამ დამართნოდა.          

– ჩვენ ვფიქრობდით, რომ ის უზარმაზარი ვალდებულება, რაც გვაქვს ხალხის წინაშე, აუცილებლად უნდა დავამთავროთ და ამიტომ მოვაწერეთ ხელი ყველაფერზე, ოღონდ კი დაგვემთავრებინა. ჩემგან ელოდნენ იაფად და ძალიან კარგს, ბევრი ელოდა საჩუქრადაც. იაფი და ძალიან კარგი კი ძალიან რთული გასაკეთებელია. ლუბლიანას ქუჩაზე, ამერიკის საელჩოს წინ, არის ჩვენი აშენებული ბინები, სადაც ერთი კვადრატული ფართი გავყიდეთ 150 დოლარად და 150 დოლარად ბინები რომ არ იყიდება, ეს ყველამ კარგად იცის; მაგრამ, მოვიკალით თავი და მაინც მივეცით ხალხს. ვფიქრობდით, ამას ბევრგან შევძლებდით, მაგრამ, მე, როგორც არაფინანსისტს, არ მქონდა გათვალისწინებული, თუ რა მოხდებოდა სამშენებლო ბაზარზე. ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ მაგალითად, არმატურის ფასი, შეიძლებოდა, 300 დოლარიდან 1 800 დოლარამდე ასულიყო. ხელშეკრულებაში, თუნდაც რომ ჩაწერილიყო: „მასალის გაძვირებასთან ერთად, გადაიხედება ხელშეკრულება“ – ამ მდგომარეობაში არ აღმოვჩნდებოდი. ვერ გაგვიაზრებია ერთი რამ, რომ, როდესაც მსოფლიო კრიზისი იქმნება, მე ვაგებ მილიონს და შენ აგებ ას ლარს. ერთმა ადამიანმა ექვსი ათას კაცს სათითაოდ აუხსნას ეს – ძალიან ძნელია. ვიფიქრეთ, ახალი ჯგუფია, ჩვენზე გაცილებით ახალგაზრდები არიან, ნასწავლები, გადაიბარებენ ამას და მართავენ ისე, რომ არავის გააღიზიანებენ... ამერიკაში ცნობილი კომპანია „კრაისლერი” გაკოტრდა, „კრაისლერთან” შედარებით ჩვენ რა ვართ, მაგრამ, გამოჩნდა იაპონური კომპანია, ადამიანი, რომელიც ითვლება მსოფლო მენეჯმენტის მამად, მოჰკიდა „კრაისლერის” საბუთებს ხელი, შეისწავლა, გააკეთა სახელწიფო დახმარება, ფინანსები გამოაყოფინა სახელმწიფოს და „კრაისლერი” ფეხზე დააყენა. მეგონა, ასეთ ხალხთან მქონდა საქმე და, ვერასოდეს წარმომედგინა, რომ ესენი თუნდაც ვინმეს უხეშად დაელაპარაკებოდნენ, მერე კი ჩვენკენ გამოიშვერდნენ ხელს და იტყოდნენ: აი, წადით და მათ მოსთხოვეთ პასუხიო. რატომ? თერთმეტი მილიონი დოლარი აქტივი დაუსაქონლებელი დავუტოვე, ვალი კი არა, ნაღდი. ამ თერთმეტი მილიონი დოლარით უნდა გაკეთებულიყო გაცილებით მეტი საქმე, მაგრამ, ტვინი უნდა მქონოდა და იმ ხელშეკრულებით, რომელიც მათთან დავდე, მონიტორინგის უფლება უნდა დამეტოვებინა და მაშინ უკვე აღარ იქნებოდა ასეთი გაურკვევლობა. ხელშეკრულება გადავახედინე ყველა იურისტს, ვინც კი საქართველოშია და მითხრეს: ისეთ ხელშეკრულებაზე გაქვს ხელი მოწერილი, რომ, ვერ დაარღვევ; თუ მაინც დაარღვევ, ის ხომ მიეცი ისე, რომ, ვერ გაიგე, რა მოხდა და, თან, ზემოდან მილიონ-ნახევარი ჯარიმა უნდა გადაიხადოო. აქედან გამომდინარე აღმოვჩნდი დაუცველ მდგომარეობაში. გეუბნებით, ელემენტარულად, წარმოდგენა არ მაქვს, საბუთი სად არის. სამ თვეში ერთხელ რაპორტი მომდის და ვკითხულობ, სადაც წერია: „აშენებული ობიექტები, შავი კარკასი – „ხოშარაულის ხერხი” – დარჩენილია 7 ათასი კვ. მეტრი; ბათუმის „მაგნოლია” – დარჩენილია 7 ათასი კვ. მეტრი; ლიკანი – დარჩენილია 1 600 კვ. მეტრი“... ყველა  ერთად რომ დავაჯამე აღმოჩნდა, რომ გვაქვს 26 ათასი კვადრატული მეტრი ფართი აშენებული და შევუთვალე: ამ ხალხს ტყუილად ნუ ალანძღვინებთ ჩვენს თავს. 26 ათასი კვადრატული ფართი გაქვთ აშენებული რემონტის გარეშე. მოდი, ახლა მარტო 200 დოლარი დაამატებინეთ, არაფერი აღარ ააშენოთ და მიეცით ყველას თავისი კუთვნილი, კომერციული ფართის სახით. 26 ათასი კომერციული ფართი ეს ნიშნავს 1 500 სამუშაო ადგილს და მერე ვთხოვთ სახელმწიფოს, რომ მიწოდების დროს გაგვათავისუფლოს დღგ-სგან. არ არსებობს საქართველოში ფირმა, რომელსაც აშენებული ჰქონდეს 26 ათასი კვადრატული მეტრი ფართი და მათვრობამ არ გაათავისუფლოს დღგ-სგან. მართალია იმ ადამიანს ვერ მივეცით ბინა, რისთვისაც უდიდეს ბოდიშს ვუხდით, მაგრამ, მაღაზიას ხომ ვაძლევთ?!  

– ეს ყველაფერი ლოგიკური და გასაგებია, მაგრამ, იმ ხალხისთვის, ვინც თქვენგან ბინებს ელოდა და თანხის შემოტანის დროს არანაირი ეჭვი არ ჰქონდა, რომ საქმე ასე გართულდებოდა, ყველაზე ნაკლებად არის გასაგები. ისინი მხოლოდ ერთ რამეს – კუთვნილ ბინებს ითხოვენ. შეიძლება, მათგან მხოლოდ სამ და ოთხ კაცს აწყობს კომერციული ფართი, დანარჩენებს კი უნდათ საცხოვრებელი ფართი, იმიტომ რომ ელემენტარულად, არ აქვთ, სხვასთან არიან ოჯახებით შეხიზნულები.    

– ვერაფრით ვერ მიხვდნენ, რომ ჩვენ ვართ სამშენებლო ორგანიზაცია, სადაც ფული იქცევა ბეტონად, არმატურად, ხრეშად... ჩვენ რომ გვქონოდა კომუნიკაცია, ძალიან მარტივად მოევლებოდა ამ ხალხის პრობლემას, მაგრამ, არ მოგვეცა ამის საშუალება: ჩაიკეტა სისტემა, დადგნენ დარაჯებად, „სპეცნაზი“ დააყენეს. თუ ყველა კარი ღია გაქვს, რატომ მოგიწყობენ მიტინგს, რისი გეშინია? იყოს გამჭვირვალე კომპანიის საქმიანობა. უდიდესი ანაზღაურება აქვთ – ვერ გეტყვით, რამდენი, მაგრამ, ძალიან დიდი. ხისტები აღმოჩნდნენ და ამან გამოიწვია დღევანდელი სიტუაცია, როცა პროკურატურამ მიიღო სარჩელი. რაც კი არსებობს დედამიწის ზურგზე კითხვა, ყველაზე გიპასუხებთ. 190 ნეგატიური სიუჟეტი წავიდა ტელევიზიით და ხალხი პანიკაში ჩავარდა. თქვენ იცით, სამმა საოცარმა დეველოპერმა მოიკლა თავი: გია გურულმა, ნუგზარ ჟღენტმა და ურუშაძემ – მათ  50 და 60-კაციან ზეწოლას ვერ გაუძლეს. ადამიანები უკვე იმ ზომამდე არიან მისულები ბანკებისგან და ხალხისგან, რომ თავს იკლავენ. შალიკო ბიძიასგან, ჩემი მამამთილისგან, დამრჩა ლესელიძეზე ფართი, სადაც  პირველად ავიასააგენტო გავხსენი. მე ხომ ვიცი, რამხელა სიკეთე დამრჩა – სანამ ბიზნესში ჩავერთვებოდი, კარგა ხანს ვიცხოვრე. კაცს სამოცი ათასი აქვს შემოტანილი, მიეცი, რა, სამოცი კვადრატული კომერციული ფართი!     

– როცა ტელეეთერით თქვენზე ამ ნეგატიურ სიუჟეტებს უყურებთ, რას გრძნობთ?   

– რა თქმა უნდა, მტკივნეულია, მაგრამ, ხალხისგან იმდენად არა, რამდენადაც „დექსუსისგან”. ჯერ ერთი, ამ ხალხს რომ ვხედავ, ყველაფერი ეგრევე გასაგებია. აქედან რეალურად ორმოცდაათ კაცს აქვს ნაყიდი ბინა და მეორე ორმოცდაათ კაცს – არა. ეს არის თითიდან გამოწოვილი თემა. მეგონა, გამოვიდოდნენ და სიმართლეს იტყოდნენ, რომ როგორ ლაპარაკობთ ასე, დაგვიქირავეს რომ ნორმალურად გვემართა, დაგვედო ახალი ხელშეკრულება... მე ვარ ბედნიერი, რადგან, ვიცი, რომ ჩემ უკან დგას 26 მილიონი დოლარის აშენებული ქონება. ხალხის გასაგონად ვიტყვი: არ შეგეშინდეთ, ეს ყველაფერი მალე გამოიკიდება! სულ დასაკმაყოფილებელი დარჩა 800 კაცი, ოღონდ, ისევ ვიმეორებ: მათ გადაეცემათ კომერციული ფართების სახით რაც გაცილებით უფრო ღირებულია, ვიდრე ბინა. აბსოლუტურად ყველაფერი მივეცი „დექსუსს“, რაც კი გამაჩნდა, ვიზარალე მხოლოდ მე. 

– ახლა როგორ ცხოვრობთ?    

– რაპორტი რომ მომივა, ვზივარ და ვმუშაობ, დეტალურად ვათვალიერებ და ვფიქრობ, როგორ შეიძლება ახლა გადავარჩინო „რჩეული” – ეს ულამაზესი სასტუმროების ქსელი, რომელიც ასევე გაკოტრების პირასაა. ამდენი ნერვიულობის გამო, საბოლოო ჯამში, დამჭირდა კორონოგრაფია. აღმოჩნდა, რომ მიკროინფარქტის კერები მაქვს გულში. ძალიან კარგი ჭკუის სასწავლებელია ჩემთვის, დიდი გაკვეთილი იყო. ეს იყო საფუძველი იმისა, რომ, პრაქტიკულად, სიკვდილის გზაზე დავმდგარიყავი. თქვენ კარგად იცით, იყო პროექტები, რომლებშიც ვიყავით ჩართულები: ბინები გვაქვს გაჩუქებული. ფოთში ჩემი ხელით დავამთავრე სასტუმრო, რომელიც სახელმწიფოსგან შევიძინე აუქციონის წესით, გამოვიდა რაღაც საოცრება. ჩემი სახლიდან წავიღე ავეჯი და, სასტუმრო, რომელიც არც კი ვიცი, რამდენი დამიჯდა, 140 ათას დოლარად გაყიდეს. ამის უფლებას რომ აძლევ ადამიანს რა ბიზნესმენი ხარ?! 140 ათასი დოლარი თბილისში სამოთახიანი ბინაა. როგორც წესი, ყველა იმ კორპუსში, რომელსაც ვაშენებდი, ერთ ბინას ვიტოვებდი. ეს იმის მაჩვენებელი იყო, რომ, ისე კარგად ვაშენებ, რომ მე იქ ვიტოვებ ბინას. ჩათვალეთ, რომ ყველაფერი გადავეცი „დექსუსს”, აღარაფერი გამაჩნია. დამრჩა მარტო არმაზის სახლი, რომელიც არის დედაჩემის.  პრაქტიკულად, ცხოვრებას თავიდან ვიწყებთ. ყველაფერში შევიზღუდეთ.  

– წეღან თქვით, რაც მოხდა, კარგი გაკვეთილია ჩემთვისო. როცა ასეთ მდგომარეობაში აღმოჩნდით, ალბათ, პირველი კითხვა, რაც გაგიჩნდათ საკუთარ თავთან, იყო ასეთი: სად დავუშვი შეცდომა – როდესაც „დექსუსს” გადავულოცე კომპანია თუ?..        

– უდიდესი შეცდომა დავუშვი. საერთოდ ძალიან რბილი ვარ, რაც მიუღებელია ბიზნესისთვის. ბიზნესში უნდა იყო როგორც სალი კლდე. ჩვენ კლიენტურასთან ყოველთვის დაკლებისკენ ვდებდით ხელშეკრულებას და არა მომატებისკენ, მაგრამ, მაინც ბედნიერი ვარ, რომ ამ ხალხის წინაშე ვარ სუფთა. ყველაფერი დაიდება – რამდენი ფართია აშენებული, როგორ არის აშენებული, გადანაწილდება და ყველა თავის ქონებას მიიღებს. რაც მოხდა, ის ჩემს თავზე არ მომხდარა. ადამიანი ღატაკად არ დამიტოვებია და ეს „დექსუსმაც” მშვენივრად იცის. არ უნდა მიმეცა მათთვის იმის თქმის უფლება, რომ თითქოს ბათუმის „მაგნოლია” მათ დაამთავრეს; არ უნდა მიმეცა უფლება, რომ მე არ დავეპატიჟებინე მათ გახსნაზე, თუნდაც იმიტომ, რომ პროექტის ხელმძღვანელი ვარ და, არ უნდა მიმეცა იმის უფლება, რომ „მაგნოლიაში” დღეს არ მაქვს ბინა.       

 

скачать dle 11.3