კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ახალაღმოჩენილი პლანეტა არამიწიერი სიცოცხლის

ფორმების აღმოჩენასთან გვაახლოებს

მზის სისტემის საზღვრებს გარეთ აღმოჩენილია სუპერდედამიწის კლასის პლანეტა – ის მასით შვიდჯერ აღემატება ჩვენს დედამიწას, მაგრამ, მრავალი სხვა მსგავსი ციური სხეულისგან განსხვავებით, შესაძლებელია, დასახლებული აღმოჩნდეს. პლანეტა თავისი მზიდან ისეთი მანძილითაა დაშორებული, რომ მის ზედაპირზე იდეალური პირობები უნდა იყოს წყლის არსებობისთვის და, აქედან გამომდინარე, სიცოცხლისთვის – „დედამიწისეული“ გაგებით.

ამავე დროს, თუ „დასახლების ზონაში“ განლაგებულ პლანეტათა უმრავლესობა მხოლოდ ერთი მხრით არიან მიმართული თავისი მზისკენ მისი გრავიტაციის მოქმედების გამო, ახლად აღმოჩენილი პლანეტა, დედამიწის მსგავსად, თავისი ღერძის ირგვლივაც ბრუნავს. დღისა და ღამის ურთიერთცვლა დამატებითი არგუმენტია იმის სასარგებლოდ, რომ ამ პლანეტაზე, შეიძლება, სიცოცხლე არსებობდეს.

ახალი სუპერმიწა – სისტემა HD 40307-ის  ექვსი პლანეტიდან ერთ-ერთი პლანეტაა. ის დედამიწიდან 44 სინათლის წლის მანძილითაა დაშორებული. ამავე დროს, ერთი წელი ამ ეგზოპლანეტაზე ჩვენი წლის ნახევარზე ცოტა მეტს შეადგენს – 197,8 დედამიწის დღეს.

პლანეტა, რომელმაც მიიღო სახელწოდება „HD 40307g“, დიდი ბრიტანეთისა და გერმანიის ასტრონომებმა აღმოაჩინეს. მათ ჩილეს უდაბნო ატაკამას ლა-სილიას ობსერვატორიაში განთავსებულ დიდი სიზუსტის სპექტროგრაფ HARPS-ის მონაცემები ახალი მეთოდით გააანალიზეს. „გაფანტეს“ რა ის სიგნალები, რომლებიც ჯუჯა ვარსკვლავის აქტივობას შეესაბამებოდა, ასტრონომებმა აღმოაჩინეს, რომ მის ირგვლივ, გარდა ადრე აღმოჩენილი სამი პლანეტისა, კიდევ სამი პლანეტა ბრუნავს, მაგრამ, სიცოცხლის არსებობა შესაძლებელია მხოლოდ ერთზე – თავისი მზისგან ყველაზე შორს მყოფ პლანეტაზე.

90-იანი წლების დასაწყისიდან მზის სისტემის გარეთ 800-ზე მეტი პლანეტაა აღმოჩენილი, მაგრამ მხოლოდ მათი მცირე ნაწილი იმყოფება „დასახლების ზონაში“. ამასთან, 2011 წელს „ნასას“ ერთ-ერთ კვლევით ცენტრში გამართულ კონფერენციაზე ოფიციალურად განაცხადეს, რომ კოსმოსის სიღრმეებში ათასზე მეტი პოტენციური „ცოცხალი პლანეტაა“.

სხვადასხვა სამეცნიერო სკოლის წარმომადგენლები სულ უფრო ხშირად აცხადებენ, რომ ძალიან ახლოს არიან არამიწიერი სიცოცხლის ფორმების აღმოჩენასთან.

 

ხელისუფალი ქალები – შირმის უკან

საუდის არაბეთის მეფის, აბდალა იბნ აბდელ აზიზ ალ საუდას ამასწინანდელი ბრძანებით, ქალებს უფლება მიეცათ, მონაწილეობა მიიღონ ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში – შევიდნენ მონარქიის მთავარ სათათბირო ორგანოში, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ამ ბრძანებას აქვს თავისი ნიუანსები. სუსტი სქესის წარმომადგენლები, რომლებიც იძულებულნი არიან, მოითმინონ უამრავი შეზღუდვა სამოქალაქო უფლებებში, შეუძლიათ, მონაწილეობა მიიღონ საკონსულტაციო საბჭოს სხდომებში (ალ-შურას მეჯლისში), თუმცა, ისინი შირმის იქით უნდა ისხდნენ.

მონარქის ეს ჟესტი საუდის არაბეთში ქალთა თანაბარუფლებიანობისკენ გადადგმულ დიდ ნაბიჯად გამოაცხადეს, მიუხედავად იმისა, რომ საბჭოში შესული ქალბატონები მამაკაცებისგან შირმით განცალკევდებიან.

საკონსულტაციო საბჭო, რომელშიც ახლა ქალებიც მიიღებენ მონაწილეობას, საუდის არაბეთში 1992 წლიდან არსებობს. დე-ფაქტო, ეს არის მთავრობასთან არსებული კომიტეტი, რომელიც კანონსათათბირო ხასიათს ატარებს. გავიხსენოთ: საუდის მეფემ ხელისუფლებაში ქალები გასულ სექტემბერში დაუშვა. მან განაცხადა, რომ თავის კონსულტანტ ქალებს პირადად აირჩევს – ასეთი სულ 30 იქნება და პრეტენდენტებთან მას აქვს განსაზღვრული მოთხოვნები: მომავალი მრჩეველი ქალი უნდა იყოს არა მარტო პროფესიონალი თავის დარგში, არამედ, უნდა იყოს 30 წელზე მეტი ხნის.

მიუხედავად რიგი ნაბიჯებისა, რომლებიც  გენდერული თანასწორობის დამყარებისკენ გადაიდგა საუდის არაბეთში, ქალების საზოგადოებრივი მდგომარეობა ამ ქვეყანაში შესაშური არ არის. გასულ წელს მათ უფლება მისცეს, არჩეული ყოფილიყვნენ ქვეყნის ხელისუფლების ორგანოებში, მაგრამ, ცხოვრების მრავალი სფერო ქალებისთვის დახურული რჩება. ისინი იძულებულნი არიან, ბანკებსა და ოფისებში შევიდნენ მხოლოდ მათთვის განკუთვნილი შესასვლელებიდან. ახლახან კი გამოქვეყნდა გეგმა, რომ აშენდეს ცალკე ქალაქი მოსამსახურე ქალებისთვის.

მუშაობის, მოგზაურობის, სწავლის და, რა თქმა უნდა, გათხოვების უფლება, ქალმა უნდა მოიპოვოს მამრობითი სქესის ნათესავისგან – თავისი აპეკუნისგან. წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი დაისჯება. მაგალითად, თუ ქალბატონი ქვეყანაში მოქმედი კანონის საწინააღმდეგოდ საჭესთან დაჯდება, ის, შეიძლება, გაროზგონ.

скачать dle 11.3