კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

“საქართველოს საქმიანი ქალები – ქველმოქმედებისთვის„ ინიციატივით გამართულ Fashion Marathon-ით ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს დაეხმარებიან

2012 წლის 22 ნოემბერს, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ჩატარდება ღონისძიება „საქართველოს საქმიანი ქალები – ქველმოქმედებისთვის“ ინიციატივით, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი დიზაინერი თინათინ მაღალაშვილია, თავმჯდომარე კი – „საქართველოს პედიატრ-ჰემატოლოგთა და ონკო-ჰემატოლოგთა კავშირის“ წევრი თამთა დემურიშვილი. დიზაინერი თინათინ მაღალაშვილი მართავს ჩვენებას სახელწოდებით – Fashion Marathon. ღონისძიება საქველმოქმედო ხასიათს ატარებს და გაიმართება ლეიკემიით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად, დევიზით – „ლეიკემია იკურნება“, სადაც, დიზაინერები თინათინ მაღალაშვილი და მადონა ხარატიშვილი წარმოადგენენ უახლეს კოლექციას. მარათონი ყოველ წელს, 22 ნოემბერს გაიმართება. 

პროექტში მონაწილეობის მისაღებად, ჩეხეთიდან ჩამოდიან: ახალგაზრდა ტოპ-მოდელი დომენიკა, ევროპაში ცნობილი იმიჯმეიკერი ალექს ვერნიკი და პრაღაში საქველმოქმედო ფონდ „ბრილიანტის გულის” პრეზიდენტი იანა სინკოვა. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ პროექტის გასაშუქებლად ჩამოვლენ ჩეხეთის წამყვანი ტელევიზიები. Fashion Marathon-ის თანამონაწილეა ბიზნესკომპანია, შემოსული თანხა გადაირიცხება ფონდის – „საქართველოს საქმიანი ქალები – ქველმოქმედებისთვის“ ანგარიშზე და გადაეცემა ლეიკემიით დაავადებულ ბავშვთა დახმარების საკოორდინაციო ჯგუფს. 

გვახსოვდეს: ლეიკემია იკურნება!

скачать dle 11.3