კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რომელ პერიოდში დგება კოსმიურად საშიში და კვიმატი დღეები და რას უნდა მოერიდოთ ამ დროს

 

ადამიანები ძალიან სულწასულები და დაუდევრები ვართ. ზოგჯერ კი ისე წინდაუხედავად ვიქცევით, რომ ამის შედეგს წლების განმავლობაში ვიმკით. დაკვირვებით და ელემენტარული ასტროლოგიური ცოდნით კი, ადვილად მიხვდებით, როდის დგას თქვენთვის არასასურველი თუ, პირიქით, სასურველი მოქმედებების დრო. ადამიანის აზრიც კი გარკვეული ენერგიაა და, გვინდა თუ არ გვინდა, ჩვენდა უნებურად, ეს აზრი ქმნის ენერგეტიკას, რომელიც გარკვეული დროის შემდეგ მატერიალურ სამყაროში რეალიზდება. ბევრი ამას ვერ ხვდება და ყურადღებასაც არ აქცევს, შედეგს კი მაშინ ამჩნევს, როცა უკვე გვიანაა რამის შეცვლა და გამოსწორება. 

 აზრობრივი ენერგია ძალიან საშიში ენერგიაა ადამიანისთვის, შეიძლება ითქვას, დამანგრეველიც კი. მაგალითად, როცა ერთ ადამიანს მეორე ადამიანის შურს, ამით ის მას უდიდეს ენერგეტიკულ ზიანს აყენებს და თვალავს მის წარმატებას. კერძოდ, ამ დროს იქმნება გარკვეული აზრობრივი ენერგეტიკა და სწორედ ეს ენერგეტიკა უქმნის პრობლემებს შურის ობიექტს. შური ძალიან ცუდი რამაა. ამიტომ, ყველას ვაფრთხილებ, თუ არ გსურთ, ავნოთ სხვას, კეთილი შურითაც კი არასდროს შეგშურდეთ. 

 აზრის მაგიას შეუძლია ადამიანისთვის წარმატების მოტანა, მაგრამ, მისი მართვა თავად უნდა შეგეძლოთ. გაიხსენეთ და დაფიქრდით, რომელ პერიოდში იყავით ყველაზე წარმატებული, როდის გამოგდიოდათ საქმე ადვილად, ხელი როდის გემართებოდათ. ანუ, ორიენტაცია სწორედ ასეთ მომენტებზე გააკეთეთ. დაჯექით ჩაბნელებულ ოთახში და გაიხსენეთ ისეთი მომენტები და პერიოდები, როდესაც თავს ბედნიერად და წარმატებულად გრძნობდით; გაიხსენეთ, ვინ იყო თქვენს გარემოცვაში ამ დროს. ქვეცნობიერად ხელახლა გამოიწვიეთ ეს შეგრძნებები და, მერწმუნეთ, თქვენი ცხოვრების წარმატების კოსმიური არხი ნამდვილად გაიხსნება. ასეთი აზრ-ფორმა თქვენს სასიკეთოდ მოქმედებს და წარმატებებსაც მალევე მოგიტანთ. ანუ, ხშირად უნდა გაიხსენოთ ბედნიერი დღეები, წამები და წუთები და ამ ასოციაციის ფონზე გახსნათ კოსმიური ბედნიერებისა და წარმატების არხი. რაც მეტად გაიხსენებთ ასეთ წარმატებულ დღეებს თქვენს ცხოვრებაში აზრის დონეზე, მით მეტად წარმატებული იქნებით მომავალში. ზოგ ადამიანს ბედნიერებისა და წარმატებების არხი დაბადებიდანვე გახსნილი აქვს, ამიტომ ისინი ნაკლები ძალისხმევით აღწევენ პირად ცხოვრებასა თუ კარიერაში დიდ წარმატებებს და ვარსკვლავების კეთილგანწყობასაც ყოველ ფეხის ნაბიჯზე გრძნობენ.

 აზრობრივი მაგია თავად ადამიანის ენერგიაზეა დამოკიდებული. რაც მეტად სწორად იხარჯება ენერგია და სწორ მიმართულებას აძლევთ მას, მით მეტად წარმატებული ხართ. იღბლიან ადამიანებს ეს ადვილად გამოსდით. ასევე, ვინმესთვის ცუდის სურვილი ან, თუნდაც, წყევლა, ერთგვარი აზრობრივი მაგიაა. არის დღეები, როცა ის განსაკუთრებულად საშიშ ძალას იძენს და ეს ყველამ უნდა გაითვალისწინოს. ამის შესახებ გარკვეულ ცოდნას ჩვენი წინაპრებიც ფლობდნენ. მაგალითად, ახალ მთვარეზე, თუ ის შაბათ ან ორშაბათ დღეს ემთხვევა, ვინმეს დაწყევლა ან აზრის დონეზე ცუდის გაფიქრება ძალიან სახიფათოა. ამ დროს ენერგეტიკულად ცუდი ფონია, აზრი იძენს კოლოსალურ ძალას და ამ დღეებში კონკრეტული ადამიანის დაწყევლა, დიდი შანსია, რეალურად ახდეს. გაფიქრებულმა ერთმა ცუდმა აზრმა, შესაძლოა, მთლიანად შეცვალოს ადამიანის ბედ-იღბალი და ის ცუდისკენ წაიყვანოს. 

 ადამიანს ინტუიციურად მიეწოდება მისთვის საჭირო და აუცილებელი ინფორმაცია ზოგჯერ სიზმრის, ზოგჯერ შინაგანი ხმის, ზოგჯერ კი გარკვეულ მოვლენებზე დაკვირვების შედეგად. ყველას გირჩევთ, მოუსმინეთ საკუთარ „მეს“, ენდეთ საკუთარ ინტუიციას, ყურადღებით დააკვირდით წინათგრძნობას და მოვლენები ისე გადააფასეთ. ზებუნებრივი ხმა ყველა ადამიანს ესმის, თუმცა, მისი გაგება ბევრს არ სურს და ყურადღებასაც არ აქცევს. ბედისწერის ნიუანსების წინასწარ განჭვრეტა სულაც არ არის აუცილებელი, უბრალოდ, ყველამ უნდა იცოდეს, რა არის მისთვის კარგი და რომელი გზით იაროს ცხოვრებაში. 

ასევე, არსებობს წელიწადის კვიმატი, ცუდი და მარცხიანი დღეები. კერძოდ, არსებობს გარკვეული თვეების კონკრეტული რიცხვები, როცა ადამიანი საკუთარ ქმედებას მეტად უნდა დაუკვირდეს. ეს დღეები ყოველი თვის 3-დან 9 რიცხვამდე, 17-დან 23-მდე და 28-დან 31-მდეა და ოდითგანვე ცუდ, კვიმატ და მარცხიან დღეებად მოიაზრება. ამიტომ, ამ დროს მეტად უნდა აკონტროლოთ საკუთარი აზრი და საქციელი. ამ დღეებში, ასევე, არ უნდა ისესხოთ და არ უნდა გაასესხოთ ფული, არც გაყიდოთ რაიმე ფასეული და არც იყიდოთ. თუ ამ რიცხვებში ცუდად გახდით, გამოჯანმრთელებას დიდი დრო დასჭირდება. არ ვარგა კვიმატ დღეებში ახალ ბინაში გადასვლა, ქორწინება, ნიშნობა და ასე შემდეგ.

 

скачать dle 11.3