კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სად აპირებს თავისი პირველი კოლექციის გაყიდვას გიორგი ნაზღაიძე და რატომ გეგმავს ის ჩვენების მოწყობას ნიუ-იორკში

მოდელი და წამყვანი გიორგი ნაზღაიძე საზოგადოების, თანაც, ნიუიორკელი საზოგადოების წინაშე უკვე დიზაინერის ამპლუაში წარდგება. მისი კოლექცია – კოსტიუმები, შარვლები, შორტები, მაისურები, ფეხსაცმელები – უკვე მზად არის და ნიუ-იორკის დღის სინათლის ნახვას ელოდება. ჩვენმა მკითხველმა კარგად იცის, რომ ამერიკაში არსებობს საქველმოქმედო ორგანიზაცია HONOR VITAE,  რომლის დამფუძნებლები ქართველი გოგონები არიან. სწორედ ამ ორგანიზაციის მიწვევით მიემგზავრება გიორგი ნიუ-იორკში საქველმოქმედო ივენთზე, საქართველოში დაბრუნების შემდეგ იმავე კოლექციის ჩვენებას უკვე თბილისში გამართავს და გაყიდის კიდეც. აღებული თანხა კი მზრუნველობამოკლებულ ქართველი ბავშვებს მოხმარდებათ. ნიუ-იორკში გამართულ ჩვენებას გიორგის შექმნილი კაბით მოდელი კრისტი ყიფშიძე გახსნის, დანარჩენ 36 კოსტიუმს კი, ამერიკელი მოდელები წარადგენენ. 

გიორგი ნაზღაიძე: ჩემი დიზაინერობის ამბავი ბევრისთვის გასაოცარიც იქნებოდა და დაუჯერებელიც, თუმცა‚ ფაქტია – კოლექცია ჩვენ წინაშეა, თითქმის დამთავრებული. კი ამბობენ, ნაზღაიძე მხოლოდ ლაპარაკობსო, მაგრამ‚ საბოლოო ჯამში‚ ის მაინც ყველაფერს აკეთებს. ჩემი ჯგუფის წევრები არიან ვაჟა მებაღიშვილი და ირა ბარხუდაროვა. ერთ-ერთი დიზაინერის საღამოზე ვიყავით, როდესაც ირამ მითხრა – ეს არის დიზაინერიო?! ბავშვობიდან ხატავ, კარგ რაღაცეებს აკეთებ, შეგიძლია‚ კოლექციაც გააკეთო და საზოგადოებას აჩვენო‚ როგორი ნიჭი გაქვს. შეგიძლია‚ შექმნა ის, რაც მოდური იქნება და განსხვავებულიო. მოკლედ‚ იმ საღამოს‚ ნასვამ მდგომარეობაში ჩაისახა ეს იდეა, დილით‚ ნაბახუსევზე არ დამავიწყდა და, საბოლოოდ, შეიქმნა კოლექცია. შემდეგ დავიწყე სპონსორის ძებნა. ეს ცოტა გართულდა, რადგან, კოლექცია იყო ძალიან დიდი, თან‚ მამაკაცის და, შესაბამისად‚ დიდ თანხებთან იყო დაკავშირებული. ამიტომ, ცოტა გაჯანჯლდა, სამაგიეროდ‚ დღეს კოლექცია მზადაა იმისთვის, რომ დღის სინათლე ნახოს.

– მშვენიერი დასაწყისია – პირდაპირ ნიუ-იორკიდან იღებ სტარტს. რაც მთავარია‚ ძალიან მნიშვნელოვან ივენთზე მიდიხარ, რომელსაც საქველმოქმედო ორგანიზაცია HONOR VITAE აკეთებს.

– ეს ჩემთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, შესაბამისად‚ შიშის ფაქტორიც არსებობს, რადგან, არ მაქვს გამოცდილება. თან‚ მნიშვნელოვან საღამოზე გამაქვს ჩემი კოლექცია, რომელსაც დაესწრებიან ცნობილი მსახიობები, სპორტსმენები, ბიზნესმენები, სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლები, მოდის კრიტიკოსები, ტელევიზიები. შიში მაქვს: ხარისხს არ გამოეკიდონ! მაგრამ‚ ისეთი მაღალი ხარისხი მაქვს, ალბათ‚ ვერ გამოეკიდებიან. ვინც ამ საკითხში ერკვევა, ყველას ვაჩვენებ, ვეკითხები აზრს, თან, ისეთებს, რომლებიც გარეთ არ გაიტანენ კოლექციის დეტალებს‚ რადგან ეს, ჯერჯერობით, გარკვეულწილად გასაიდუმლოებულია. ჩემი აზრით‚ ამერიკაში არც გამოეკიდება ამას არავინ, რადგან რეალურად შეხედავენ. იქ არავინ არის შენი კონკურენტი, არავინ არის შენი მტერი, არავის სურს, სახეზე შეგასხას „კისლატა“ – ასეთი ხალხი მარტო აქაა. პირიქით‚ მგონია, მოიწონებენ და კომპლიმენტსაც დავიმსახურებ. აი, მერე‚ აქ რომ ჩამოვალ‚ ვნახოთ‚ რა იქნება. მე ვისაც დიზაინერად მივიჩნევ, ყველას დავპატიჟებ, მათი აზრი ძალიან მაინტერესებს – არ აქვს მნიშვნელობა‚ დადებითი იქნება თუ უარყოფითი, რადგან, წლებია‚ ისინი ამ საქმეს აკეთებენ. მაგრამ, არის რაღაც, რაც შეიძლება, არ გავითვალისწინო‚ იმიტომ, რომ ეს ინდივიდუალურია, ჩემი ხაზი მაქვს. 

– როგორი იქნება მამაკაცი, რომელიც გიორგი ნაზღაიძის შექმნილ სამოსს ჩაიცვამს?

– კოლექცია არის „პრეტ-ა-პორტე“‚ ანუ‚ თავიდან ბოლომდე ჩაცმადი და არა გამოსატანი და მერე ნაგავში გადასაგდები. შავ ფერს ვიყენებ, მაგრამ, მასთან ერთად იქნება სხვა, უფრო „იარკი“ ფერებიც. რაც მთავარია‚ ის, ვინც ამ კოსტიუმს ჩაიცვამს, იქნება უფრო მამაკაცური და იმდენად სექსუალური, რომ მის წინაშე ქალები უძლურები იქნებიან. იმდენად მომწონს ჩემი კოლექცია, სულ ვამბობ: ამას არ გავყიდი, ამას არ გავყიდი-მეთქი. ჩემი მეგობრები მეუბნებიან‚ აბა რისთვის გააკეთე, მარტო საკიდები დარჩაო. 

– ანუ‚ სადმე მნიშვნელოვან შეხვედრაზე ან ქალის მოსახიბლავად რომ წახვალ‚ თამამად ჩაიცვამ ამ კოლექციიდან რომელიმეს?

– დიახ, მაგრამ, ეს კოლექცია არ არის ყოველდღიური, უფრო გამოსასვლელია. ის შორტიც კი, საკაიფო ტუსოვკაზე უნდა ჩაიცვა, რადგან, ის  შორტი არ არის, რომელსაც ზღვაზე გააფუჭებ. ისეთი ხარისხია, რომ დავინახო, ვინმე ამით ქვებზე ზის, ჩემი ხელით მოვკლავ. ფეხსაცმელი იქნება სამ ფერში, ახლა კერვის პროცესშია. აუცილებლად იქნება გამოსახული ჩემი ლოგო. „გიორგი ნაზღაიძე“ უკვე ბრენდია, ასევე‚ მთელ კოლექციაზე დაიწერება „მეიდ ინ ჯორჯია“, მაგრამ, ვფიქრობ, რომ ლოგოც უნდა გამომეყენებინა. ასე რომ‚ აუცილებლად გამოვიყენებ ფეხსაცმელზე, რადგან, მომავალ კოლექციაში, რომელიც ქალის იქნება, აუცილებლად დამჭირდება. კოლექციაში შევა, ასევე, მაისურები‚ მამაკაცის საცვლები, რომლებიც ასევე მამაკაცური და სექსუალურია. თავის დროზე კვაზიმოდოს ჩემი კოლექციიდან რომ ჩაეცვა რამე, ესმერალდა აუცილებლად შეხედავდა – აი, ასეთია ჩემი კოლექცია. 

– რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გაყიდული კოლექციიდან აღებული თანხა ქველმოქმედებას მოხმარდება.

– ამერიკაში არის საქველმოქმედო ორგანიზაცია HONOR VITAE,  რომელიც ქართველი გოგონების დაფუძნებულია. ერთ-ერთი დამფუძნებელია მარიამ ქინქლაძე. ჩვენი საქმიანი ურთიერთობა ექვსი თვის წინ დაიწყო – ისინი თვითონ დამიკავშირდნენ, თუმცა‚ თავიდან სხვა პირობები ჰქონდათ: უნდოდათ ღონისძიებების მართვა, დაგეგმვა გამეკეთებინა. მაგრამ, მერე ჩემი იდეა შევთავაზე, გადავგზავნე კოლექციის ესკიზები ამერიკაში, რომლებიც მოეწონათ ფოტოგრაფებს, კრიტიკოსებს და გადაწყდა დაეფინანსებინათ. თავიდან მათი სურვილი იყო, რომ ნიუ-იორკში გაგვეყიდა კოლექცია. მაგრამ, მე გადავწყვიტე, რომ, რადგან მზადდება საქართველოში, აღებული თანხა კი უნდა მოხმარდეს ნაძალადევში არსებულ მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახლს, ამიტომ‚ საქართველოში უნდა გაიყიდოს, რომ ქართველ ბავშვებს ისევ ქართველები  დავეხმაროთ და არა უცხოელები. თუმცა‚ ეს ერთგვარი რისკია, რადგან, არ ვიცით‚ იყიდის თუ არა მას ქართული საზოგადოების გარკვეული ნაწილი, როგორ შეაფასებენ... არადა‚ ამერიკიდან არის შემოთავაზება, მითხრეს, რომ ჩამოიტან‚ აუცილებლად გაიყიდებაო. მაგრამ, მირჩევნია‚ ქართველებმა მიიღონ ქველმოქმედებაში მონაწილეობა.

 – ალბათ‚ ნიუ-იორკში შენი ჩვენება სიურპირზების გარეშე არ ჩაივლის.

– ალბათ‚ არ ჩაივლის სიურპრიზების გარეშე. მაგრამ, ამჟამად საზოგადოება ჩემგან თუ სკანდალს ელოდება‚ ვეტყვი, რომ არანაირი სკანდალი არ იქნება, რადგან, ყველაფერს თავისი საზღვარი აქვს. ამ ჩვენებზე ყველაფერი დახვეწილი იქნება: არავინ გამოვარდება და არავინ არავის არ უჩივლებს, არც მდგომს, არც მჯდომს და არც დამლაგებელს – მშვიდობიანად ჩაივლის ეს აქცია. 

скачать dle 11.3